კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაისტუმრა 2015 წელს ნიკა მელიამ წლიურ შემოსავალზე მეტი საბანკო დავალიანება #12

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით და აწ უკვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ (ნიკა) მელია 1979 წელსაა დაბადებული. გრაფაში, სადაც მისი განათლების შესახებაა ინფორმაცია, მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში სწავლობდა. არ არის მითითებული არც წლები, არც სპეციალობა და არც ის, თუ რომელი უმაღლესი და როდის დაამთავრა საქართველოში.
მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ შრომითი ბიოგრაფია 2009 წელს დაუწყია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც 2009 წლამდე ბიუროს უფროსის მოადგილე იყო. 2009-2010  წლებში კი აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსიც გახდა. 2010-2012 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს თავმჯდომარეც ყოფილა. რატომღაც ნიკანორ (ნიკა) მელიას შრომითი ბიოგრაფია არასრულია, რადგან, თუ მის მიერ შევსებულ საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციებით ვიმსჯელებთ, 2010 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. 2013-2014 წლებში კი ძველი თბილისის გამგებელი იყო.
შესაბამისად, ნიკანორ (ნიკა) მელიას მიერ პირველად შევსებული დელარაცია 2010 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც   არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და ოჯახის წევრებად არავინ მიუთითებია. იმხანად მას ჰქონდა: ბინა თბილისში, ხოშტარიას ქუჩაზე (140 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მდებარე 556 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხის 15 პროცენტს ფლობდა ნანა სამუშიასთან, ნინო მეტრეველთან და ლია ხიმშიაშვილთან ერთად. ჰყავდა 2006 წლის ავტომანქანა „მერსედესი“.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2009 წლის განმავლობაში მან, როგორც  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა, 42 711 ლარი აიღო.
ნიკანორ (ნიკა) მელიას როგორც პარლამენტის წევრის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 28 დეკემბრით თარიღდება, ოჯახის წევრად მან მიუთითა შვილი, 2014 წელს დაბადებული ალექსანდრე. მის უძრავ-მოძრავ ქონებას დაემატა კიდევ ერთი ბინა თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, 104 კვ. მ. ფართობის. 2015 წლის განმავლობაში მან, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, 20 000 ლარი აიღო. 2011 წელს ბ-ნმა მელიამ ორი 10-წლიანი იპოთეკური სესხი აიღო – 80 000  და 20 000 აშშ დოლარის ოდენობით (მეორე – რემონტისთვის), რომელთა მომსახურებაც 2015 წელს 16 600 აშშ დოლარი დაუჯდა (ანუ იმ წლის შემოსავალზე მეტი).

скачать dle 11.3