კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა სტერეოტიპებს ამსხვრევს „ბერკლიში“ ნატალია ნაყოფია და რატომ არ არის მისთვის „ბერკლი“ მუსიკალური სამოთხე #12

ნატალია ნაყოფია სამი წელია, „ბერკლის“ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს. ის ბავშვობიდან მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე და ახლა საკუთარ მუსიკასაც წერს. ის პოლიტიკოს კობა ნაყოფიას შვილია. მამა ნატალიას მუსიკალური კარიერის შექმნაში მუდმივად უწყობს ხელს.
ნატალია ნაყოფია: მთელი ჩემი ბავშვობა მუსიკა მიყვარდა. პატარაობიდან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მუსიკალურ სკოლაში დავყავდი დედას. ვმღეროდი, რაც თავი მახსოვს და სულ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში მუდმივად ყოფილიყო მუსიკა – სიმღერა გამხდარიყო ჩემი კარიერა. მამაჩემს ძალიან უყვარს ჯაზი და სულ მასმენინებდა. „ბერკლის“ შესახებაც მან მითხრა. დავინტერესდი და მიზნად დავისახე იქ მოხვედრა, თან ჯაზის ასპექტით. თუმცა კონკრეტულად ჯაზს არ ვმღერი, სოულს, არენბის, ნიუსოულს ვასრულებ. მაგრამ, მამაჩემმა, ჩემმა ოჯახმა ამ კუთხით ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. 
– როგორი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან?
– ძალიან კარგი. მიხარია, რომ ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს. მათი მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მამა ძალიან ბევრს მუშაობს, დაკავებულია, მაგრამ მაინც სულ ვცდილობთ, გამოვნახოთ დრო, რომ ვისაუბროთ. მუდმივად მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ მე ამას შევძლებ, ამას გავაკეთებ. მამას ძალიან თავისუფალი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. არასდროს მიგრძნია მისი მხრიდან: ასე უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცეო. არ არის მკაცრი. უბრალოდ, ჩემგან ბევრს ელოდება და შეიძლება, ამ კუთხით იყოს მკაცრი. საქმის გარეშე თუ ვზივარ, აუცილებლად მომთხოვს პასუხს, მაგრამ ასეთი მომენტი არ მქონია. სულ რაღაცას ვაკეთებ. მამაც მუდმივად მაძლევს სტიმულს: გთხოვ, გააკეთე, იმუშავე. მეც არ მინდა, იმედები გავუცრუო და მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო. არა მხოლოდ მამასთან, დედასთანაც ასე ვარ.
– მამას, ალბათ, განსაკუთრებულად უყვარს შენი ნამღერის მოსმენა.
– ძალიან უყვარს. რომ ჩამოვდივარ, მაშინვე კარაოკეში მივყავარ: ახლა ეს იმღერე, ახლა – ეს.
– მომიყევი, როგორ სწავლობ „ბერკლიში“?
– როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, გავაგზავნე საბუთები. ქასთინგი სხვადასხვა ქვეყანაში ტარდებოდა. მე ბარსელონაში ჩავედი, გასაუბრება, ინტერვიუები მქონდა. შემდეგ უკვე ჩამიტარდა მუსიკალური ქასთინგი. ვიმღერე. შემდეგ იმპროვიზაციაც მამღერეს, რიტმული შეგრძნებისა და კითხვის გამოცდებიც მქონდა. რამდენიმე თვეში მომივიდა პასუხი, რომ „ბერკლიში“ მიმიღეს. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა. დრო მქონდა, რომ ფსიქოლოგიურად მოვმზადებულიყავი ყველაფრისთვის. პირველ სემესტრში არ გამიჭირდა, რადგან სულ რაღაცის კეთებაში ვიყავი. ბევრი სიახლე იყო, სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. მეორე სემესტრში დამეწყო ნოსტალგია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერს მივეჩვიე. ასეთ მომენტებს არ უნდა მისცე საშუალება, რამეში შეგიშალოს ხელი.
– „ბერკლის“ მუსიკალურ სამოთხესაც ეძახიან. როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები?
– სამოთხეს მე ვერ ვუწოდებ. აქ ისეთი დიდი კონკურენციაა, ნამდვილად არ არის სამოთხე. ძალიან დიდი კონკურენციაა, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. შეკრული წრეებია, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე, რომ წინსვლა გქონდეს. იმდენად ბევრი მუსიკაა, რომ ზოგჯერ ესეც გბეზრდება. ამიტომ, ბალანსის მოპოვება და საკუთარი თავის პოვნა აუცილებელია. იმდენ რამეს გთავაზობენ, რომ არ იცი, რა გააკეთო. ამიტომ, შენი მიზნით უნდა ჩამოხვიდე და მთელი 4 წელი ის უნდა აკეთო. მე ავირჩიე პერფორმერის, ანუ შემსრულებლის სპეციალობა, ვოკალისტი ვარ. დამატებით ბევრ საგანს ვიღებ ხოლმე – გავდივარ არანჟირებას, ჯაზ-ჰარმონიას, კლასიკურ ჰარმონიას და ასე შემდეგ.
– რა წარმატებები გქონდა ამ სამი წლის განმავლობაში?
– აქ მყავს ჩემი ბენდი და მე ვარ, როგორც ვოკალისტი. 2 გოგო ვართ, დანარჩენი ბიჭია. ბერკლიში გოგონები ცოტანი ვართ, ამაზე სულ ხუმრობენ. 30 პროცენტი 70 პროცენტზეა.  სხვათა შორის, „ბერკლიში“ არის გარკვეული სტანდარტები. მაგალითად, გოგო რომ ხარ, მღერი, ბევრი რამ არ იცი – ასეთი სტერეოტიპია. მაგრამ, ჩვენ ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი ქალი გვყავს და ვამსხვრევთ ამ სტერეოტიპებს. ჩვენი ბენდი ძალიან ხშირად გამოდის „ბერკლის“ სხვადასხვა დარბაზში. „ბერკლის“ გარეთ პატარა ბარებშიც გვქონია კონცერტები. აქ დიდი კაფეტერიაა, სადაც კონცერტები ხშირად ტარდება და იქაც გვქონდა გამოსვლები. აქ ტარდება აღმოსავლური ფესტივალი, რომლის წევრიც ვარ. დიდი კონცერტი ტარდება, სადაც ვმონაწილეობდი. სწავლის გარდა, ვმუშაობ „ბერკლი ჯაზ გლობალ ინსტიტუტში“, სადაც ძალიან ბევრი მასტერკლასი ტარდება. მაგარი ჯაზ-არტისტები ჩამოდიან და ატარებენ მასტერკლასებს. მე მათ ვეხმარები, ვესაუბრები. ყავა თუ უნდა ვინმეს, ყავასაც მოვუტან ხოლმე. მიხარია, რომ მათთან პირადი კონტაქტი მაქვს. საოცარი ხალხია, ნამდვილი ლეგენდები. აქ, ძირითადად, მასტერის სტუდენტები არიან და მათ ცხრილებს ვადგენ, ივენთების მოძიებაში ვეხმარები. არტისტები რომ ჩამოდიან, მათი ასისტენტი ვარ. ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს, ლეგენდარული ხალხია: ძალიან მაგარი დრამერები, საქსოფონისტები. მათ რაც არ უნდა დასჭირდეთ, ყველაფერში ვეხმარები.  მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, თან მასტერკლასებსაც ვესწრები, სადაც ბევრ საინტერესო რამეზე საუბრობენ, გიხსნიან. მათთან ყოველდღიური ურთიერთობა ბევრ რამეს მაძლევს. ჩემი პირადი მასწავლებელი ძალიან ძლიერი ჯაზ-ვოკალისტი, პერფორმერი იყო. მას ყოველკვირა ვხვდები და ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ.
– რა გეგმები გაქვს „ბერკლის“ დამთავრების შემდეგ?
– დარჩენას ვაპირებ რამდენიმე წლით, რომ ვისწავლო ან ვიმუშაო. არ მინდა, ერთ ადგილას ვიჯდე. მინდა, ვიმოგზაურო და ჩემი მუსიკა მთელ მსოფლიოს გავაგონო – მათ, ვისაც აინტერესებს. მინდა, ამერიკაში, ევროპაში ვიმოღვაწეო, საქართველოში დავბრუნდე და იმ ხალხს გავუხსნა გზა, ვისაც ჩემნაირი მიზნები აქვთ.
– მამას მუდმვიად უზიარებ შთაბეჭდილებებს?
– ვერ ვიტყვი. ზედმეტ რაღაცეებს არ ვუყვები, ანუ პატარ-პატარა დეტალებს. მინდა, ბევრად უფრო დიდი ამბავი მოვუყვე, ამიტომ პატარა რაღაცეებზე არ ვაწუხებ. თუმცა, არც მგონია, რომ როდესმე შედეგით დავკმაყოფილდე.  მუდმივად პროგრესი მინდა, წინსვლა. ახალ მუსიკას თუ დავწერ, ვუგზავნი მამას. დედა ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას ყველა დეტალზე ვურეკავ. ჩემი ძმაც ძალიან მიჭერს მხარს. მირეკავს, მეუბნება: მჯერა, ვიცი... საერთოდ არავის რომ არ მოეწონოს ჩემი სიმღერა, მას მაინც მოეწონება. ჩემი სიცოცხლეა, დედა კი – მთელი ჩემი სამყარო.
– განებივრებული ბავშვი იყავი?
– მე გავიზარდე თავისუფლად. მაგრამ, თავისუფლებას, რომელსაც მშობლები მაძლევდნენ, ცუდად არასდროს ვიყენებდი. მამაჩემს ბევრჯერ დაურეკავს ბავშვობაში და უთქვამს: 11-ზე იყავი სახლშიო. რომ ვიზრდებოდი, უფრო ინტროვერტი ვიყავი. ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი, სულ სხვა ფიქრები მქონდა. ვიღაც რომ ბიზნესის მენეჯმენტზე აბარებდა, ეკონომიკის დავალებას აკეთებდა, მე მუსიკაზე ვმუშაობდი. მამა, ამ მხრივ, სულ მხარს მიჭერდა.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არაფერი. ჯერ ჩემი მიზნები მაქვს და მერე მივხედავ პირადს. ფლირტი, მესიჯები სულ იქნება, მაგრამ სერიოზული არაფერი ხდება ამ მომენტში. იმდენად დაკავებული ვარ, არ მგონია, პასუხისმგებელი ვიყო სერიოზული ურთიერთობისთვის. ჩემს ოჯახს არაფერს ვუმალავ. მამამაც ყველაფერი იცის  და ჩემმა ძმამაც. თუმცა, ისეთი არც არაფერი ყოფილა, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავი. მე არ ვეძებ, არ ველოდები და ისიც თავისით მოვა. ახლა ჩემი პირადი – მუსიკაა.

скачать dle 11.3