კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განვასხვავოთ კეთილსინდისიერი ქსელური მარკეტინგის კომპანია ფინანსური პირამიდისგან #11

თუმცა ცივილიზებულთა საერთაშორისო მარაქაში გავერიეთ, კვლავ გვაქვს მიდრეკილება დიდი შემოსავლის მინიმალური ძალისხმევით მიღებისადმი. კერძოდ, ფინანსური პირამიდები, საბაზრო ეკონომიკისთვის გემოს გასინჯვის 26-ე წლისთავზეც, აქტუალურია.  მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე ამ ტიპის ორგანიზაციებმა არაერთი ადამიანი გააკოტრა. მეორე მხრივ, იმ წლებში ეს ბუნებრივი იყო, რადგან სოციალისტურ ეკონომიკაზე გაზრდილი საბჭოთა ადამიანი ასე უცებ ვერ აუღებდა ალღოს საბაზრო ეკონომიკას. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც იმედით შესცქერის საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც არალოგიკურად მაღალ სარგებელს სთავაზობენ, როგორც ჩანს, არც საბაზრო ეკონომიკური გარემო ჭრის და არც ადრინდელი იმედგაცრუების გამოცდილება მუშაობს. მეტიც, ჩვენს ცხოვრებაში ქსელური მარკეტინგიც შემოიჭრა, რომლებიც, ასევე, არაადეკვატურ მოგებას სთავაზობენ მსურველებს. რაც მთავარია, დაზარალებულები, როგორც წესი, სახელმწიფოს მიადგებიან ხოლმე, თუმცა სავარაუდო შედეგის ამოცნობა კალკულატორის დახმარებითაცაა შესაძლებელი. როგორ ამოვიცნოთ ფინანსური ხაფანგი და როგორ დავიძვრინოთ თავი მისგან, თუ ეს, ცხადია, შესაძლებელია, –  ამ კითხვაზე პასუხის პოვნას აფბას ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტართან ერთად შევეცდებით.
– პირველი ფინანსური პირამიდები გაჩნდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ. მაშინვე და ახლაც აქტუალურია ეს თემა, რადგან მოქალაქეები კვლავაც წარმატებით ბრიყვდებიან. რა ტიპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი ფინანსური პირამიდები და მათი სიუხვე როგორ მეტყველებს ჩვენზე?
– ფინანსური პირამიდები პოპულარული ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც დაბალია ფინანსური განათლების დონე. როდესაც კომპანია სთავაზობს არარელევანტურ მოგებას, ღირს დაფიქრება. ბანკმაც კი, რომელიც მოგების გარკვეულ პროცენტს სთავაზობს თავის კლიენტებს, მეანაბრეებისგან აღებული თანხა უნდა ჩადოს რომელიმე ბიზნესში, შემდეგ თვითონაც მიიღოს მოგება და თავისი კლიენტიც დააკმაყოფილოს. შეუძლებელია ჩვენი ეკონომიკის პირობებში რომელიმე ორგანიზაციამ, კომპანიამ, ბანკმა თუ მიკროსაფინანსომ 35-50-პროცეტიანი სარგებელი დააწესოს, თვითონაც ნახოს მოგება და თქვენც მოგცეთ სარგებელი. ასეთი ბიზნესი არ არსებობს. ამდენად, მთავარი პრობლემაა ფინანსური განათლების დაბალი დონე. ადამიანებს არ აქვთ იმდენი ინფორმაცია, იცოდნენ, რომ ჯანსაღი ბიზნესი ასეთ მოგებას ვერ შესთავაზებს. მეორე მხრივ, ასეთი ბიზნესი პოპულარული ხდება გაჭირვებულ ქვეყანაში. აი, ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც განაპირობებს პირამიდა-ბიზნესების პოპულარობას ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. მრავალ ქვეყანაში ყოფილა პირამიდა-ბიზნესის სქემები და თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ბიზნესი გამოცხადებულია კრიმინალად.
– პროცენტები ახსენეთ, მაგრამ ბოლოს გაკოტრებულ ერთ-ერთ ფინანსურ კომპანიას არ ჰქონდა 50 პროცენტი, ამის ნახევარი და ისიც ცნობილია, რომ ჩვენთან არა მხოლოდ სარგებლის, გასესხების პროცენტიც ძალიან მაღალია. ისინი არ აბალანსებს ერთმანეთს და არ არის ერთგვარი გარანტია? პირველი თაობის პირამიდებში, 90-იან წლებს ვგულისხმობ, პარალელურად გასესხების ელემენტი არ იყო.
– ვნახოთ, როგორია პირამიდა-ბიზნესის პრინციპი: პირამიდა-ბიზნესი თავისი არსითა და შინაარსით, არ დებს მოზიდულ თანხას რომელიმე ბიზნესში. მისი ერთადერთი წყაროა მოზიდული თანხებით სარგებლის მიღება და ყოველი ახალი მოზიდული ადამიანის ან ძველი მოზიდულის მიერ დამატებული თანხით ისტუმრებს ვალდებულებებს. რაც შეეხება სესხების უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით გაცემას ასეთი ფინანსური ორგანიზაციების მიერ: გასაკონტროლებელია ბალანსი, თუ რა რაოდენობით თამასუქი მიიღო ორგანიზაციამ და რამდენი სესხი გასცა. ასეთი კომპანიები ანაბარს ვერ იღებენ, ანაბრის მიღება მხოლოდ ბანკს შეუძლია და გასამიჯნია, რა რაოდენობის თამასუქი ჰქონდა ამ კომპანიას აღებული და რა რაოდენობის სესხი გასცა. ფაქტია, კომპანიამ ეს ბალანსი ვერ დაიცვა და მოხდა ის, რაც მოხდა. აქედან გამომდინარე, ვერ იქნება გარანტია ის, რომ კომპანია უფრო მაღალ პროცენტად გასცემს თანხას.
– არ არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს, მაგალითად, ეროვნული ბანკი? ეს ხომ იქნებოდა დაცვის მექანიზმი?
– ეროვნულ ბანკს რომ წვდომა ჰქონდეს კონკრეტული საფინანსო კომპანიის მონაცემებზე, ის საფინანსო კომპანია უნდა იყოს ბანკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არის ჩვეულებრივი შპს და ეროვნულ ბანკს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისგან ფინანსური დოკუმენტაცია, მაგრამ, თუ არ ვცდები, 2012 წელს მიიღეს კანონი (სხვათა შორის, ამ კანონის ინსპირაცია იყო კომპანია „საქართველო“), როდესაც ერთი, კონკრეტული კომპანია დიდი ოდენობით მოიზიდავდა თანხას და ბანკი არ იყო, აუცილებელი ხდებოდა მისი გადამოწმება და მოიფიქრეს ასეთი მექანიზმი –  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი. თუ ასეთად ცნობდა თავს ორგანიზაცია, ვალდებული იყო, ეროვნული ბანკისთვის წარედგინა დოკუმენტაცია, მაგრამ აქაც ვაწყდებოდით ერთ წინააღმდეგობას: თუ კომპანია არ წარადგენდა ამ დოკუმენტაციას და მუშაობდა პირამიდული პრინციპით, დაერიცხებოდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ეს ახლაც ასეა. ამდენად, კომპანიას რამდენჯერმე დაჯარიმება უფრო უღირს, ვიდრე დოკუმენტაციის წარდგენა. აი, ასეთი ხარვეზებია.
– მაგრამ რა უშლის ხელს ჯარიმის გაზრდას?
– ეროვნულ ბანკს რჩებოდა ერთადერთი უფლება, მიემართა საგამოძიებო ორგანოებისთვის და იყო კიდეც ასეთი შემთხვევები, მაგრამ მაინც მივედით იმ შედეგამდე, რა შედეგამდეც მივედით.
– ასევე, ძალიან პოპულარულია ქსელური მარკეტინგი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეთი კომპანია გაკოტრდა, ადამიანები მაინც ებმებიან მათ მახეში.
– არსებობს პირამიდა-ბიზნესის რამდენიმე ტიპი. ერთია კლასიკური პირამიდა-ბიზნესი, რომელიც სხვადასხვა ადამიანისგან მოიზიდავს თანხას და ეს თანხა არ ხმარდება კონკრეტულ ბიზნესსექტორს. ხმარდება კონკრეტული ადამიანის ინტერესებს და ამ ბიზნესის ერთადერთი წყაროს ახალმოზიდული ადამიანების ხარჯზე ძველი ვალდებულებების გასტუმრება. ამ კლასიკური პირამიდის დაშლა დროის საკითხია. რაც უფრო ძლიერია კომპანია, მისი დაშლა უფრო მეტ დროს მოითხოვს. მეორე შედარებით რთული ფორმაა, ქსელური მარკეტინგის სახით შეფუთული პირამიდა, რომელში ჩართული ადამიანიც ყიდულობს მომსახურებას ან ნივთს, ოღონდ იხდის არარელევანტურ ფასს. მაგალითად, თუ კონკრეტული საათის შეძენა ინტერნეტში შესაძლებელია 20 დოლარად, თქვენ იმ კომპანიაში შეიძენთ 2 000 დოლარად, რის შემდეგაც წევრიანდებით იმ ორგანიზაციაში და თქვენი მთავარი ამოცანა ხდება კომპანიაში ახალი წევრების მიყვანა. მათ მიერ გადახდილი 2 000-2 000 დოლარიდან კი თქვენ იღებთ კონკრეტულ წილს. ეს პირამიდა-ბიზნესის უფრო რთული სისტემაა, რომელიც ბოლო პერიოდში დამკვიდრდა.
საქართველოშიც არიან ამ სისტემით მომუშავე კომპანიები, რომლებიც ამბობენ, რომ არ არიან ფინანსური პირამიდები. სხვათა შორის, ეს კომპანიები ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც მუშაობს და იქ ათასობით და ასობით საჩივარია შესული მათ წინააღმდეგ. მოსახლეობა მათ ედავება, რომ კლასიკურ ფინანსურ პირამიდაში ჩაითრიეს.
– სახელმწიფოს როგორ შეუძლია, დაარეგულიროს ქსელური მარკეტინგი? მეორე მხრივ, ძალით ხომ არ მართმევს ფულს? ნებით ვიხდი 20-დოლარიანში 2 000 დოლარს?
– მთავარი პრობლემა, თუ რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ამაზე რეაგირებას, არის ის, რომ ეს არ არის დანაშაული. ანუ პირამიდა-ბიზნესი, თავისი არსით, არის დანაშაული, მაგრამ კომპანიისთვის იმის დამტკიცება, რომ ის პირამიდის სქემით მუშაობს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამოძიებამ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს დაამტკიცოს. დღეს საგამომძიებო სტრუქტურები რეაგირებენ პოსტფაქტუმ, როდესაც პირამიდა იწყებს რღვევას. საგამოძიებო ორგანოს შეუძლია, კომპანიას შეედავოს მას შემდეგ, რაც საჩივარი შევა და იქნება ერთი, კონკრეტული დაზარალებული მაინც. ამის შემდეგ იწყებს მოკვლევას. მაგრამ, თუ არის ერთი დაზარალებულიც კი, ესე იგი, პირამიდამ რღვევა დაიწყო და რეაგირება დაგვიანებულია.
– ვთქვათ, უჩივლა მოქალაქემ კომპანიას და გამოძიებამ დაადგინა, რომ ფინანსური პირამიდაა, მაგრამ თანხას რა ეშველება, ვინ დაუბრუნებს მოქალაქეს?
– ერთადერთი საშუალებაა სასამართლოსთვის მიმართვა, შემდეგ სასამართლო კომპანიის აქტივებს აუქციონზე გაიტანს და დაუბრუნებს დაზარალებულებს თანხას, მაგრამ შეუძლებელია, კომპანიას იმდენი აქტივი ჰქონდეს, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდეს.
– როგორ უნდა ამოიცნოს მოქალაქემ კლასიკური ან არაკლასიკური ფინანსური პირამიდა?
– ზოგადად, ყველა ფინანსურ პირამიდას აქვს ერთნაირი სქემა. როგორ უნდა ამოვიცნოთ კომპანია, რომელიც მუშაობს პირამიდის სისტემით? თუ კომპანია გთავაზობთ შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ვიდრე არის ბაზარზე.
– ბანკში, მიკროსაფინანსოში?
– ზოგადად. დღეს ჩვენ გარშემო თითქმის ყველა მიკროსაფინანსოში, დაახლოებით, ერთნაირი საპროცენტო განაკვეთია, ბანკებში –  შედარებით დაბალი, ოღონდ მცირედი განსხვავებაა. როდესაც პირამიდა-ბიზნესი გთავაზობთ 29-პროცენტიან სარგებელს და ბანკი – 9 პროცენტს, ასეთი განსხვავება სარგებლებს შორის ვერ იქნება ჯანსაღი. ეს უკვე არის პირველი ეჭვის გაჩენის საფუძველი. თუ კომპანია აქტიურად ახორციელებს თავის მარკეტინგულ კამპანიას: თუ ის უფრო და უფრო ზრდის საპროცენტო განაკვეთს სარგებელზე, ესეც მნიშვნელოვანი ეჭვის საფუძველია. სანამ ამ ტიპის კომპანიასთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ, უნდა დაფიქრდნენ და გადაამოწმონ მისი საქმიანობა. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი ძალიან ხშირად აფრთხილებს მოქალაქეებს და მივესალმები ამას, რომ ბაზარზე არის არაჯანსაღი სქემით მომუშავე კომპანიები. მაგრამ კარგი იქნება, მოსახლეობაც გაერკვეს ამ გარემოებებსა და სქემებში.
– მოქალაქემ უნდა გადაამოწმოს კომპანიაო. როგორ უნდა გადაამოწმოს?
– გაიგოს, რას საქმიანობს ეს კომპანია, შეუძლია, ნახოს ანგარიშგებები, დარეკოს ეროვნულ ბანკში და გაიგოს, ამ კომპანიაზე თუ  აქვთ რამე ინფორმაცია; ამასთან, ასეთი კომპანიები აქტიურად იყენებენ ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ინფორმაციის გადაცემის სქემას. თუ ერთი ადამიანი არის კომპანიაში, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მასზე, რომ მან სხვები მოიყვანოს. თუმცა ასეთ კომპანიებში ყოველთვისაა ისეთი ვინმე, ვინც, ადრე თუ გვიან, ხვდება, რომ კომპანიას ყველაფერი ვერ აქვს წესრიგში. ამდენად, ყოველთვის კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ის რისკები, რაც მოჰყვება ამა თუ იმ კომპანიასთან თანამშრომლობას.
– მესმის, რომ სახელმწიფოს აქვს დარეგულირების ვალდებულება და მოქალაქეს არ ევალება, ყველაფერი იცოდეს, მაგრამ რისკები ადამიანმა თავისითაც უნდა გათვალოს.  ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია თუ მოქალაქეებსაც აქვთ პასუხისმგებლობა?
– ჩვენი კანონმდებლობა ამ მიმართულებით დასახვეწია, იმიტომ რომ, რეაგირება ხდება პოსტფაქტუმ, როდესაც გაირკვევა, რომ კომპანია პირამიდის პრინციპით მუშაობს. მაგრამ მიდგომა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფომ უნდა ამინაზღაუროს ზარალი, რომელიც მომაყენა თაღლითმა კომპანიამ, არ არის მართებული. ამიტომაც ვთქვი, რომ სანამ განათავსებს თავის დანაზოგს, უნდა გაერკვეს იმ კომპანიის საქმიანობაში. მით უმეტეს, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად აფრთხილებს ყველას, რომ ბაზარზე არის პირამიდული სქემით მომუშავე კომპანიები და ატყობინებს იმ ნიუანსებს, რითაც ისინი მოქმედებენ. სახელმწიფო ვერ დაუშლის მოქალაქეს, ჩადოს თუ არა თავისი დანაზოგი ამა თუ იმ კომპანიაში. ამის უფლება არ აქვს. ამდენად, მოქალაქეც უნდა დაფიქრდეს, სანამ თავის დანაზოგს კონკრეტული მიმართულებით დააბანდებს. ამასთან, მარეგულირებელს არ შეუძლია, თქვას, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ აქვს ეჭვი. თუ ეს კომპანია პირამიდა-კომპანიაა, მაინც უჩივლებს, ხელი რომ დამადეთ, მეანაბრეებმა თანხა გაიტანეს და გამაკოტრეო. მით უმეტეს, შეიძლება, ფინანსური კომპანია არც იყოს პირამიდა, მაგრამ გაფრთხილებით შეშინებულმა მეანაბრეებმა თანხა გაიტანონ და ასეთმა კომპანიამ თუ უჩივლა სახელმწიფოს, აუცილებლად მოუგებს სასამართლოს. ამ მხრივაც, ეროვნული ბანკი, ანუ მარეგულირებელი შეზღუდულია. ის ვერ იტყვის, რომ კონკრეტული კომპანიის მიმართ აქვს ეჭვი. მას შეუძლია, ზოგადად თქვას, რომ ბაზარზე არის საეჭვო კომპანიები. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც შეუძლია, გააკეთოს მარეგულირებელმა პრევენციის სახით. თუმცა, რამდენადაც ვიცი, მუშაობენ კანონმდებლობის დახვეწაზე ამ მიმართულებით.
– ვურჩიოთ მოქალაქეებს, როგორ დაიცვან თავი ფინანსური პირამიდებისგან. მით უფრო, რომ ჩვენთან ბანკებშიც კი არაა დაცული ანაბრები, თუმცა ბანკს აქტივები მაინც აქვს, ოღონდ ან შეგხვდება, ან არა იქიდან რამე ზარალის ასანაზღაურებლად. მხოლოდ სარგებლის მაღალი პროცენტია ეჭვის საფუძველი?
– მთავარი ეჭვი ჩნდება, როცა სარგებლის პროცენტი არარელევანტურად მაღალია. მეორე –  თუ კომპანია უფრო და უფრო ზრდის საპროცენტო განაკვეთს თავის თამასუქზე, ესე იგი, უჭირს და თანხის მოზიდვა უნდა; მესამე –  თუ ამას თან ერთვის კომპანიის გაძლიერებული სარეკლამო კამპანია. ესეც გამოწვეულია იმით, რომ კომპანია მძიმე მდგომარეობაშია. თუ ეს სამივე კომპონენტი ახასიათებს, უკვე შეგვიძლია, შევიტანოთ ეჭვი კომპანიის კეთილსინდისიერ ქმედებებში.
– ქსელური მარკეტინგის შემთხვევაში კი, უბრალოდ, არ უნდა ჩაერთონ?
– ქსელური მარკეტინგი თავისი იდეით არ არის არაკეთილსინდისიერი საქმიანობა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ქსელური მარკეტინგი ხშირად მუშაობს პირამიდა-სისტემით. ამიტომ, თუ არარელევანტურ ფასში გვთხოვენ რაღაცის შეძენას, რის მიზანიცაა თქვენი კომპანიაში გაწევრიანება, თუ აქტიურად მიმდინარეობს აგიტაცია თქვენს გადასაბირებლად, ეს ეჭვის საფუძველია. ასე რომ, როდესაც ჩვენს დანაზოგს ვაბანდებთ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს და მცირე ნიუანსი არ უნდა გამოგვეპაროს.

скачать dle 11.3