კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქეთევან ყაყატიშვილი წარმატებული ბიზნესლედი და რა საინტერესო საჩუქარს სთავაზობს მისი სამშენებლო კომპანია – „ევრო პლუსი” პოტენციურ კლიენტებს #10

ბიზნესლედიმ – ქეთევან ყაყატიშვილმა რამდენიმე წლის წინ ბავშვობის ოცნება აიხდინა და სამშენებლო კომპანია ,,ევრო პლუსი” დააფუძნა, რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობს. ამის ნათელი მაგალითი კი, ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სამშენებლო ბიზნესამდე იყო სხვა, არანაკლებ მოთხოვნადი ბიზნესი. ყოველთვის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ეს, მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს კი, უკვე რეალიზებული, წარმატებული ქალბატონი, მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ, არაერთი საინტერესო და სასარგებლო ჩანაფიქრის განხორციელებას გეგმავს.
ქეთევან ყაყატიშვილი: იყო დრო, როცა ძალიან ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ მათი განხორციელების შესაძლებლობა – არა.  დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებები ხდება! თუ რაიმე მთელი გულით გინდა და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებ, ის აუცილებლად გამოვა! ამ გადმოსახედიდან ხშირად მიკვირს, როგორ შევძელი ეს ყველაფერი?! მთავარია, ოცნება არ შეწყვიტო. ახლა მჯერა, რომ კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ. ბევრისთვის ვიცი, რომ წარმოუდგენელია ცარიელი ხელებით ამხელა წარმატებას მიაღწიო,  მაგრამ ეს, რეალობაა. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა უბრალო  დიასახლისი ვიყავი, მაგრამ მქონდა უზარმაზარი სურვილი იმისა, ჩემი საქმე მქონოდა. ვყოფილიყავი რეალიზებული, ჩემი შვილებისთვის შემექმნა უკეთესი მომავალი და გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს. გორში ვცხოვრობ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დღეს ყველანაირი საშუალება მაქვს, თბილისში გადავიდე, ჩემს ქალაქს ვერ ველევი. მასთან  განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მაკავშირებს. გორში რომ შემოვდივარ, ასე მგონია,  საკუთარ ოჯახში შემოვედი.
– როგორ მოხვდით ბიზნესში?
– ბიზნესიდეები ყოველთვის მქონდა. როდესაც გადავწყვიტე, პატარა ლომბარდი გამეკეთებინა გორში, ოჯახის წევრები ჩემს წამოწყებას მხარს არ უჭერდნენ. ამ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფიქრობდნენ, სუსტის სქესის წარმომადგენლისთვის რთული იქნებოდა ამ საქმეში მუშაობა. ყველაფრის მიუხედავად, 2011 წლიდან მაინც დავკავდი მცირე ბიზნესით. გავხსენი პატარა ლომბარდი და მალე ყველას დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია, ვაკეთოთ სერიოზული საქმეები. ამ მიმართულებით გორში ჩემი ფირმა ერთ-ერთი პირველი იყო. გავცემდით მიკროკრედიტებს. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავდა და ყველას მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ვფუნქციონირებდით. ამიტომ, გაჩნდა გაფართოების საჭიროება. 2013 წლიდან კომპანიას დაერქვა „ევრო კრედიტი”. ყველაფერი გორიდან დაიწყო. შემდეგ გავხსენით ფილიალები ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში.
– სამშენებლო ბიზნესი როგორ დაიწყეთ და განავითარეთ?
– ჩემს საკუთრებაში არსებული სამშენებლო კომპანია ,,ევრო პლუსი” ჩემი ახდენილი ოცნებაა, რომელსაც ბევრი ჩემი ახლობელი თავის დროზე ეჭვის თვალით უყურებდა. მაგრამ, მე ესეც შევძელი და ყველას დავუმტკიცე, რომ მთავარია, მონდომება და მიზნისკენ დაუღალავად სვლა. გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ცხრა ნომერში, ავაშენე შვიდსართულიანი კორპუსი, რომლის მერვე სართული მიწაშია.  ჩვენი კორპუსის ფუნდამენტი ძალიან ძლიერი და მყარია, გათვლილია რვაბალიან მიწისძვრაზე. საცხოვრებელი ფართები 37–დან 137 კვადრატულ მეტრამდეა. კვადრატული მეტრის ფასი 450 დოლარია. დღეის მდგომარეობით, ბინების ძირითადი  ნაწილი გაყიდულია, თუმცა კიდევ რამდენიმე ათეული ბინაა გასაყიდი. ჩვენს კლიენტებს, გადახდის მხრივ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით და მათთვის სპეციალური საჩუქრებიც გვაქვს.
– კონკრეტულად, რა შეთავაზებები გაქვთ პოტენციური კლიენტებისთვის და განვადებით თუ არის ბინების შეძენა შესაძლებელი?
– ჩვენთან მოქმედებს შიდა განვადება. პირველადი შემოსატანი ღირებულების 30 პროცენტია, ხოლო დანარჩენი თანხის უპროცენტო განვადება კეთდება 3 წელზე. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, როცა ახალგაზრდა წყვილს სურს ბინის შეძენა და იმ მომენტში, არ აქვს სათანადო თანხა. ასეთ შემთხვევებში, გარკვეული შეღავათები მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ შანსი, გააკეთოს სასურველი შენაძენი. ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენს კორპუსში იძენენ ბინას, მაგრამ არ ცხოვრობენ. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მათ ვეხმარებით ბინის გაქირავებაში. მაქვს ძალიან საინტერესო შეთავაზება მათთვის, ვინც ასი ან მეტი კვადრატული მეტრის ბინას იყიდის ჩვენთან და ბინის ღირებულებას ერთიანად გადაიხდის. მას საჩუქრად გავურემონტებთ ბინას და  ვუსახსოვრებთ საგარაჟე ადგილსაც. ხოლო, ვისაც ეს აქცია არ  შეეხება, სურვილის შემთხვევაში, რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად გავურემონტებთ ბინას.

скачать dle 11.3