კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #12

კითხვა:  მაქვს დისკომფორტი იმის გამო, რომ სახეზე ძალიან ბევრი შავი წერტილი მაქვს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიშორო? მაქვს ცხიმიანი კანი. მართალია, რომ ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ამ წერტილების გამრავლებას?
პასუხი: ცხიმიან კანს უფრო ფართო ფორები აქვს, ვიდრე მშრალს. მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება შავი წერტილები ანუ კომედონები. თუ ცხიმიან სახეზე კომედონები  და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლის ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ, სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს ასევე, აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სადილის კოვზი, რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა. წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ყავა არ უწყობს ხელს კანზე შავი წერტილების გაჩენას.
კითხვა: მაქვს ბუნებრივად მოყვითალო ფერი სახეზე. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ სახის ფერი ცოტა უფრო ლამაზი შეფერილობის გავხადო?
პასუხი: არსებიბს სპეციალური კრემები და ნიღბები გარკვეული გამათეთრებელი ეფექტით. მაგრამ, მათი შერჩევა კოსმეტოლოგს უნდა მიანდოთ, რადგან აუცილებლად გასათვალისწინებელია ასაკი და სახის კანის ტიპი. გარდა ამისა, არსებობს ტონალური კრემები და პუდრები, რომლის დახმარებითაც სახის კანისთვის სასურველი ფერის მინიჭებაა შესაძლებელი, რასაკვირველია, დროებით. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ძალიან კარგია მასაჟი. კერძოდ, სახის, თავისა და მხრების მასაჟი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახეზე, რაც დადებითად აისახება მის შეფერილობაზე.

скачать dle 11.3