კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

მოძღვარი გვირჩევს #12

კითხვა: ვერ გადავეჩვიე პატარა ტყუილების თქმას. ეს დიდ ცოდვად ითვლება?
პასუხი: პატარა სიცრუეს დიდ სიცრუესთან მივყავართ. ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, მცირედიდან იწყება. თუ კარგად დავფიქრდებით, ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება სიცრუის გარეშე გამოსვლა. წმიდა მამები ასეთ სიტუაციაში დასაშვებად მიიჩნევენ „არ ვიცის“ თქმას, როდესაც სიმართლემ შეიძლება ვნება მოუტანოს ადამიანს. დუმილი კი ამ დროს ტყუილი არ არის.
კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვაში, რომ ჩემზე ბევრად უფროს ადამიანს მკაცრად მოვექცე, თუ ის ამას იმსახურებს?
პასუხი: ასაკით და წოდებით უფროსს (სასულიერო იქნება ეს თუ საერო) პატივისცემით უნდა მოეპყრათ. ისევე, როგორც ზნეობრივ ოჯახებში ექცევიან ოჯახის მამას. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ სადაც ეს წესი დამკვიდრებულია, ის ოჯახიც პატივსაცემი და ღირსეულია. გარდა იმისა, უფროსისადმი პატივისცემა ტრადიციაა, ბუნების, სიცოცხლის კანონიც არის. ეს კანონი თვით მხეცებშიც მოქმედებს და როცა მას ვეწინააღმდეგებით, ღვთის განჩინებას უარვყოფთ.
კითხვა: ხშირად მინახავს, რომ მობილური ტელეფონით მოძღვარს დალოცვას სთხოვენ. რამდენად მართებულია ეს?
პასუხი: ყოველი გამოგონება შესაძლოა, ღვთის სამსახურში ჩააყენო და მიმართო ადამიანის სასიკეთოდ. იმაში, რომ მოძღვარს ტელეფონით დალოცვა სთხოვოთ, არაფერია ღვთისა და ეკლესიის საწინააღმდეგო.
კითხვა აუცილებელია თუ არა, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი. როგორ შევინახოთ და გამოვიყენოთ ის?
პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. მას გამოიყენებთ დასალევად (უზმოზე, ავადმყოფობის ჟამს) და შესასხურებლად. მოათავსეთ ნაკურთხი წყალი სუფთა ჭურჭელში და მუდმივად გამოიყენეთ.

скачать dle 11.3