კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა და გავხადოთ ის მბზინვარე და დამყოლი #12

ლამაზი თმა ადამიანის სავიზიტო ბარათია. თუ დღეში, დაახლოებით, 60-100 ღერი თმა გცვივათ, ეს ნორმალურია, ხოლო თუ ამ რაოდენობაზე – მეტი,  მაშინ ორგანიზმს პრობლემა აქვს. როგორც კი მომატებულ თმის ცვენას შეამჩნევთ, გაიკეთეთ გამოკვლევა, ჩაიტარეთ თმის ცვენის გამომწვევი დაავადების მკურნალობა და პარალელურად, დაეხმარეთ მას ნიღბებით. სამწუხაროდ, ხშირად, ძვირად ღირებული ნიღბები უშედეგოა. ამიტომ, გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხურ, ნატურალურ და უსაფრთხო რეცეპტებს:
ჭინჭარი
100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და 0,5 ლიტრი ღვინის ძმარი. ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი, საპნის გარეშე.
მუხის ქერქი და ხახვი
მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 1 საათით, ძალიან დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და გადაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 საათის შემდეგ, თავი დაიბანეთ თბილი წყლით.
აბუსალათინის ზეთი
აიღეთ თითო ჩაის კოვზი: აბუსალათინის ზეთი, ხახვის წვენი, კალენდულას ნაყენი, წიწაკის ნაყენი, თაფლი, კონიაკი და ერთი კვერცხის გული. აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და თავის კანში შეიზილეთ. ზემოდან ცელოფანი შემოიხვიეთ და შემდეგ – პირსახოცი. ნახევარი საათის მერე, თმა ჩამოიბანეთ.
ხნა და კეფირი
გახსენით უფერო ხნა შემთბარ კეფირში და  ნიღაბი თავის კანსა და თმებზე გადაინაწილეთ. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ. პროცედურა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.
ბანანისა და თაფლის ნიღაბი
დაჭყლიტეთ 1 ბანანი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით სუფთა, ტენიან თმაზე და 20 წუთი გაიჩერეთ. ის განსაკუთრებით კარგია დაზიანებული და დამწვარი თმისთვის. თაფლი ღერებს ბზინვარებას მატებს, ბანანი ატენიანებს, ხოლო ხორბლის მარცვლები, რომლებიც ვიტამინებითაა მდიდარი, თმას კვებავს.
ნიღაბი თხელი და მტვრევადი თმისთვის
აიღეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი; 1 ჩაის კოვზი არყის ხის ფოთლების ნაყენი; 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში, ცოტა შეათბეთ და შეიზილეთ თავის კანსა და თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 30–40 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ.
ნიღაბი დამყოლი და მბზინავი თმისთვის
1 ჩაის კოვზი კონიაკი, 1 ჩაის კოვზი აბუსალათნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან კი – პირსახოცი და 4 საათი გაიჩერეთ. შემდეგ, ჩამოიბანეთ. ნიღაბი ეფექტურია, თუ მას კვირაში ერთხელ გაიკეთებთ. ეს ნიღაბი თმებს ბზინვარებას მატებს, დამყოლს ხდის და საგრძნობლად ალამაზებს.

скачать dle 11.3