კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოჩა ჯამარაული: გაკეთებულ საქმეებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ღირდა ფეხბურთიდან პოლიტიკაში წასვლა #10

მისი კაბინეტის კარი მუდმივად ღიაა გარდაბნის მოსახლეობისთვის. რაიონის გამგებელი, გოჩა ჯამარაული პოლიტიკაში დიდი ფეხბურთიდან მოვიდა. ამას არ ნანობს და მიაჩნია, რომ გოლის გატანისა და გამგებლობისას მიღებული სიხარულის განცდა, ერთმანეთს ჰგავს. ჩვენი ლოკალური გამოკითხვების თანახმად კი, ბატონი გოჩა წლის აღიარებული გამგებელია, რომელსაც ჩვენი რესპონდენტები ასახელებენ.
– ბატონო გოჩა, ფეხბურთი და პოლიტიკა, რა არის საერთო მათ შორის და როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
– ფეხბურთსა და პოლიტიკას შორის ბევრი საერთოა. სპორტშიც და პოლიტიკაშიც ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მას უნდა ემსახურებოდე. ერთგანაც და მეორეგანაც გუნდურობა აუცილებელი კრიტერიუმია და ეს გვეხმარება ნებისმიერი საქმის შესრულებისას. გარდაბანში იქნება თუ  უფრო განვრცობილად – პოლიტიკაში, მე გუნდს წარმოვადგენ. გუნდთან ერთად ვმუშაობ და ჩემს ქვეყანას ვემსახურები ნებისმიერ პოზიციაში. როცა გამგებელი ხარ, უნდა გყავდეს კარგი მოადგილეები,  სამსახურების პროფესიონალი  ხელმძღვანელები, კადრები, ისევე როგორც ფეხბურთში – მწვრთნელი, მეკარე, თავდამსხმელი და მთლიანი გუნდი.
– პოლიტიკაში მოსვლას თუ იფიქრებდით?
– ნამდვილად არა. მთელი შეგნებული ახალგაზრდობა  ფეხბურთს მივუძღვენი. ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. არც ვგეგმავდი პოლიტიკაში რაიმე ფორმით მოსვლას. სამწუხაროდ მოულოდნელად გარდაიცვალა გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგებელი და  მომიწია რიგგარეშე  არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, რომ ჩავრთულიყავი და ასე მოვედი გარდაბნის გამგებლად. ვერ ვეტყოდი უარს მხარში ამოდგომაზე. გარდაბანი ჩემთვის ძალიან ახლობელია. აქ გავიზარდე და მიხარია, რომ მის განვითარებაში ერთი აგურის დადება შემიძლია.
– ხშირად მიუთითებენ, რომ პოლიტიკა არ არის სპორტსმენების საქმე...
–  კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჩვენი თაობის ფეხბურთელები კალაძე, კობიაშვილი, ყაველაშვილი, მე  და სხვანი, ერთ– ერთი პირველები ვიყავით, უცხოეთში რომ გავედით და ევროპულ ქვეყნებში ვცხოვრობდით. კარგად ვიცით და გათავისებული გვაქვს ევროპული ღირებულებები და  კრიტერიუმები. მე, მაგალითად, შვეიცარიაში ვცხოვრობდი დიდხანს და მას  ქვეყანა–ბანკს და „სოლიდურ ციხეს“  ვეძახი, სადაც საოცარი წესრიგი და  კანონებია. ერთ ფრანკს ვერ დახარჯავს ვერავინ ზედმეტად. რა თქმა უნდა, ევროპული ცხოვრების გამოცდილება ჩვენც შეგვიძლია, ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ და მის  სამსახურში გამოვიყენოთ. ჩვენმა ევროპულმა ცხოვრების წესმა განაპირობა ისიც, რომ მუდმივად კანონის შესაბამისად და სრული ლეგიტიმაციის პირობებში ვმოქმედებთ.
– ცნობილია, რომ თქვენი გამგებლობის პერიოდში ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა განხორციელდა და რაიონისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდა.
– ნამდვილად ასეა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში,  სხვადასხვა მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო და მოასფალტდა  დიდი  ფართობის მქონე რაიონული გზები. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა  საბავშვო ბაღებს. მუხლებრივად დაფინანსდა და შემწეობა გაეწია  სხვადასხვა დაავადების მქონე ავადმყოფებს. დაფინანსდა ოპერაციები, საქველმოქმედო ღონისძიებები და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ რაიონში მიმდინარე ბიზნესპროექტებზე, რომელსაც  მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და სტიმულს ვაძლევთ. გარდა ამისა, 40-50 წელია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში, მარტყოფში, ახალ სამგორში,  წყალი მოსახლეობას იშვიათად, ხან ორ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა, ახლა „მსოფლიო ბანკის“  მუნიციპალური განვითარების  ფონდის პროექტების ფარგლებში, რომელიც 25 000 000 ლარის  ხარჯვას მოიცავს, პროექტის განხორციელების  შედეგად, ზემოთ აღნიშნულ სოფლებს  სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემა ექნებათ. ძალიან ბევრი სხვა პროექტიც განვახორციელეთ. გაკეთებულ საქმეებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ღირდა ფეხბურთიდან პოლიტიკაში წასვლა..
– თქვენზე ამბობენ, რომ უშუალო ბრძანდებით მოსახლეობასთან და თქვენი კაბინეტის კარი სულ ღიაა...
– გამგებელი სხვანაირი როგორ უნდა იყოს? როცა შენთან ადამიანი მოდის და გიყვება თავის  ამბავს, გაჭირვებას, ზოგს ისეთი  სულისშემძვრელი ისტორია აქვს, უბრალოდ, შინაგანი ძალა არ გიშვებს, როგორც შეგიძლია არ დაეხმარო. თანადგომა მაინც უნდა დაანახვო... ყველას ვერ ეხმარები ფიზიკურად, მაგრამ ღვთის შეწევნით, ვცდილობ, მოვძებნო შინაგანი რესურსი, რომ მაქსიმალურად დავანახვო მხარში დგომა.
– თქვენი ოპონენტები ხშირად  მიუთითებენ,  რომ გამგეობაში ახლობლები  დაასაქმეთ...
–   არასწორი ინფორმაციაა. არცერთი ჩემი ნათესავი და  ახლობელი  არ დამისაქმებია.  პრიორიტეტს ყოველთვის ვანიჭებ ადგილობრივებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვერ მოიძებნა საჭირო კადრი, დღის წესრიგში  დგება  უფრო კომპეტენტური კადრის მოძიების საჭიროება.
– ბატონო გოჩა, თქვენი საოცნებო „გოლი“  საქმიანობაში.
–  თბილისის „დინამოში“   ვიყავი, „უეფაზე” ვთამაშობდით და შევხვდით მოსკოვის „ტორპედოს.“ მახსოვს, გადაჭედილი სტადიონი იყო და გოლი გავიტანე. ასეთი სიხარული, ხალხის ასეთი აღტაცება, არცერთი გოლის დროს არ მინახავს. მინდა, რომ ხალხისთვის ასეთი სიხარული და აღტაცება მომქონდეს. ბუნებრივია, ყველას ვერ მოეწონები, მაგრამ ჩემი გარდაბნელებისთვის კარგი გამგებელი უნდა ვიყო.

скачать dle 11.3