კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ააფეთქებინა სტალინმა საბჭოთა დაზვერვას ჩინური „ატომური პროექტის“ მთელი ინფრასტრუქტურა #11

სტალინი რომ პრაგმატიკოსი, დიდი სტრატეგი იყო და ისტორიული მოვლენების განჭვრეტა ძალიან დიდი ხნით ადრე შეეძლო, ჩინეთის სახელმწიფოსთან მისი დამოკიდებულებიდანაც მშვენივრად ჩანს. ისტორიკოსი ანგელ ჩანოვსკი წერს: „სტალინს, როგორც მინიმუმ, სამჯერ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე რუსეთის ყველა ერთად აღებულ მმართველს. სტალინმა, როგორც მინიმუმ, სამჯერ მეტი გააკეთა რუსეთისთვის, ვიდრე რუსეთის ყველა მმართველმა ერთად. სტალინის ყველა მოქმედება მიმართული იყო ერთი მიზნისკენ და ეს მიზანი გახლდათ – რუსეთის გაძლიერება და სუპერმოდერნიზება. მართალია, სტალინი ოფიციალურად გმობდა იმპერიალიზმსა და იმპერიებს, მაგრამ თავისი ქმედებებით, სწორედ რომ, რუსეთის დიდი იმპერიის შექმნისკენ მიისწრაფოდა. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი წერდა: „სტალინი ძალიან რთული, მრავალმხრივი პიროვნება გახლდათ, მაგრამ ჰქონდა ერთი მიზანი – მის მიერვე შექმნილი „წითელი იმპერიის“ სუპერმოდერნიზება და ამისთვის, საბჭოთა ბელადი ყველაფერს აკეთებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვის ცოლი – პოლინა ჟემჩუჟინა ჩემი თანამემამულე, ებრაელი იყო. 1949 წელს, როდესაც მე ისრაელის შრომის მინისტრი ვიყავი და მოსკოვში შევხვდი მას, სტალინმა ეს ქალის (ჟემჩუჟინა) სიონიზმში დაადანაშაულა და ციხეში ჩასვა. პოლინა მხოლოდ სტალინის სიკვდილის მერე გამოუშვეს. უკვე ხრუშჩოვის დროს, მე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ვეწვიე მოსკოვს. რა თქმა უნდა, პოლინაც მოვინახულე და ბოდიშიც მოვუხადე – სტალინმა ჩემთან შეხვედრის გამო გაგაციმბირა-მეთქი. ჩვენ ჩაის შევექცეოდით და სწორედ მაშინ შევიტყვე სიმართლე პოლინას პატიმრობის შესახებ. საქმე კი ის გახლდათ, რომ 1949 წლის აპრილში, პოლინა და ვიაჩესლავ მოლოტოვი სტალინის აგარაკზე ყოფილან კუნცევოში. მაშინ პოლინასაც მაღალი პარტიული პოსტი ეკავა. სუფრაზე საუბრის დროს სტალინს ცოლ-ქმრისთვის უთქვამს:
– რეიხის იმპერია დავამხეთ. ახლა ანგლოსაქსების ჯერია და მარტო ჩვენ – „წითელი იმპერია“ რომ დავრჩებით, მსოფლიოში ჩინური იმპერიალიზმის ზრდას შევაჩერებთო.
– ნუთუ სოციალისტური საბჭოეთიც იმპერიაა. ჩვენ ხომ ასეთ წყობაზე უარი ვთქვით და რუსეთის ცარისტული იმპერია დავანგრიეთო, – უთქვამს პოლინას სტალინისთვის.
საბჭოთა ბელადს თავისი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის – ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის გადაუხედავს, რომელიც გაფითრებულა. შემდეგ კი ქალისთვის ღიმილით უთქვამს:
– იმპერიაა, მაგრამ კეთილი და ბოროტება რომ დავამარცხოთ, იმპერიული ძლიერება გვჭირდებაო.
რამდენიმე დღეში მოსკოვს მე ვეწვიე. პოლინას შევხვდი და ვისაუბრეთ. ზემოხსენებული დიალოგის შესახებ პოლინას მაშინ ჩემთვის არაფერი უთქვამს. სტალინმა კი ის რამდენიმე კვირაში დააპატიმრა. მას სიონიზმი წაუყენეს ბრალდებად და გააციმბირეს. „ჩეკაში“ დაკითხვებზე კი თურმე გამომძიებლები ეუბნებოდნენ, გოლდა მეირთან (ჩემთან) რატომ ამბობდი – სტალინი „წითელ იმპერიას“ აშენებსო. ეს კი მტკნარი სიცრუეა და პოლინას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს...“
 დიდი დაკვირვება და ანალიტიკოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სტალინი დიდ, „წითელ იმპერიას“ აშენებდა და პარალელურად, მსგავსი წარმონაქმნებისთვის (ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის) ძირის გამოთხრას ცდილობდა, რომ კონკურენტი არ ჰყოლოდა. ასე იქცეოდნენ ანგლოსაქსებიც. ასეთი რამ ტიპური მოდელია პოლიტიკაში და საკმაოდ აპრობირებულიც. საგულისხმოა, რომ საბოლოოდ, სტალინმა განჭვრიტა იმ პერიოდის (მეოცე საუკუნის 40-იანი წლების) პოლიტიკოსებიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ამ კუთხით ძალიან სახიფათო სუბიექტი იყო და მისი მოსალოდნელი გიგანტური ზრდა არ უნდა დაეშვათ.
„კაგებეს“ გენერალ-პოლკოვნიკი, ანტონ მირსკი (1900-2000 წლები), რომელმაც ერთი საუკუნე იცოცხლა, საბჭოთა უშიშროების ანალიტიკური ცენტრის ლეგენდა იყო და უამრავ ინფორმაციას ფლობდა, ის თავის დღიურებში წერდა: „1947 წელს, როგორც უშიშროების გამოცდილი ანალიტიკოსი, ჩემს ხუთ კოლეგასთან ერთად, სტალინის საიდუმლო დავალებას ვასრულებდი – ჩინეთის სკურპულოზული შესწავლით ვიყავით დაკავებულები. ამისთვის, არალეგალურად მიგვავლინეს ჩინეთში და ინტიენსიურად ვიმუშავეთ თხუთმეტ-თხუთმეტი თვე თითოეულმა. ამ მივლინებას კი სტალინთან აუდიენცია უძღოდა წინ, კუნცევოს აგარაკზე.  მაშინ ბელადმა ასე განსაზღვრა ჩვენი ამოცანა: „მართალია, ჩინეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და იდეოლოგიურად ყველაფერში გვერდით გვიდგას, ეკონომიკურად კი გაპარტახებულია და სულს ღაფავს, მაგრამ უდიდესი პოტენცია გააჩნია. თუ არ ვიყოჩაღეთ, ახლო მომავალში, მისი სახით დიდი პრობლემა შეგვექმნება. ამიტომ, ამ ქვეყნის ყველა პლუს-მინუსი უნდა შეისწავლოთ და კვალიფიციური დასკვნები წარმოადგინოთ.“ ჩვენთვის ეს ჩვეული სამუშაო იყო და კონკურენტი ქვეყნების სიძლიერის მოდელები არაერთხელ შეგვიდგენია. უჩვეულო ის იყო, რომ სტალინი სწორედ ჩინეთს მიიჩნევდა რუსეთის, ანუ საბჭოეთის, პირველ  კონკურენტად ახლო მომავალში და ბელადის ეს მოსაზრება მცდარი მეგონა. მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ, როცა ჩინეთიდან დავბრუნდი, მივხვდი, რომ სტალინი აბსოლუტურად სწორი იყო თავის პროგნოზებში. ჩინეთი, მართლაც რომ, დიდი, იმპერიალისტური სიძლიერის სახელმწიფო გახდებოდა ახლო მომავალში როგორც საბჭოეთისთვის, ასევე ამერიკისთვისაც...“
მირსკისა და მისი კოლეგების მიერ შედგენილი ანალიტიკური მოხსენების საფუძველზე ააგო სტალინმა თავისი პოლიტიკა ჩინეთის წინააღმდეგ და ბელადი საშუალებას არ აძლევდა მოძმე სახელმწიფოს, გიგანტური განვითარების ტემპები აეკრიფა. მართალია, ჩინეთის მმართველს – მაო ძე დუნს სტალინი ღმერთად მიაჩნდა და საქვეყნოდ ეთაყვანებოდა, მაგრამ საბჭოთა ბელადი მაინც ფრთხილად ეკიდებოდა ამ ურთიერთობებს, ყურადღებას არასდროს ადუნებდა. საბჭოთა უშიშროების ლეგენდარული თანამშრომელი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1951 წელს მაო ძე დუნი მოსკოვში სპეციალურად ეწვია სტალინს და ატომური ბომბის დამზადებაში დახმარება სთხოვა. ბელადმა რომ ჰკითხა, რად გინდა ატომური ბომბიო, ჩინეთის მმართველმა მიუგო:
– იმისთვის, რომ ჩემი ღმერთი დავიცვა, ღმერთი კი თქვენ ხართო.
სტალინმა მაოს ღიმილით მიუგო:
– ღმერთი იქით დაგიცავთ მორწმუნეებსა და მორჩილებს. ატომური ბომბი კი ძვირი ჯდება, როგორც შექმნა, ასევე შენახვა და ჯობია, ხარჯები დაზოგოთო.
ეს საუბარი იმით დასრულდა და მაოს თხოვნა აღარ გაუმეორებია. მანამდე კი სტალინთან საუბარში თქვა – ატომურ ბომბზე მუშაობა დაწყებული გვაქვსო. მაოს გამგზავრებისთანავე, სტალინმა თავისთან დამიბარა და მითხრა, რომ ინფორმაცია მომეპოვებინა ჩინური „ატომური პროექტის“ შესახებ და ხელი შემეშალა მისი განხორციელებისთვის. ბელადის დავალება შევასრულეთ. ის მცირე ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩინელებს ატომური ბომბის შესაქმნელად ჰქონდათ აშენებული, დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს...“
სუდოპლატოვის მოგონებების ამ მცირე ეპიზოდიდანაც აშკარად ჩანს, თუ როგორ პრევენციულ ზომებს იღებდა სტალინი „წითელი იმპერიის“ პოტენციური კონკურენტების მიმართ, თუნდაც ისინი საბჭოთა კავშირის იდეური მომხრეები ყოფილიყვნენ.

скачать dle 11.3