კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

წმიდა სწავლებანი #12

ვინ ვერ შევა ცათა სასუფეველში
ცათა სასუფეველი უზრუნველთ კი არ ეკუთვნით, რომელნიც ინახით სხედან და განისვენებენ, არც სამიკიტნოებში შემსვლელთ, არც ფუფუნებითა და სიცილ-კისკისით მცხოვრებთ, არამედ – მოტირალთ და მონანულთ, და დღითა და ღამით უფლისადმი მღაღადებელთ! სწორედ ისინი იქმნებიან ნუგეშცემულნი ნუგეშის-მცემელის მიერ. შესანიშნავად გამოხატა მანასემ ის (საღმრთო) მრისხანება, რომელიც შეუნანებელ ცოდვილებზე მოიწევა, როცა თქვა: ვინ უძლოს შენს რისხვას, უფალო, რომელიც ცოდვილებზე მოიწევა?! ვაი, მემრუშეს! ვაი, მემთვრალეთ და ვაი, სიტყვაბოროტს! ვაი მათ, რომელნი „ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედავენ და საქმეთა ხელთ მისთასა არა განიცდიან“ (ესაია 5,12).
ვაი, საღმრთო წერილთა მაგინებელთ და მგმობელთ! ვაი, იმათ, რომელნიც სინანულის დროს გონებაგაფანტულობაში, ამაო ფუსფუსსა და სიცილ-კისკისში ღუპავენ. ძებნას დაუწყებენ ისინი იმ დროს, ცუდად რომ გაფლანგეს და ვეღარ ჰპოვებენ. ვაი, იმათ, რომელნიც კამათელს აგორებენ, იმიტომ რომ, საკუთარ თავს აუცხოებენ ქრისტეს სისხლისა და სხეულისგან! ვაი იმათ, რომელნიც შებილწავენ საკუთარ თავში წმიდა რწმენას და ეთანხმებიან მწვალებლებს! ვაი იმათ, ვინც გასამრჯელოს წაართმევს მოჯამაგირეს, სასყიდლით დადგინებულს – მისი წართმევა სისხლის დაღვრას ნიშნავს. ვაი, იმათ, რომელნიც უსამართლო მსჯავრით განსჯიან! ვაი იმათ, რომელნიც მისნობას მიმართავენ! ვაი იმათ, რომელნიც არაჯეროვანით არიან დაკავებულნი! ვაი იმათ, რომელნიც შურითა და სიძულვილით მრისხანებენ! ვაი ყველა იმათ, რომელთა ხვედრიც მარცხენით დგომა იქნება საშინელ ჟამს, როცა მოისმენენ: „განვედით ჩემგან, წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნოსა!“ (მათ. 25,41).

ნუ ჰყოვნი სინანულს!
ნუ გადავდებთ დღიდან დღეზე ჩვენს მოქცევას უფლისადმი, რათა ანაზდად არ მოვისმინოთ საშინელი მსაჯულის განაჩენი, რომლითაც ის მოგვთხოვს მისი ქანქარით (ნიჭით) შეძენილის დაბრუნებას, რათა არ ვიქმნეთ განკითხულნი უკუნეთ წყვდიადში განსაგდებად. სანამ ჯერ კიდევ არის, შევუვრდეთ მსაჯულს და აღმსარებლებმა ვუთხრათ მას: შენ წინაშე შევცოდეთ და შენ შეგივრდებით, უფალო, იმიტომ რომ, ვერავინ შეგეწინააღმდეგება, თუკი შენ მოისურვებ ჩვენს ხსნას. ჩვენ ქვეყნიურის გატაცების გამო დავეცით, მაგრამ შევეცდებით, სინანულით განვიკურნოთ თავი. ვნებებს დავექვემდებარეთ, მაგრამ ბოლომდე ნუ წარვიკვეთთ სასოს, არამედ უფლის სიტყვა ვისმინოთ: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი!“ (მათ. 4,17). ჩვენი სულების მკურნალმა სინანული მოგვმადლა ყოველგვარი ცოდვიანი წყლულის საკურნებლად. მაშ, მოვიკვეთოთ, ძმებო, ჩვენი სულის ბოროტი ჩვევები, ხოლო ჭრილობის მოწვის დარად ღვთის შიში გამოვიყენოთ, რათა შერცხვენილნი არ ვიქმნეთ მკვდართა აღდგომის ჟამს! კეთილკრძალული ზრახვით მოვიგერიოთ ავხორცი ზრახვების მისწრაფებანი და მივატოვოთ განმხრწნელი სურვილები, რათა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის მადლით მოვიპოვოთ უხრწნელი ცხოვრება, რათა უფალმა, თავისი სიუხვეებით, დავიწყებას მისცეს ჩვენი ცოდვები ჩვენივე მოქცევისთვის და გულწრფელი სინანულისთვის.

სამი მანკიერება,
რომელთაც ვძლევთ სამი სათნოებით
მომმადლე მე, უფალო, რომ აქვე განვიკითხო ჩემი გულის ზრახვები, ამქვეყნადვე დავტოვო ჩემი მანკიერებები, აქვე დავაშრო უსჯულოებათა ჩემთა წყარო და ძირფესვიანად აღმოვფხვრა ჩემი ცოდვები! მომმადლე მე, უფალო, რომ დაგიბრუნდე ჩემი ცოდვიანი ხეტიალისგან და შენს კართ მოვადგე! მაცთუნა მე მზაკვარმა მცონარობით, დაუძლურებით, ნაყროვანებით და განვდრკი მე მართალი გზისაგან. სამმაგი ბადით მომინადირა მე მზაკვარმა და დაე, სამი სათნოებით ვიხსნა თავი, უფალო: სიყვარულით, რომელიც აღადგინებს მცონართ; სასოებით, რომელიც განამართლებს ცოდვილთ და ჭეშმარიტი რწმენით, რომელიც ხელს უწვდის მონანულთ! მსმენია მე, უფალო, რომ არ უგულებელყოფ შენ იმ გულს, რომელიც შემუსვრილია თავის ცოდვათა გამო და ყოველ ჟამს იღვწის სინანულის უმძიმეს ბრძოლაში. და, აი, უფალო, ყოველი ფიქრი ჩემი შემუსრვილობად მექმნა მე ჩემს ცოდვათათვის.
მაშ, ვევედროთ, ძმანო, უფალს მანამდის, სანამ არ დავიბრუნებთ ხელწერილს ჩვენი ცოდვებისა! ხმა აღვიმაღლოთ საკუთარი თავის გასაკიცხად. ცრემლთა მდინარენი ვღვაროთ, და, დაე, სინანულის ოხვრათაგან განგვისკდეს გული, ოღონდ კი ცოდვათა მოტევება მივიღოთ! დაე, სინანულის სარკეში დავინახოთ ჩვენი სიბილწეების სიმრავლე; განგვბანე ჩვენ უსჯულოებათა ჩვენთაგან და ცოდვათა ჩვენთაგან განგვწმიდლე ჩვენ, უფალო!

скачать dle 11.3