კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რისკი გასწია სალომე ჯიქიას გამო ხოსე კარერასმა და რა სიურპრიზი მოუწყო მან კორეაში ქართველ მომღერალს #11

სოპრანო სალომე ჯიქიას საოპერო კარიერა საკმაოდ წარმატებულად ვითარდება და 2019 წლამდე მისი კალენდარი უკვე გაწერილია. მას ცოტა ხნის წინ რამდენიმე წარმატებული დებიუტი ჰქონდა და რაც მთავარია, ლეგენდარულ მომღერალთან, ხოსე კარერასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში იყო გასტროლებზე. დიდ მაესტროსთან ერთად მან მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
სალომე ჯიქია: რამდენიმე კონცერტზე მიმიწვია ხოსე კარერასმა. ჯერ ვიყავით დუბაიში – ფილარმონიის არაჩვეულებრივ ახლადგახსნილ  დარბაზში გაიმართა ორი კონცერტი. ბელგიაშიც მიმიწვია, სადაც მხოლოდ მე და ხოსე კარერასი ვიყავით, დუეტები შევასრულეთ. მას აქვს ტურნე მთელ მსოფლიოში მომავალი ორი წლის განმავლობაში. მეც აღმოვჩნდი მასთან ერთად რამდენიმე ქალაქში. ბრიუსელში გვქონდა ძალიან კარგი კონცერტი. პუბლიკა მას დიდი ოვაციებით ხვდება, ფეხზე დგებიან და ისე უკრავენ ტაშს.
– როდის გადაწყდა თქვენი თანამშრომლობა?
– როდესაც საქართველოში ვიმღერე ხოსე კარერასთან ერთად, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მასთან ერთად კონცერტებში მივიღებდი მონაწილეობას. როგორც ჩანს, მისმა აგენტმა იფიქრა, რომ კარგი დუეტი შედგა და მიმიწვიეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და არა მხოლოდ მასთან ერთად სიმღერა – ერთი ავტომობილით გადაადგილება, ერთ სასტუმროში ცხოვრება.
– როგორი პიროვნებაა?
– ძალიან სადა და უშუალო. ვარსკვლავური თვისებები, რომელიც თითქმის ყველას აქვს, მას ნაკლებად ახასიათებს. ვერც კი იფიქრებ, რომ ასეთი დონის მომღერალია. 4 მარტს კორეაში, სეულში გვქონდა კონცერტი, 5 მარტს ჩემი დაბადების დღეა. ვახშამზე ტორტი შემოგვიტანეს და ხოსე კარერასმა დაბადების დღის სიმღერა მომიძღვნა – „ჰეფი ბორზდეი“ მიმღერა. არ ველოდებოდი, სიურპრიზი მომიწყო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. როდესაც ბავშვობაში სამი ტენორის კონცერტს ვუყურებდი, იცით, ეს როგორი მიუწვდომელი მწვერვალი იყო – ნუთუ ოდესმე შეიძლება, ამ ადამიანებს ახლოდან გამოელაპარაკოს ვინმე-მეთქი. წლების მერე კი, თავად გავხდი ამ ყველაფრის თანამონაწილე.
– ალბათ, ღელავდი კონცერტზე, ასეთი ადამიანის გვერდით დგომა, ხომ დიდი პასუხისმგებლობაა.
– თავადაც ისე ღელავს, რომ არ სცალია იმისთვის, მე დამაწყნაროს. მან აღნიშნა: ზოგს ჰგონია, რომ როცა გამოცდილება გაქვს, ნაკლებად ღელავო, მაგრამ სულაც არ არის ასე. პირიქით რაც უფრო წლები მემატება, მით უფრო ვნერვიულობ და ვღელავო. მოკლედ, კარგად „დამაწყნარა“ და „დამამშვიდა“.
– რეპერტუარს თავად არჩევდა?
– რეპერტუარს თვითონ მიგზავნიან და მე ვსწავლობ. ისეთ ნაწარმოებს მიგზავნიან, რომელიც პუბლიკისთვის ნაცნობია, სასიამოვნო მოსასმენია, ჰიტია. ისეთი დუეტები ვიმღერეთ, რომელიც მსმენელმა იცოდა და დაწყებისთანვე ტაში იწყებოდა. დუბაის რეპერტუარი იყო სულ სხვა, ბრიუსელშიც სულ სხვა სიმღერები შევასრულეთ.
– შენ მიმართაც, ალბათ, დიდი ინტერესი იყო.
– რა თქმა უნდა, იყო ინტერესი. მაგრამ კონცერტის შემდეგ პუბლიკასთან შეხვედრის საშუალება არ გვქონდა. ეგრევე ვსხდებოდით ავტომობილში და მოვდიოდით. თუმცა, სეულში მასშტაბური პრესკონფერენცია გაიმართა. დაახლოებით 100 ჟურნალისტი იყო, ფოტოგრაფები, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა. რომ შევედით საკონფერენციო დარბაზში ყველამ მოიმარჯვა ფოტოაპარატები, კამერები, დაიწყეს გადაღებები. ხოსესაც ჰკითხეს: რატომ ირჩევთ ამ მომღერალს, როგორც ჩანს, მასთან ერთად კომფორტულად გრძნობთ თავსო. ძალიან გამიხარდა, როდესაც მან უპასუხა: ჩვენი მუსიკალური გემოვნება ემთხვევა და სალომესთან სცენაზე კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დუეტების შესრულებისასო. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. პუბლიკამ გამაოცა: ძალიან თბილი და აღტაცებული იყო კორეელი მსმენელი.
– ერთად გადიოდით რეპეტიციებს?
– ერთი რეპეტიცია გვქონდა, რადგან ბევრი რეპეტიციის საშუალება არ იყო. მას ბევრჯერ აქვს ეს სიმღერები ნამღერი. ერთი რეპეტიცია გვქონდა ორკესტრთან, რომელსაც კორეაში მისი დისშვილი დირიჟორობდა. როცა მას ვუყურებ როგორ მღერის, როგორ აქსოვს მთელ სულს, გულს, გონებას... ამდენი წლის  არის, მაგრამ ისეთი ახალგაზრდული ენთუზიაზმით მღერის, ვერც იფიქრებ, თუ ასაკოვანია. როცა დუეტში მღერი, პარტნიორის შეგრძნება უნდა გქონდეს და ზოგჯერ შენი პრიმადონური თვისებები უკან დასწიო. როცა შეგიძლია, ანსამბლებში იმღერო, ესეც ნიჭია. რადგან თვითონვე აღნიშნა, რომ კომფორტულად გრძნობს ჩემ გვერდით თავს, ესე იგი, ჩვენი დუეტი შედგა.
– ძალიან ნიჭიერი მომღერალი ხარ, პროფესიონალი, მაგრამ, ალბათ, მისთვის მაინც ერთგვრი რისკი იყო პირველად შენთან ერთად სიმღერა, რადგან არ გიცნობდა.
– თავიდან ქუთაისში, რა თქმა უნდა, იყო მისთვის ერთგვარი რისკი უცნობ სოპრანოსთან ერთად სიმღერა. ჩანაწერები კი გაუგზავნეს, ბევრი სოპრანოდან ამარჩია, მაგრამ საბოლოოდ, სცენაზე წყდება, ვინ როგორი შემსრულებელია. საბოლოოდ, კმაყოფილი დარჩა და გაგრძელდა ჩვენი თანამშრომლობა. ბოლოს კორეაში დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დიდი მადლობა მინდა, გითხრა, ასეთი კარგი კონცერტი რომ გამოგვივიდაო. ბრიუსელის კონცერტიც გაიხსენა.
– როგორც ვიცი, საკმაოდ წარმატებული სეზონი გქონდა.
– კი, იტალიაში მქონდა „ტრავიატას“ დებიუტი, ორი სპექტაკლი ფრანკო დრაგონეს, ძალიან ცნობილი რეჟისორის, რომელიც „ცირკ დუ სოლეის“ ერთ-ერთი შემქმნელია. ოპერებს ხშირად არ დგამს, მაგრამ, როცა დგამს, მისი სპექტაკლები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მე ვიყავი მთავარი როლის შემსრულებელი. ჩემი ყველა კოლეგა იტალიელი გახლდათ, მხოლოდ მე ვიყავი ქართველი. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც იტალიელ რეჟისორთან, დამიანო მიკელეტოსთან. მადლობა, რომ მასთან მომიწია მუშობა, ის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია იტალიაში. საფრანგეთში მექნება „სემირამიდას“ 5 სპექტაკლი, სადაც სემირამიდას როლს შევასრულებ. უდიდესი და ურთულესი ოპერაა, პარტნიორებად მყავს სახელმოხვეჭილი მომღერლები და უკვე ვემზადები.
– როგორ ჩაიარა სპექტაკლებმა იტალიაში?
– სრული ანშლაგით ჩაიარა და მოუწიათ, ერთი სპექტაკლის დამატება. ვიოლეტას პერსონაჟი ისეთია, რომ მთელ ენერგიას გაცლის. შეუძლებელია, გულგრილად მოყვე სიყვარულის დიდი ისტორია. თან, ბოლოს სიყვარულის გამო კვდება.  დებიუტი იყო და ვფიქრობ, მომავალში ბევრჯერ მომიწევს ამ პარტიის შესრულება. რეცენზიებიც კარგი მოჰყვა. რაც შეეხება მეორე სპექტაკლს, ეს იყო პეზაროში, როსინის ფესტივალზე, რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალია. საოცარი გუნდი შეიკრა, ვერც ვიფიქრებდი, ისეთი ხალხის გვერდით ვიდექი სცენაზე. ისეთი სპექტაკლი გამოვიდა, რომ მთელი ჟურნალ-გაზეთები აჭრელდა. ეს იყო როსინის „ტბის ქალწული“, სადაც მე ელენას პარტიას ვასრულებდი. ამ პარტიას მღერის ამერიკელი მეცო-სოპრანო ჯოის დიდონატო და მეც პეზაროში იგივე პარტია შევასრულე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ელენას შემსრულებელი სოპრანოს პოვნა ძალიან რთულია, რადგან ითხოვს დაბალ ნოტებსაც და მაღალსაც – დიდი დიაპაზონის ხმაა საჭირო. ასეთ გუნდთან მუშაობა ჩემთვის ფუფუნებაა.
– დარწმუნებული ვარ, შენ შესახებ ძალიან კარგ რეცენზიებს დაწერდნენ.
– „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა: „ეს არის ახალგაზრდა ჯოის დიდონატო“ და ასევე, ბევრი კარგი რამ დაწერეს. ბელგიაშიც, „დონ ჟუანში“ ვიმღერე დონა ანას პარტია და დაიწერა: ძალიან მეფური დონა ანა წარმოგვიდგა სცენაზეო, რაც ძალიან კარგი შეფასებაა ჩემთვის. ვიმუშავე ფანტასტიკურ რეჟისორთან, ჟაკო ვან დორმელთან, რომელსაც კანის ფესტივალზე პრიზი აქვს მიღებული. მასთან მუშაობაც ერთი დიდი სიამოვნებაა. რაც შეეხება გეგმებს, წელს იტალიაში, პეზაროს ფესტივალზე მივდივარ. ვიმღერებ მთავარ პარტიას, შემდეგი – ბრიუსელის ოპერის თეატრში, როსინის ოპერაში. 2019 წელს კი – დაგეგმილია „ქოვერ გარდენში” სიმღერა, დებიუტი მაქვს.

скачать dle 11.3