კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

რჩევები გათხოვების მსურველთათვის #12



გყავს შეყვარებული და ცოლად გაყოლაზე ფიქრობ ან ცხოვრებაში გეგმავ სერიოზულ ცვლილებებს? მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა:
1.   დაკავდით  საკუთარი თავით. მამაკაცების 48 პროცენტი შეუცნობლად და რეფლექსურად რეაგირებს ქალის თმაზე და მესამედზე ცოტა მეტი – ტუჩებზე. აღფრთოვანებას ვერ მალავენ ოდნავ აჩეჩილ თმაზე. აუცილებელი პირობაა: თმა, ტუჩები და კანი უნდა გამოიყურებოდეს ბუნებრივად, მაგრამ მოვლილად. ამიტომ, ხელი წააშველეთ.
2. გაიგეთ მეტი პოტენციური დედამთილის შესახებ. გაარკვიეთ, ახსოვს თუ არა თქვენს რჩეულს თავი 3 წლის ასაკში და როგორი იყო დედამისი მაშინ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებს სწორედ ამ ასაკში უყალიბდებათ საცოლის იდეალი დედის მაგალითზე. თქვენ მაინც სცადეთ.
3. გახდით მეგობრები. მოგიწევთ იმის დამტკიცება, რომ თქვენ საერთო ინტერესები გაქვთ. რა თქმა უნდა, თუ ალპინიზმს რბილი სავარძელი გირჩევნიათ, მეგობრობა არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ მაინც წაიკითხეთ საჭირო ლიტერატურა,  რომ წვეულებებზე, მისი მეგობრების წრეში, თავისუფლად შეძლოთ საუბარი იმ კონკრეტულ თემებზე, რაც თქვენს რჩეულს აინტერესებს.
4. დაარწმუნეთ, რომ საუკეთესო ხართ მათ შორის, ვინც აქამდე ჰყოლია, ჰყავს და ეყოლება. ფსიქოლოგები გვირჩევენ პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლას: „მე შენ შეგეფერები და ამაში მალე დარწმუნდები!“ მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რასაც ეტყვით, ყველაფრის გამკეთებელი უნდა იყოთ.
5. დასთანხმდით საცდელ ქორწინებაზე. იმიტომ რომ, მამაკაცისთვის უმჯობესია, ერთხელ ნახვა, ვიდრე 100-ჯერ გაგონება. ამით ისინი იმის დამამტკიცებელ საბუთს იღებენ, რომ მეგობარ გოგონას შეუძლია იყოს კარგი ცოლიც.
6. დაიცადეთ ოქტომბრამდე ან ნოემბრამდე, შემდეგ კი თქვენ სთხოვეთ ხელი.  თუ თქვენი რჩეული არ არის მიხვედრილი და მინიშნებების არ ესმის, აჯობებს, თუ გახსნილი ტექსტით ისაუბრებთ. გაინტერესებთ, რატომ ოქტომბერი და ნოემბერი? ქორწილების უმეტესი ნაწილი ხომ სწორედ ამ პერიოდში იმართება.
7. მოაწყვე სკანდალი (მსუბუქი, რა თქმა უნდა), მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები უკვე სცადეთ და თანაც 3 წელია, ერთად ხართ და მაინც არაფერი გამოგივიდათ. სკანდალი უნდა იყოს ხარისხიანი და ერთჯერადი. თუ რჩეულს ვერაფერს შეაგნებინებთ, ჩაალაგეთ ტანსაცმელი და წადით მთელი კვირით.  ამ ერთ კვირაში მამაკაცების უმეტესობა „ტყდება,“ იმიტომ რომ, შეჩვევას დიდი ძალა აქვს. მამაკაცების უმრავლესობა ხომ ბუნებით კონსერვატორია.  

რაც ყველა ქალმა
 უნდა იცოდეს

გასაოცრად გამოიყურებით, მაგრამ ვინმე კომპლიმენტს რომ გეუბნებათ, წარმოდგენა არ გაქვთ, რა თქვათ ან გააკეთოთ. ყველაზე ცუდია, როცა ნერვიულობთ, კომპლექსდებით და საკუთარ უარყოფით მხარეებზე ლაპარაკს იწყებთ:  „ეს კი მიხდება, მაგრამ აი, ცოტა გამხდარი რომ ვიყო... აი, ცოტა მაღალი რომ ვიყო“...
საკმარისია! ბეჭებში გასწორდით, თავი მაღლა ასწიეთ და მიიღეთ კომპლიმენტი ისე, როგორც ძვირფასი ადამიანის მიერ მოძღვნილი საჩუქარი.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სტატისტიკით დამტკიცებულია, რომ ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ხშირად ხდება ძალადობის ობიექტი, რასაც არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ტრავმებიც მოსდევს. თუ ქალი თავდაცვის ტექნიკას გამოიყენებს და თავდამსხმელს შეებრძოლება, ნაკლებად დაშავდება და არც ფსიქოლოგიური ტრავმები ექნება.  არ არის აუცილებელი, შავი ქამრის მფლობელი გახდეთ, მაგრამ, თუ 1-2 კარგ ილეთს ისწავლით, უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობთ თავს.
თუ თავს ისე გრძნობთ, როგორც ხაფანგში, ეს თქვენს ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. ამიტომ, ჯობია, ამ ურთიერთობას შეეშვათ. ვის უნდა, გაატაროს თავისი ცხოვრება ისეთი ადამიანის გვერდით, ვისგანაც გამუდმებით იმედგაცრუებას იგრძნობს? დროა, ასეთ ურთიერთობას ბოლო მოუღოთ, სანამ უფრო გართულდება. აუცილებლად მიხვდებით საკუთარი თავის ფასს.  უნდა იყოთ იმ ადამიანთან ერთად, ვინც დაგაფასებთ. თქვენც ხომ ამას იმსახურებთ?!
გახსოვდეთ, თანამედროვე ქალის გარდერობში ერთი გამოსასვლელი კაბა და ერთიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს.
ყველა ქალის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ის მარტო რჩება. არ ღირს ამის გამო ცრემლების ღვრა და თავის შეცოდება.  იცოდეთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. წარმოიდგინეთ, არავითარი დათმობებზე წასვლა, წესები და მობოდიშებები. ყოველთვის გაქვთ დრო საკუთარი თავისთვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ თქვენი დრო და არსებობა უფრო ღირებული გახადოთ.
ყოველთვის კარგად დააკვირდით და გააანალიზეთ სიტუაცია. გაარკვიეთ, ვინ არის მართლა დამნაშავე და იმოქმედეთ ამის მიხედვით.

ეს თქვენ  გჭირდებათ

სასურველი ქალი მამაკაცისთვის არის ის, ვინც ზედმეტ პრობლემას არ უქმნის.
შეეცადეთ, არასდროს იყოთ დაღლილი – ყოველ შემთხვევაში, მის დასანახად. დეპრესიული ქალები კაცებს არ მოსწონთ. ნუ იქნებით უკარება – გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს აშინებს მამაკაცების 70 პროცენტს, რადგან ეშინიათ არმიღების თუ იმედგაცრუების.
ნუ გაუკეთებთ საჭმელს, თუ ამას თვითონ არ გთხოვთ. შეიძლება, მას ის სულაც არ  უყვარდეს, რასაც თქვენ დიდი მონდომებით სთავაზობთ.
ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს, მით უფრო, თუ ის ეჭვიანია: ყოველთვის გქონდეთ გასამართლებელი საბუთი. ნუ დაიგვიანებთ და ყოველთვის გქონდეთ მობილურის აკუმულატორი დატენილი.
ნუ მოითხოვთ საჩუქრებს – ხუმრობითაც კი. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბევრ მამაკაცს ცოლი არ მოჰყავს იმის გამო, რომ ეშინია ცოლების მატერიალური მადის.
არ უთვალთვალოთ და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. 9-დან მხოლოდ ერთი სიყვარულია ორმხრივი. მამაკაცებს სჭირდებათ დრო იმისთვის, რომ გაერკვენ გრძნობებში.
არ მოატყუოთ. ყველაზე სწორი გზაა – ნდობის მოპოვება.

скачать dle 11.3