კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძუნწი მდიდრები #12

ანუ „თხის პატრონებმა დაიძახეთ, მეეე“?!

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია, კერძოდ, ის მოქალაქეები, რომელთაც თვეში 3 300 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, ანუ წელიწადში 40 ათას ლარზე მეტს აგროვებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ (სხვათა შორის, ასეთთა რაოდენობა მხოლოდ 32 000-ია); მათ, ვინც 900 ლარიდან – 3 300 ლარს იღებს ყოველთვიურად, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა 100-ის ნაცვლად 90 პროცენტით დაუფინანსდებათ. გეგმური სტაციონარული კი, თუ 1 000 ლარზე ნაკლებია, 70 პროცენტით (ასეთი 300 ათასი ყოფილა); 900 ლარზე ნაკლები ან არამუდმივი შემოსავლის მქონეთათვის გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობის კომპონენტი უცვლელად დარჩება (ასეთთა რაოდენობა მილიონ 100 ათასია).
ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ყველა სერვისი უცვლელად შეუნარჩუნდებათ, ასევე, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, ხუთ წლამდე ბავშვები, შშმ პირები და პედაგოგები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აქამდე არსებული ყველა მომსახურებით ისარგებლებენ და ამბულატორიული მედიკამენტების შეძენისასაც – შეღავათებით (ასეთთა რაოდენობა მილიონ 700 ათასია). რაც მთავარია, მშობიარობა ბიუჯეტიდან ნებისმიერს დაუფინანსდება.
მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ჩვენებური სამედიცინო კლინიკები საბაზრო დახლს დაემსგავსნენ და მათგან ზოგიერთმა, თვით ყველაზე გაქნილ ვაჭრუკანასაც კი აჯობა. მათ არც ჩვენი შეძლებული მოქალაქეები ჩამორჩნენ (პრინციპით, მუქთა იყოს, კუბო იყოსო!). სხვათა შორის, მაინცდამაინც, არც ცვლილებები მოსწონთ (მერე რა, რომ, სამაგიეროდ, ჩვენს შეჭირვებულ თანამემამულეებს უფრო მეტი შეხვდებათ?!). ანუ „თხის პატრონებმა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – წელიწადში 40 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონეებმა) დაიძახეთ: მეეეე!“ –

скачать dle 11.3