კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კაცია ადამიანი?! #11

ანუ „მარტის თვეა შენი“

 განა იმიტომ, რომ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ ან, იმ მიზეზით, რომ მარტია, უბრალოდ, იმის გამო, რომ 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა, თანამემამულე ფემინისტებად წოდებულმა აქტივისტებმა 8 მარტს, სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ ჩაიარეს.
მომყავს ციტატა მარშის მოტივების უკეთ ასახსნელად: „ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ჩვენ გვინდა, ვამხილოთ ის პრაქტიკები, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს (ცოტა უხეირო ქართულია და აზრიც ბუნდოვანი, მაგრამ იყოს, როგორცაა).“
იქვე დასძენენ, რომ „ქალებს უწევთ, დამალონ საკუთარი სექსუალური აქტივობა ან, სულაც, უარი თქვან მასზე,“ რის დასტურადაც,  2017 წელს ჩატარებული კვლევა მოჰყავთ (ფრიდრიხ ებერტის ფონდისა), რის მიხედვითაც, ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1 პროცენტი ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი.
უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ „ოჯახში ქალს ავალდებულებენ, ჰქონდეთ სექსი მაშინ, როცა არ სურთ. ქალებს დამნაშავედ მიიჩნევენ  მაშინაც, როდესაც მათზე ძალადობენ, აუპატიურებენ ან კლავენ (მე და ეს ქალბატონები აშკარად სხვადასხვა პლანეტაზე ვსახლობთ)“.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ მსგავსი პრობლემებიც გვაქვს (ან კი სად არის?!), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, ზემოხსენებულ აქციაზე გამოფენილ პლაკატებს, პათოსით: „თავისუფლება ჩემს გენიტალიას (ოღონდ არა სალიტერატურო ტერმინით)“, „ორგაზმი კაცების გარეშე“ და მსგავსნი, ჩნდება ეჭვი, რომ ზემონახსენები ფემინისტად წოდებულები ქალთა უფლებების კომელიზაცია-დისკრედიტაციას უფრო ისახავენ მიზნად, ვიდრე მათ დაცვას. –

скачать dle 11.3