კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეგობარ-ამღიარებლები #11

აჰ, ნეტავი, ერთად იყოს ცხინვალი და კარაკასი

 ამ ჩვენებურმა „პრ-მა“ ლეონიდ თიბილოვმა, სანამ „იუჟნაია ოსეტიას“ „იუჟნაია ალანიას“ დაარქმევდა, კარაკასი მოიარა (და მერე რა, რომ რუსული პასპორტით?!). ან კი როგორ არ მოივლიდა, როდესაც ვენესუელა ჩვენებური სეპარატისტებისა და ოკუპანტის მეგობარ-ამღიარებელია?!
ჰოდა, რაკი არიან (ერთმანეთის ამღიარებლები), გადაწყვიტეს, რომ, ამ მეგობრობის გათვალისწინებით, ისეთი ფორმალობა, როგორიც ვიზებია, გააუქმონ.
„პრ.“ თიბილოვი კარაკასს უგო ჩავესის იმქვეყნად გადასვლის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ეწვია და განა მარტო?! „იუჟნაია ოსეტიის“ „დიპლომატიური უწყების“ თანამშრომლებთან ერთადო.
ჩვენებურ ოს სეპარატისტთა ნომერ პირველ დიპლომატ ალან კოჩიევს უბრძანებია, რომ ჰაერივით აუცილებელია მეგობრული კავშირის განმტკიცება და კულტურის, განათლების, ეკოლოგიისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაო (შესაბამის პროტოკოლზეც მოუწერიათ ხელი).
ერთი სიტყვით, 30 დღეში ვენესუელასა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის უვიზო მიმოსვლა დამყარდება, პათოსით: ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო. ცხადია, იმას გარდა, რომ, თუკი ჩვენ ევროპაში ვივლით უვიზოდ, ჩვენებური სეპარატისტები, დარდის გასაქარვებლად, ვენესუელას დალაშქრავენ! –

скачать dle 11.3