კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ებრძოდა მთელი ცხოვრება დიმიტრი უზნაძე სიბნელეს და რატომ ურევდა ის ადამიანებს ტვინს #12

დიმიტრი უზნაძე – საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი, მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის „განწყობის თეორიის“ შემქმნელია.  დიმიტრი უზნაძემ 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია (წყარო: „ბურუსი“). ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ლაიფციგში (გერმანია)... უზნაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანი იყო. იგი იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა აღქმის, წარმოდგენის, ყურადღების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების პრობლემები... ბავშვის, პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებს... მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია „განწყობის ფსიქოლოგია”... ჯერ კიდევ 1939 წელს, სკანდინავიაში გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში „Acta Psychologica” გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში... დიმიტრი უზნაძე ცდილობდა შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი... გარკვეული ძიების შემდეგ ჯერ თეორიულად, ხოლო შემდეგ ემპირიულად, უზნაძემ მიაგნო ასეთ მექანიზმს და მას განწყობა უწოდა... დღეს გვინდა ამ მსოფლიო რანგის ქართველი ფსიქოლოგის ცხოვრების დღიურები გადაგიშალოთ, რომელიც  მის მეცნიერულ ნამოღვაწარს მოიცავს. მის დღიურებში ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი ის ექსპერიმენტები, მეთოდებად შემუშავებული, რომელიც მსოფლიომ აღიარა.      
გოგი გვახარია:  „...დიდი მეცნიერის მიერ ექსპერიმენტულად დადგენილი ეგრეთ წოდებული „განწყობის თეორია” კვლავაც მნიშვნელოვან მიღწევად რჩება ფსიქოლოგიის ისტორიაში... უჩვენეთ ადამიანს ორი ბურთი, რომელთაც წონა განსხვავებული აქვს, მოცულობა, ფერი, ფაქტურა კი – ერთნაირი… „მოცულობის ილუზია” აუცილებლად იმოქმედებს შეფასებაზე. უმრავლესობა აუცილებლად იტყვის, რომ მძიმე წონის ბურთის მოცულობა მეტია მსუბუქზე. დაუფიქრებლად იტყვის, რადგან „მძიმე წონა” ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ხდება... ესაა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის, ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ეგრეთ წოდებულ „განწყობის თეორიას” ქმნის. დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის ეპოქას თუ გავიხსენებთ, „მძიმეწონიანი ბურთის” მაგალითი სიმბოლურადაც მოგვეჩვენება: ადამიანთა ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ „მძიმე წონამ” შეიძლება სრულიად აურ-დაურიოს მათ ტვინი – აღარც ხარისხს მიაქციონ ყურადღება, არც ფაქტურას… თუკი „მძიმეა” – ესე იგი „ძლევამოსილია”. და მაინც, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიმიტრი უზნაძის მოძღვრება საბჭოთა ეპოქაში არ ჩამოყალიბებულა. უზნაძემ ფილოსოფიით დაიწყო – 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა… შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა – იმ ქართველი მეცნიერების გვერდით აღმოჩნდა, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააარსეს. 1941 წელს უზნაძემ უკვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი ჩამოაყალიბა, ცოტა ხანში კი – ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორი გახდა. „განწყობის თეორიაზე” მუშაობას აგრძელებდა. ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა შეგვახსენებს, რომ დიმიტრი უზნაძის თეორია თავიდან აბსოლუტურად იდეალისტური იყო... „თავიდან მას უნდოდა ორი სუბსტანციის, მატერიალურისა და სულიერის დაკავშირება განწყობის ტერმინით…“ განწყობა, მისი აზრით, სულს აკავშირებს სხეულთან… ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რასაც მოგვიანებით სტალინის დიქტატურა დაემატა, „უზნაძის ეფექტი” ჩამოყალიბდა როგორც ქცევის თეორია. თუმცა ქართველი ფსიქოლოგი ისევ ამტკიცებდა – განწყობა პიროვნების განვითარებაა, არაცნობიერი მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს და განსაზღვრავს ქცევასო… რუსუდან მირცხულავას თქმით, ფაქტობრივად, ესაა „არაცნობიერის აღიარება”, რაც ქართველ ფსიქოლოგს, წესით, ძვირად უნდა დასჯდომოდა: აბა, ვინ გაბედავდა და იტყოდა, რომ თუნდაც საბჭოთა „ბელადის” ქცევას „განწყობის თეორია” და არაცნობიერი იმპულსები განსაზღვრავდა?.. „უცნაურია, როგორ გადაურჩა ეს კაცი სიკვდილს. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, არაცნობიერის პრიორიტეტი აღიარა – აღიარა, რომ მთელი ფსიქიკური პროცესები არაცნობიერი განწყობიდან მოდის...  მეორეც, მისი თეორიის მიხედვით, ქცევა არაცნობიერით განისაზღვრება...” გამოდის, რომ დიმიტრი უზნაძე ზიგმუნდ ფროიდის მოწაფე იყო და ექსპერიმენტის ფორმით ამკვიდრებდა მოძღვრებას იქ, სადაც ფროიდის თეორიას ებრძოდნენ... „ლოგიკა ასეთია: თუ ქცევა არ არის სწორი და პიროვნება, ასე ვთქვათ, „უბედურია”, ეს მან საკუთარ განწყობებს უნდა დააბრალოს. „რა გამოდის? ესე იგი ადამიანი თვითონ ქმნის თავის ისტორიას, მის ბედს კი, როგორც წესი, აკვიატებული განწყობები განსაზღვრავს… ცხადია, ეს არ არის დიმიტრი უზნაძის მეცნიერული აღმოჩენა… დიმიტრი უზნაძის თეორიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების განვითარებაშიც. „განწყობის ეფექტი” იქცა „არტისტულ ეფექტად”… თუკი ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას, ესე იგი ის შემოქმედია... რუსუდან მირცხულავა დიმიტრი უზნაძის იმ ფერწერულ პორტრეტს შეგვახსენებს, რომლის ავტორი ლადო გუდიაშვილია. მხატვარმა გამოსახა როგორც რაინდი, გამოსახა აბჯარში… თანაც, როდის დახატა! – 1945 წელს… იმხანად უზნაძის მოღვაწეობა, მართლაც რაინდობის ტოლფასი იყო. ამ პორტრეტში მთავარი ის არ არის, რომ უზნაძე მარცხენა ხელით წიგნს ეყრდნობა, არც შუა საუკუნეების რაინდის კოსტიუმია მთავარი… ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ფონია – მუქი ფარდები, ჩაბნელებული და მოღუშული გარემო, რომელშიც გუდიაშვილმა დიდი მეცნიერი „მოათავსა”… დიმიტრი უზნაძე ხომ მთელი ცხოვრება ამ სიბნელეს ებრძოდა“.
ლადო გუდიაშვილი: „...მე ის წინასწარ გავაფრთხილე: ეს ტრადიციული პორტრეტი არ იქნება. იქნებ, ზუსტი მსგავსება ვერ იპოვოთ, მაგრამ ეს იქნება ჩემი თვალით დანახული თქვენი ზოგადი პორტრეტი-მეთქი. ვიცი, ვიცი, ხელოვნების შეზღუდვა და მისი რომელიმე, ერთ ფორმაში მოქცევა არ შეიძლებაო, – მითხრა. სურათში შევიტანე ისეთი ელემენტები, რაც ტრადიციული იყო მისი ხასიათისა და ცხოვრებისთვის – ჩაცმულობა, წამოსასხამი, ხალათი… მთლიანობაში მხოლოდ სახე დარჩა რეალისტური... ზოგს მოსწონდა, ზოგს არა… უფრო არ მოსწონდათ, განსაკუთრებით მის ნათესავებს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პირადად მე, კმაყოფილი ვიყავი. ასეთი რამ კი, არც ისე ხშირად მემართება. ბოლოს ეს პორტრეტი ყველამ აღიარა. დიდ პატივს ვცემდი დიმიტრი უზნაძეს. ძალიან მიყვარდა. ამიტომაც გადავწყიტე, მისი პორტრეტი შემექმნა. ფაქიზი გრძნობების, დიდად კეთილშობილი ადამიანი იყო: მან თვითონ მოისურვა ჩემი გაცნობა. ეწადა, შეეცნო ჩემი ფსიქოლოგიური სამყარო და ამ განზრახვით დაიწყო ჩემი გრაფიკული ნამუშევრების შესწავლა. დამიძახეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ჩამიტარეს რამდენიმე ცდა. ერთი ცდა ასეთი იყო: ფარდის უკან დადგა ვიღაც მამაკაცი. მითხრეს: თქვენ მას არ იცნობთ… ის წაიკითხავს ლექსსს, ან ნაწყვეტს მოთხრობიდან, ან მოყვება რაიმეს, თქვენ კი ხმის მოძრაობის მიხედვით, დახატეთ მისი სახეო. დავხატე ერთი… მეორე… მესამე… წარმოიდგინეთ, საოცრად დაემთხვა ხაზებიც, მოძრაობაც, ხასიათიც… თვალების გამომეტყველებაც ზუსტი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი პორტრეტი არ იყო. უფრო მიანიშნებდა ხასიათს კიდევ, მიჩვენებდნენ ნახატს, ამ ნახატის მიხედვით მე ვქმნიდი მათი ავტორების პორტრეტულ მონახაზებს. მახსოვს, ამდაგვარი ცდა ერთხელ პარიზშიც ჩამიტარეს. ერთი ამერიკელი, გვარი არ მახსენდება, მოვიდა ჩემთან და მთხოვა: მე ფსიქოლოგი ვარ, მხატვრებზე დაკვირვებას ვახდენ და ვისაუბროთო. რამდენიმე შეკითხვა მომცა ჩემი შთაბეჭდილებების ირგვლივ ცხოვრების ამა თუ იმ მომენტზე. მქონდა ნახატების სერია „ლადოს კოშმარები”. წამოსვლისას ჩემს ერთ პარიზელ მეგობარს, ლუსიენ შელერს დავუტოვე. დამპირდა, გამოვცემო. ძალიან გული დამწყდა, რომ ის ალბომი დავკარგე.“

скачать dle 11.3