კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები #12

ყველა თავისებურად უმკლავდება სტრესს, პრობლემებს, ცხორებისეულ ბარიერებს. ზოგი დეპრესიაში ვარდება, რადგან უდიდესი ტრანსფორმაციის მიზეზია ცხოვრებისეული სირთულეები, ზოგიც სხვადასხვაგვარი მეთოდით იბრძვის და არ ნებდება, საოცრად სტრესგამძლეა. ასე რომ,  ცალკეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი, სტრესულ სიტუაციაში, სხვადასხვაგვარი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა და ეს მისი დაბადების მომენტს უკავშირდება.
ლომის, მორიელის, ვერძისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, სტრესულ სიტუაციებში, განსაკუთრებული გამძელობით, ბრძოლის უნარითა და რთულ სიტუაციებში სულიერი მდგრადობით გამოირჩევიან. ვერძებს ცხოვრებისეული სირთულეები გაათმაგებული ბრძოლისკენ უბიძგებთ; ლომებს თავმოყვარეობა არ აძლევთ დანებების საშუალებას; თხის რქები უფრო ჯიუტები და ამტანები ხდებიან, როცა გზაზე სირთულეები ეღობებათ, ხოლო მორიელს ისედაც არ შეუძლია ცხოვრება გამოწვევებისა და ფათერაკების გარეშე. მისთვის სტრესი და სირთულეები ერთგვარი დოპინგია, რომელიც დროდადრო აუცილებლად სჭირდება.
მერწყულის, ტყუპებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, მეტ-ნაკლებად, ეგუებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. მერწყული მეგობრების დახმარებით ახერხებს, გაუმკლავდეს სტრესს; ტყუპები ცდილობენ; თავი აარიდონ პრობლემებს და სხვა რამეზე გადართონ გონება; სასწორი ხანგრძლივად ეძებს მხარდამჭერებს და შინაგანად ბალანსდება, თუკი ცხოვრებისეული სირთულეებისას გვერდით მეორე ნახევარი ეგულება. კირჩხიბი ხანგრძლივი ნერვიულობის შემდეგ, წარსულში ტოვებს განცდებს და ცდილობს, ცხოვრება ახალი ფურცლით დაიწყოს.
კუროს, ქალწულის, მშვილდოსნის, სასწორისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ცვლილებებისა და სირთულეების გადატანა უძნელდებათ. მშვილდოსნები, მიუხედავად თავიანთი უდარდელობისა, ხშირად ვარდებიან დეპრესიაში, როცა ცხოვრებაში ნაკლებად უმართლებთ. კუროსთვის კი, ცხოვრებისეული ცვლილებები, მით უმეტეს, დაუგეგმავი და მოულოდნელი, სტრესის წყაროა. ქალწულს წესიგი მოსწონს, ამიტომ ცდილობს, მომავალიც პროგნოზირებადი ჰქონდეს და თუ ეს ასე არაა, საშინლად განიცდის. სასწორებისთვის, ცხოვრებისეული ბარიერები და წინაღობები დამანგრევლად მოქმედებს. განიცდიან და ცდილობენ ნებისმირი გზით, თავი აარიდონ დაუგეგმავ ცვლილებებს. თევზები ცხოვრებისეული გამოწვევებისას, ცდილობენ, ილუზიებს „ამოეფარონ“ და სასმლით ან უბრალოდ, საკუთარ თავში ჩაკეტვით გაექცნენ და დაემალონ პრობლემებს.

скачать dle 11.3