კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა სვათ დილით, უზმოზე ლიმონიანი წყალი #11

იაპონელებს, დილით, გაღვიძებისთანავე, წყლის დალევა ჩვევად აქვთ. ეს მათი უძველესი ტრადიციაა სხვადასხვა დაავადებებთან გასამკლავებლად. სასურველია, რომ დილის ამგვარი დაწყება თქვენც ცხოვრების წესად გაიხადოთ. მას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს და ნამდვილ სასწაულს ახდენს.
საკვების მიღების წინ ერთი ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა, ამგვარად ხდება კუჭის „მოტყუება” და ორგანიზმი საკვების სახით იღებს თითქმის ორჯერ ნაკლებ ცხიმებს, კალორიებსა და მავნე ნახშირწყალბადებს. ამასთან, წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და მისგან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას. გახდომის პროცესში კი, ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის მიღება, ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის აუცილებელი პირობაა.
აუცილებელია წყლის მიღების სწორი ბალანსის დაცვა. 1 ჭიქა წყლის დალევა რეკომენდებულია საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე და საკვების მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ. წყალი უნდა დალიოთ აუჩქარებლად და პატარა ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში. ერთი ჭიქა წყალი უნდა დალიოთ დილით, უზმოზე, სასურველია საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. შესაძლებელია, ლიმონთან ერთად. უზმოზე მიღებული წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაღვიძებას და მასში მიმდინარე პროცესების გააქტიურებას. ასევე, წყლის დალევა კარგია, საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის. მოერიდეთ წყლის დალევას, უშუალოდ, ვახშმის შემდეგ და ძილის წინ.
თუ აქამდე დღის განმავლობაში არასდროს დაგილევიათ ამ მოცულობის წყალი, არ ღირს თავს დააძალოთ ამის გაკეთება. დაიწყეთ პატარა დოზებით და თანდათანობით გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა. დალიეთ წყალი, როცა გწყურიათ და ნუ დააძალებთ თავს ლიტრობით წყლის სმას, როცა არ გწყურიათ.
ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად, ყოველი ჭამის წინ, 20-30 წუთით ადრე, მიიღეთ 1 ან 2 ჭიქა წყალი. ეს მოგეხმარებათ შიმშილის გრძნობის დაძლევაში და მიიღებთ უფრო ნაკლებ საკვებს.
მთელი დღის განმავლობაში წყალი დალიეთ მცირე ყლუპებით. ეს მოგეხმარებათ შიმშილის გრძნობის კონტროლში და ერთმანეთში არ აურევთ შიმშილისა და წყურვილის გრძნობას.
დალიეთ მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი, რადგან ცივმა წყალმა, შესაძლოა, პირიქით, წონის მომატების პროვოცირება გამოიწვიოს, რადგან ცივი წყალი „აღვიძებს” შიმშილს. ერიდეთ გაზირებულ წყალს. მის შემადგენლობაში არის მარილები, რომელიც ხელს უშლის გახდომის პროცესს.
თუ გრძნობთ, რომ მოგშივდათ, მიიღეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყალი. ამით შეამოწმებთ, ეს იყო შიმშილის გრძნობა თუ წყურვილის. თუ ნახევარი საათის შემდეგ შიმშილის გრძნობა მაინც დაგრჩათ, შეგიძლიათ, მიირთვათ.
დილით, უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევა ნამდვილი წამალია, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ლიმონი მდიდარია C ვიტამინითა და კალიუმით. ეს ხელს უწყობს ტვინის აქტიურობას, აწესრიგებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას. აწონასწორებს ტუტე ბალანსს, რადგან ლიმონმჟავა არ ზრდის მჟავიანობას. ლიმონის წვენი შეიცავს პექტინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ებრძოლოს შიმშილს. გარდა ამისა, ვინც იცავს ტუტე დიეტას, წონაში უფრო სწრაფად იკლებს.  ვიტამინი C ამცირებს ნაოჭებს და კანზე ლაქები ქრება, რადგან წმენდს სისხლს ტოქსინებისგან.
უზმოზე, ჭიქა წყალი ებრძვის ორგანიზმის დეჰიდრაციას. დილიდანვე ორგანიზმის ყველა სისტემა იმუშავებს მწყობრად, უპირველესად, თირკმელზედა ჯირკვლები, რომელიც გამოყოფს ჰორმონებს. ამასთან, ორგანიზმი მზად შეხვდება ყველანაირ სტრესს და მთელი დღე შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას.

скачать dle 11.3