კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მერაბ სეფაშვილის ანეკდოტები #11

გოგო: იცი, ემოციურად ჯერ მზად არა ვარ ახალი ურთიერთობისთვის.
ბიჭი: მე უფრო ფიზიკური მხარე მაინტერესებს, ვიდრე ემოციური.
***
გურულს ავტობუსში ჯიბგირმა შარვლის ჯიბეში ხელი ჩაუყო, გურული მიხვდა და მაჯაში ხელი სტაცა.
– რას შობი, ბიჭო, არ გრცხვენია სულ?
– შემთხვევით მომივიდა, ბატონო, ტუბერკულოზი მაქვს და ხელები მიკანკალებს.
– მერე, აი, ჩემი ჯიბე ბახმაროა თუ რაი?!
***
გურულს სტუმრები ეწვივნენ. გაშალა სუფრა და მიდის ქეიფი. ერთმა სტუმარმა გადაჭამა, რაც კი სუფრაზე ეწყო, ხან მარჯვნივ გადაწვდა, ხან მარცხნივ. მოკლედ, მოასუფთავა ირგვლივ თეფშები. გურულმა უყურა, უყურა და ბოლოს ვეღარ მოითმინა და უთხრა:
– შენ, ძამა, ამაღამ მაცივარში უნდა დაგაწვინო.
– რატომ ვითომ?
– აბა, მთელი ღამე, კი გაგიფუჭდება მაი საჭმელი მუცელში და...
***
მეგობარი ეკითხება მეგობარს:
– რა ცუდად გამოიყურები?!
– მთელი ღამე არ მიძინია.
– რატომ?
– სასტუმროში მე-100 ნომერში მომათავსეს, რომელსაც ერთიანი წაშლილი ჰქონდა და მთელი ღამე მიკაკუნებდნენ: დროზე გამოდი, ჩვენც გვინდაო.
***
გურული ტრაბახობს:
– არ მინდა, ტრაბახში ჩამომართვათ, მარა 14-დღიანი დიეტა, ძამა, სულ რაღაც 4 დღეში დავიცავი.
***
– ჩემი მეზობელი ისეთი მახინჯია, ცოლს ეჩხუბებოდა, რატომ არ მიღალატე, რას ჰგავს ბავშვიო...
***
მიხოს ეკითხებიან:
– კაცო, შენს ცოლს ტყუპისცალი რომ ჰყავს, ხო არ გერევა ხოლმე, ჰა?
– მერევა რა... განა ჩემ ქვისლსა ვგავარ, რო...
***
მოკვდა გურული და ოჯახის წევრები დასტირიან:
– მამაი მომიკითხე, ბებიე მომიკითხე, სანდრო მომიკითხე... არ დაგავიწყდეს, უთხარი, კარგადაა შენი ცოლ-შვილი-თქო...
გასვენებაში მისულმა ნაცნობმა უსმინა, უსმინა და გვერდით მდგომს გადაუჩურჩულა:
– აი, ბიძია, მკვტარია თუ ფოსტალიონი?

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
ხარაგაულის თეატრი ისეთი სარემონტო იყო, ძილის წინ, ოტელო და დეზდემონა ერთად ლოცულობდნენ.
***
მონადირე სვანს ეკითხებიან:
– კი მაგრამ, რად გინდა მაგსიმძიმე მორს მხრებით რომ დაათრევ?
– ე, დათვი რომ გამომეკიდოს, დავაგდებ და უფრო მსუბუქად არ გავიქცევი?!
***
გურული ბაზარშია, კარტოფილი უნდა იყიდოს. თან ახლავს ხუთი წლის ბავშვი. აუარა დახლებს, ჩამოუარა... აუარა, ჩამოუარაა... ისეთი სიცხეა, იწვის ქვეყანა. შეწუხდა ბავშვი, მიუტრიალდა დედას და ჰკითხა:
– რაია, დედი, შენ გათლილ კარტოფილს ეძებ თუ?
***
თამაზის ცოლს ისეთი ლამაზი ბავშვი გაუჩნდა, მთელი ორი კვირა მეზობლებს თავისი ცოლები თამაზისთან დაჰყავდათ.
***
მენდელეევმა ზესტაფონში ჩამოსხმული ლიმონათი რომ დალია, მიხვდა, რომ ყველა ელემენტი არ დასიზმრებია.


скачать dle 11.3