კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა კოსმეტოლოგი ანა შენგელია ბარბარე მანტკავას დედად და რის გამო არ ქმნის ის ოჯახს დღემდე #11

პროფესიით მიკრობიოლოგია და უკვე თორმეტი წელია, კოსმეტოლოგად მუშაობს. მსახიობობაზე არასდროს უფიქრია, მაგრამ ერთმა დღემ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, როცა შემთხვევით, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში,“ ბარბარე მანტკავას დედის როლში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შიშის გამო უარი თქვა, დღეს ბედნიერია, რომ საბოლოოდ, ახლობელ ადამიანებს დაუჯერა და ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. ამბობს, რომ საკუთარ გმირს, გარკვეულწილად, ჰგავს და ოჯახში მამაკაცის კულტი მისთვის უცხო არ არის.
ანა შენგელია: გარდა იმისა, რომ ბარბარე მანტკავას დედა ვარ, პროფესიით მიკრობიოლოგი გახლავართ და „სილამაზის აკადემიაში“ ვმუშაობ კოსმეტოლოგად. უკვე 12 წელია, ამ პროფილით ვმუშაობ და ძალიან მომწონს. ამ სერიალში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემი ოჯახის ახლობელს აქვს შეხება „ჩემი ცოლის დაქალებთან“. მას უთხრეს, რომ ბარბარეს დედის როლისთვის ეძებდნენ ქალს და მას რატომღაც, მე გავახსენდი. ალბათ, ფერებით მიახლოებული ვარ ბარბარესთან და ამიტომ. იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობი არ ვარ და ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, ცოტა შემეშინდა, როცა როლი შემომთავაზეს და უარი ვთქვი. თუმცა, შემდეგ, ჩემი დებისა და მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მივედი ქასთინგზე. ფანტასტიკური ქალბატონი, ეკა მჟავანაძე დამხვდა, რომელიც ზუსტად ხედავს პიროვნებაში კონკრეტული პერსონაჟისთვის საჭირო თვისებებს. რომ მეუბნებიან, ვაიმე, როგორ მოირგე როლიო, ამ დროს არაფერიც არ მომირგია. ფაქტობრივად, არც ვთამაშობ, ჩვეულებრივად ვარ. თავიდან, ხომ გითხარით, პასუხისმგებლობის ძალიან შემეშინდა და უარი ვთქვი, მაგრამ ახლა, უკვე ვხვდები, რომ ფანტასტიკური პროცესის მონაწილე ვარ. ერთი სული მაქვს, გადაღება როდის იქნება, როდის დამირეკავენ და მეტყვიან: ანი, მოემზადე, ხვალ გადაღება გაქვსო (იცინის). ამის გარეშე, მგონი, უკვე აღარ შემიძლია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. წინა კვირაში ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შემდეგ კვირაში ეკრანზე აღმოვჩნდებოდი. ერთ კვირაში ჩემს ცხოვრებაში საოცარი გარდატეხა მოხდა. ჩემი ახლობლები და ნაცნობები გაოცებულები მირეკავდნენ, მართლა შენ ხარ თუ გვეჩვენებაო. ნამდვილად არავინ ელოდა ანის, ბარბარეს დედის როლში. კვირას, სერიალი ეთერში რომ გავიდა და მასში მეც გამოვჩნდი, ორშაბათს სამსახურში რომ მივედი, უკვე ვიღაც სხვა ვიყავი (იცინის). „ანი, შეიძლება, შენთან სურათი გადავიღო“, „შენ, ბარბარეს დედა ხარ?“ ქუჩაშიც ვგრძნობ, უკვე რომ მცნობენ (იცინის).
– სალონშიც, ალბათ, თქვენთან მოხვედრა უკვე პრესტიჟის ამბავია.
– უკვე კი. ბარბარე მანტკავას დედასთან მივდივარ სალონშიო, მესმის ხოლმე (იცინის).
– მანამდე თუ გქონიათ შეხება ცნობილ მსახიობებთან, თქვენს პაციენტებს შორისაც ხომ არაა რომელიმე მათგანი?
– კი, ბევრი ცნობილი სახე დადის ჩვენთან, თუმცა ახლა მსახიობი არ მახსენდება. სალონთან ახლოს ცხოვრობს ქალბატონი ია კიწმარიშვილი და ჩვენი ხშირი სტუმარია. ასევე, ნუკა კაციტაძე, რომელიც პირველი მის საქართველოა და კიდევ, ძალიან ბევრი ცნობილი მოდელი. იმავე ნუკამაც და დანარჩენმა გოგოებმაც მითხრეს: ანი, როგორ მოირგე ეს როლი, მსახიობი ყოფილხარ და არ გვცოდნიაო (იცინის).
– სერიალში თქვენს ოჯახს ყველა იცნობს, მაგრამ თქვენ, ცოტა დაჩაგრული ქალის როლი გაქვთ.
– კი, ცოტა დაჩაგრული ვარ და ბატონი კვაზიც ალმაცერად მიყურებს, იმიტომ რომ, მყავს ერთი შვილი – გოგო. ეს მეგრელებისთვის მარტივი ამბავი ნამდვილად არაა. ამ ოჯახში ქალები მეორე პლანზე არიან. რეალურ ცხოვრებაში დაჩაგრული ქალი ნამდვილად არ ვარ. გათხოვილი არ ვარ, მეუღლე არ მყავს და არც მყოლია. მყავს დები და დედა. ოთხნი ვართ და დედასთან ერთად ვცხოვრობთ. ერთი და გათხოვილია, დანარჩენები – არა. მეც მეგრელი ვარ, სოხუმიდან.
– კარგად გემახსოვრებათ ის რთული პერიოდი, როცა სოხუმის დატოვება მოგიხდათ.
– სოხუმი საკმაოდ მდიდარი კუთხე იყო და შეიძლება ითქვას, ხელმოკლედ იქ არავინ ცხოვრობდა. ვინც ჩვენს ოჯახს იცნობს, იცის, რომ ჩვენ იქ ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონდა. მაგრამ, როგორც სხვებმა, ჩვენც ყველაფერი დავკარგეთ. უკვე აქ რომ ჩამოვედით და ცოტა დრო გავიდა, მამა ნერვიულობისგან დაავადდა და გარდაიცვალა. ამ ამბავმა შეიწირა. სვანეთით გადმოვედით სოხუმიდან. გზაში ჩვენმა ახლობლებმა გვიპოვეს და თავიანთ სახლში წაგვიყვანეს. მერე თბილისში ჩამოვედით და აქ, ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო. ძალიან რთულია, როცა ყველაფერი გაქვს, ერთ დღეს კი იღვიძებ და აბსოლუტურად არაფერი გაგაჩნია. თუმცა, მთავარია, ცხოვრებამ არ გაგაბოროტოს. ნელ-ნელა ყველაფერი შევიძინეთ და დღეს საკმაოდ დიდი და კეთილმოწყობილი ბინა გვაქვს. სასტუმროში არასდროს გვიცხოვრია. გარკვეული თანხა დავაგროვეთ. ხან ქირით ვიყავით, ხანაც ახლობლებთან და მერე უკვე საკუთარიც შევიძინეთ. მთლად ბარბარესნაირი სახლი არა, მაგრამ საკმაოდ კომფორტული ბინა გვაქვს. თუმცა, უფრო თანამედროვე, ვიდრე მანტკავების სახლია. სხვანაირად ვერც ვიცხოვრებ. ისე გავიზარდე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გვქონდა. ახლაც ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვობიდან შეჩვეული კომფორტი არ დავკარგოთ.
– პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დაქორწინებული არ ხართ, მაგრამ ამჟამად ხომ არ ხდება რაიმე მნიშვნელოვანი?
– ამჟამად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ჩემი საქმიანობით ვარ დაკავებული, მგონი, ძალიან დიდი დოზით და იმიტომაც მითხრეს ჩემმა მეგობრებმა: ვაიმე, გასცდი ამ სამსახურს და სახლს, მიდი, ქასთინგზეო. კარგი ვქენი, მათ რომ დავუჯერე (იცინის). თავისთავად, ყველა მსაყვედურობს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. დედა, რა თქმა უნდა, ნერვიულობს. მაგრამ, ალბათ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა. მე ამას დიდად არ განვიცდი.
– რას პასუხობთ, როცა გეკითხებიან, რატომ არ ქმნით დღემდე ოჯახსო?
– ალბათ, ვერ ვნახე ის პიროვნება, ყველანაირად რომ დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს (იცინის). ალბათ, არ ყოფილა სერიოზული ურთიერთობა, თორემ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. ოჯახის შექმნაზე რომ მეფიქრა, ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. მე განსაკუთრებული ვარ და ასეთივეს ვეძებდი. ამას ისე ვამბობ, არც კონკრეტული კრიტერიუმები მაქვს. უბრალოდ, დადებითი ადამიანი უნდა იყოს და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს. აუცილებლად უნდა იცოდეს ქალის პატივისცემა, რისი დეფიციტიც დღეს გვაქვს. მამაკაცებს ეზარებათ ქალისადმი ყურადღების გამოჩენა. მერე გვსაყვედურობენ, ქალმა ყველაფერი თავის თავზე აიღოო. ცხოვრებამ მოიტანა, თორემ თუ ვინმე მანქანით მატარებს, დიდი სიამოვნებით, რატომაც არა?! (იცინის).
– სერიალს რაც შეეხება, მოგწონთ თქვენი პერსონაჟი?
– თავმდაბალი ქალია. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. მეც მშვიდი ვარ და რაღაცით ვგავარ. მორჩილია ისიც და მეც. მაგრამ, მე მისგან განსხვავებით, შემიძლია, საკუთარი აზრი გამოვთქვა. ნანას ამის უფლება არ აქვს. ჩვენს ოჯახში ახლა ქალები ვცხოვრობთ და მამაკაცი არ გვყავს, მაგრამ საერთოდ, სამეგრელოში მამამთილის კულტია, რაც მის მორჩილებას მოიაზრებს. ეს მიღებული და ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციაა. ეს ჩვენს ოჯახშიც იყო, მაგრამ მამამთილის – არა, მამაჩემის კულტი გვქონდა. მამა ჩემთვის ყველაფერი იყო და მისი დიდი რიდი მქონდა. ცხოვრებაში არ მითქვამს მისთვის – „არა“. და არც ჩხუბი, ზედმეტი სიტყვა და ხმაური მახსოვს. დიდი მორიდება და მოკრძალება გვქონდა მის მიმართ და ოჯახში არსებული მამაკაცის კულტი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად მოვერგე სერიალში არსებულ სიტუაციას. თუმცა, კვაზის მსგავსად, მე კარნახი არ მჭირდებოდა და თვითონ ვხვდებოდი, მამაჩემს როდის რა უხაროდა.

скачать dle 11.3