კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წარსულის აჩრდილები #11

ანუ „სიტყვა საქმიანი“

 ყველას მოეხსენება, რომ უქმე დღეები ოხრად გვაქვს (მეორე მხრივ კი, რა თავში ვიხლით, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი ისეთ სიმაღლეებს სწვდება, რომ ლამისაა ყოველი დღე უქმეა?!), მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ ერთი შემოგვემატება, კერძოდ: 12 აგვისტო.
დიდგორის ბრძოლის დღე შესაძლოა, საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ გამოცხადდეს და უქმედაც დაწესდეს (ან კი რა გამოცხადება უნდა, როდესაც ათი საუკუნეა, ნამუსს გვწმენდს?!).
ასეა თუ ისე, პარლამენტში უკვე ინიცირებულია შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“, უმრავლესობის დეპუტატების ავტორობით.
ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ეს დღე  არა მხოლოდ უქმედ უნდა გამოცხადდეს, არამედ ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით უნდა აღინიშნოს კიდეც: ხელს შეუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებასა და განმტკიცებასო.
მომყავს ციტატა: „ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა… დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა…“
დღესასწაულები, იცოცხლე, კარგია, უქმეები – უფრო უკეთესი, თუმცა, ამით რომ ეროვნული თვითშეგნება მტკიცდებოდეს, ჯარში წასვლის მსურველთა ტევა არ უნდა გვქონდეს. –

скачать dle 11.3