კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს პარლამენტის წევრ ჟურნალისტ ენძელა მაჭავარიანს და როგორ გახდა ის გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე #11

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, ენძელა მაჭავარიანი 1964 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (1984-1989 წლები) და სპეციალობით ჟურნალისტია. მანამდე კი (1981-1982 წლებში ოცდამესამე პროფტექსასწავლებელში სწავლობდა).
მისი შრომითი ბიგრაფია 1982 წელს იწყება თბილისის სართავ ფაბრიკაში, სადაც მან მხვეველად 1984 წლამდე იმუშავა. 1989-1990 წლებში გაზეთ „სოფლის ცხოვრების“  ჟურნალისტი  იყო; 1990-1992 წლებში – გაზეთ „კაბადონის“ განყოფილების გამგე. 1992-1995 წლებში გაზეთ „ქართველი ერის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. 1995-2013 წლებში წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში, დეპარტამენტის უფროსად; იმავდროულად კი, 1998 წელს „იუესაიდის“ მიწის ბაზრისა და პრივატიზაციის მართვის პროექტში ჩაერთო და 2000 წლამდე იმერეთის რეგიონის დირექტორი გახლდათ. 2013 წელს კულტურის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც 2014 წლამდე ღონისძიებათა დეპარტამენტის სპეციალისტად იმუშავა. 2014 წელს ტელეკომპანია „ჯიდიესში“ გადავიდა – მთავარ პროდიუსერად 2016 წლამდე, ანუ სანამ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდებოდა. ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია; ამასთან – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.
ენძელა მაჭავარიანის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, დეპუტატის რანგში შეავსო. ის მარტო ცხოვრობს და ერთადერთი კერძო საკუთრება აქვს: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში – 115 კვ.მ. ფართობის და „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 400 ლარს ინახავს. დეკლარაციის შევსების მომენტში კი ნაღდ ფულად 5 000 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში, როგორც ტელეკომპანია „ჯიდიესის“ მთავარმა პროდიუსერმა, 47 270 ლარი მიიღო.
2015 წლის ოქტომბერში ენძელა მაჭავარიანმა 38 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიც აიღო (2027 წლამდე), რომლის მომსახურებაც 2015-ში 430 აშშ დოლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3