კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორი ურთიერთობა აქვს ნუკი კოშკელიშვილს გიორგი ნაზღაიძესთან და რას ეკიდება მისი ქმარი გაგებით #12

მოდელმა და ტელეწამყვანმა, ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა საქართველო და ამერიკაში, მეუღლესთან გაემგზავრა. იმ მცირე პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ნუკი საქართველოში ვიზიტებისას ატარებს, გარდა ოჯახისა და მეგობრების მონახულებისა, ცოტა მუშაობასაც ასწრებს. მოდელმა ამჯერად ფრანგულ ბრენდ NAF NAF-ისთვის იპოზიორა.
ნუკი კოშკელიშვილი: NAF NAF-თან ურთიერთობა დიდი ხანია მაქვს. ფაქტობრივად, რაც გაიხსნა, მას შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც ძალიან მომწონს. ყველაზე მარტივად ვიცვამ, რადგან პრაქტიკულია.  როცა ვფიქრობ, სადღაც მივდივარ და სად შეიძლება, შევიმოსო, მივაშურებ ხოლმე ამ მაღაზიას. თან, იშვიათია, ვინმეს ეცვას შენნაირი სამოსი, რადგან არ ჩამოაქვთ დიდი რაოდენობით. გარდა იმისა, რომ მაათთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, თავად ბრენდიც ძალიან მომწონს. შესაბამისად, ყოველთვის თანახმა ვარ, მათთან თანამშრომლობაზე.
– ზოგადად, ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას?
– სოციალური ქსელის მეშვეობით ყველანი ვადევნებთ თვალს „ფეშენ-ვიქებს“ და ახალ კოლექციებს, მაგრამ არ შემიძლია, ჩემი თავი მივაკუთვნო იმ კატეგორიას, ვისაც, თუ არ აცვია „ემილიო გუჩი”, ვერ იკადრებს სხვა, შედარებით იაფფასიან სამოსს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბრენდს, თუ ის მიხდება, მაშინ ვყიდულობ. ძალიან ხშირად, ჩვეულებრივი, სრულიად უბრენდო სამოსი მაცვია. რაც შეეხება ბრენდებს, მინდა აღვნიშნო და ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი დიზაინერები მართლა ბრენდები გვყავს. როცა ნიუ-იორკში სადღაც მივდივარ და მათ სამოს ვიცვამ, ყოველთვის დიდ გამოხმაურებას და აჟიოტაჟს იწვევს. ჩემი თქმა საჭირო არაა, ისედაც ვიცით, რომ ქართველი დიზაინერების ბუმია საერთაშორისო ბაზარზე. შესამაბისად, თუ ოდესმე ბრენდს მივანიჭებ უპირატესობას ეს იქნება ქართველი დიზაინერების შემოქმედება და არა „კოკო შანელის“. თან, ეს ბრენდები დიდი რაოდენობითაა ყალბ წარმოებაში. ზოგჯერ მიმაჩნია, რომ ნამდვილი „შანელის“ ჩანთაც რომ გეკიდოს, უკვე ცუდი ტონია. მაგას მირჩევნია, „ნაფ-ნაფის” ჩანთა მეჭიროს და არ ვიტყუებოდე. რაც გაცვია, კარგი ხარისხის უნდა იყოს და  გიხდებოდეს, ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგჯერ ვერ ვხვდები, რატომ უნდა დახარჯო ათასობით თანხა რაღაც ნივთზე, როცა შეგიძლია, მსგავსი რამ სხვაგან 10 ლარად იყიდო. როგორც ჩანს, ცოტა პრაგმატული ადამიანი ვარ.
– წინა ინტერვიუში მითხარი, რომ ნელ-ნელა ამერიკულ კინოინდუსტრიაში შედიხარ. კიდევ გაქვს სიახლეები?
– ამ ეტაპზე არანაირი სიახლე არ მაქვს. მქონდა გადაღებები, მაგრამ, რომ მეგონა ჩავჯექი კალაპოტში – არა. ნელ-ნელა მივდივარ წინ, ვსწავლობ და ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ.
– ანუ, ამერიკაში იმაზე  რთულია თავის დამკვიდრება, ვიდრე ამბობენ?
– არ ვიცი, ჯერ თავი არ დამიმკვიდრებია და ვერ გეტყვი. როცა რაიმესთვის არ მიგიღწევია, მარტივია თქვა, რომ რთულია – ეს ერთგვარი გამართლებაცაა. როცა რაღაცას მივაღწევ, მერე უფრო ვიმსჯელებ სირთულეებსა და იოლ გზებზე.
– როგორ ჩაიარა საქართველოში შენმა ვიზიტმა?
– ჩემთვის რთულია, ბოლომდე მოვწყდე საქართველოს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრება ძალიან აქტიურია, გამუდმებით რაღაც ხდება. ჩემი სოციალური ქსელის მეგობრების 85 პროცენტი საქართველოდანაა, როგორც კი შევდივარ „ფეისბუქზე,“ ან სადმე სხვაგან, მაშინვე ვიგებ, რა ხდება ჩემს ქყვეანაში. ხანდახან იმაზე მეტი ვიცი საქართველოს პოლიტიკაზე, ვიდრე სხვა ქვეყნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორს ვარ. ჩემი ყოველი ჩამოსვლა ისეთი შეგრძნებაა, რომ არც წავსულვარ. რა თქმა უნდა, ძალიან ვიღლები, რადგან უნდა მოვინახულო ყველა. ვცდილობ, დრო დავიტოვო ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ცოტა ვიმუშაო კიდეც. ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოდის. ახლა უკვე ვგეგმავ, კიდევ როდის ჩამოვიდე. თუმცა, ყოველი განშორება რთულია. უკვე შევეჩვიე ასე სიარულს და ვფიქრობ, რომ ვუმკლავდები.
– ბენი როგორ ეგუება შენს ვიზიტებს საქართველოში?
– ბენს, მგონი, არ უჭირს, ისიც შეგუებულია, რომ ამერიკელი არ ვარ და ჩემი ოჯახი და მეგობრები საქართველოში მყავს.  გაგებით ეკიდება ამ მოვლენებს.
– ერთ-ერთ გადაცემაში კრიტიკა მოჰყვა იმას, რომ უცხოელზე იქორწინე...
– ყველამ თავის მახინჯ მამიდას მიხედოს (იცინის). გასაგებია ეს კრიტიკა, როცა ასეთი პატრიოტიზმი გვაქვს ქართველებს. ძალიან მომწონს ქართველი მამაკაცები, ყოველთვის მომწონდა და მომეწონება. ისმის ხოლმე კითხვა: კი, მაგრამ, ვერ ნახა ვინმე ქართველი? ასე მოხდა, ჩემი მეორე ნახევარი აღმოჩნდა ბენი და არა ვიღაც ქართველი. არა იმიტომ, რომ ბენს აქვს ისეთი თვისებები, რაც სხვა ქართველს შეიძლება, არ ჰქონდეს, არამედ, იმიტომ რომ, ბენი არის ბენი.  მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ კეთილი ადამიანები ბრძანდებით და სხვისი ბედნიერება უნდა გიხაროდეთ ისე, როგორც თავად გამიხარდებოდა, თქვენი ბედნიერება.
– გიორგი ნაზღაიძესთან კონფლიქტზე რას გვეტყვი?
– მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ და დიდ პატივს ვცემ მას. როცა გაცხარებულ დებატებში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, თავს ვერ ვიკავებ. თან, გიორგი შოუმენია და უყვარს გამოწვევა. მერე ყოველთვის გვემართება ის, რასაც ეძახიან სკანდალურ შელაპარაკებას. რეალურად, ეს იყო ორი ადამიანის აზრთა უთანხმოება.
–  როგორც მახსოვს, ვარჯიშობდი. შედეგი გაქვს?
– ახლაც ვვარჯიშობ  აქტიურად. რომ გითხრა, შედეგი არის-მეთქი, არა, მაგრამ ვვარჯიშობ. ტრენერმა მითხრა, შედეგი მალე მექნებოდა, თუმცა იმის მერე 3-ჯერ დავანებე თავი. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, ეს არის ვარჯიში. ყველაზე ცუდი ათლეტი ვარ დედამიწის ზურგზე.

скачать dle 11.3