კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუმტვრია თავ-პირი სოსო ოხანაშვილმა სამების ტაძრის სტიქაროსანს და როგორ დანიშნეს მეუფე პეტრეს მძღოლი პატრიარქის დაცვის უფროსად #10

პატრიარქის გარემოცვის მხრიდან მისდამი დამოკიდებულება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ შეიცვალა. მანამდე მამა გრიგოლი ეკლესიის წიაღში გაზრდილი, ერთი ჩვეულებრივი მოძღვარი იყო, რომელიც თავის საქმეს უხმაუროდ ასრულებდა. რატომ დაიწყო მასზე თავდასხმა და მუქარები, რატომ დაუწვეს სახლი და წაართვეს ეკლესია, თავად წმიდა იოანე მხედრის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) გვესაუბრება:
– ჩემი პრობლემები პატრიარქის გარემოცვასთან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც მე ირინა ენუქიძის მოძღვარი გავხდი. მხარში ამოვუდექი მას და ვცდილობდი, უწმიდესთან შემეხვედრებინა, რადგან შვილმოკლულ დედას ძალიან სჭირდებოდა პატრიარქთან სიახლოვე. ეს აღიზიანებდა იმ გარემოცვას, რომელმაც გირგვლიანი იმსხვერპლა და ყველანაირად ცდილობდნენ, ქალბატონი ირინა პატრიარქამდე არ მისულიყო. სხვათა შორის, მამა მიქაელ ბოტკოველს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რას დასდევ ამ გატიალებულ ქალს, რა გინდა, რატომ არ ჩამოშორდებიო.  სოსო ოხანაშვილმა და ალეკო თოდუამ პატრიარქი არც ირინას პანაშვიდზე გაუშვეს და არც დაკრძალვაზე, მისი სამებიდან გამოსვენება მინდოდა, მაგრამ არც ამის საშუალება მომცეს. სხვა მხრივ მე არანაირ საშიშროებას არ წარმოვადგენდი ვინმესთვის. მაგრამ, ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე თავდასხმა და მუქარები. დამიწვეს სახლი ვარიანში, დამიწვეს ფერმის შენობა. წამართვეს ჩემი აშენებული წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია... მაშინდელი თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და მისმა სპეცსამსახურებმა ბევრჯერ სცადეს შევეშინებინე და ტაძრის მშენებლობაზე უარი მეთქვა, მაგრამ ვერ მოახერხეს. სასულიერო პირებმა კი, ეს ყველაფერი ეკლესიური კანონებით შემისრულეს. ჩამოიყვანეს მიქაელ ბოტკოველის კადრი, მოსკოვიდან ნარკომანობისა და ლოთობის გამო გამოგდებული, მამა მიქაელ ქადაგიშვილი  და დასვეს ეკლესიის წინამძღვრად. მოგეხსენებათ, ბოტკოველს დიდი სიახლოვე ჰქონდა „ნაციონალებთან“. ის ერთ-ერთი მლოცველი იყო მაშინ, მიშა სააკაშვილის წარმატებისა და მთავრობაში მოსვლისთვის.
– ეს იმ ტაძარზე ამბობთ, მამაო, რომელიც სანდრო გირგვლიანის სახელზე ააშენეთ?
– დიახ, ამ ტაძრის მშენებლობა 2007 წლის გაზაფხულზე, სანდროს სულის საცხონებლად დავიწყეთ მე და ქალბატონმა ირინამ. საბურთალოზე, ველოტრეკის მხარეს. აგვისტოში უკვე ირინა ენუქიძე გარდაიცვალა. მაშინდელი ქალაქის მერი გიგი უგულავა და მისი სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არავის გაეღო შესაწირი და ტაძარი დროულად ვერ ამეშენებინა. მაგრამ, ღვთის შეწევნით, ეს მაინც შევძელი. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, დავით საგანელიძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც 5 000 ლარი შემოგვწირა. მაშინ ეს ჩემთვის უდიდესი თანხა იყო. გარდა ამისა, გვეხმარებოდნენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არ ჩნდებოდნენ, მაგრამ ტოვებდნენ კოორდინატებს, რომ მივსულიყავით და ბლოკი, ცემენტი, საშენი მასალა წამოგვეღო. დღესაც არ ვიცი, ვინ არიან ეს პიროვნებები, რადგან თავიანთი სახელის გამხელის ეშინოდათ. თუ მე, სასულიერო პირი არ დამინდეს და ყველანაირად მავიწროებდნენ, ჩემი სუნთქვაც კი აღიზიანებდათ, სხვას რას დამართებდნენ? დღემდე არავის უხსენებია, რომ ის ტაძარი, რომელიც წამართვეს, სანდრო გირგვლიანის სულის საცხონებლადაა აგებული. ყველაფრის უკან კი, რაც თავს გადამხდა, ყოფილი სპეცრაზმელები – ძმები თოდუები და სოსო ოხანაშვილი იდგნენ.  ალეკო თოდუა და სოსო ოხანაშვილი უბრალო შესამოსელით შემოვიდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნაციონალების მმართველობის დროს აღზევდნენ და დღეს უკვე საპატრიარქოს აშანტაჟებენ. ახლა რომ ოხანაშვილმა ვითომ პრესკონფერენცია დაგეგმა და დააანონსა, რომ ისეთ რამეებს იტყვის, ყირაზე დააყენებს ყველაფერს, რა აქვს სათქმელი მაგას? – გარდა იმისა, რომ თვითონ მოაწყო ყველაფერი და ამით ახლა  პატრიარქს და საპატრიარქოს აშანტაჟებს.
არასდროს დამავიწყდება როგორ დაუმტვრია თავ-პირი და სისხლი ადინა სამებაში მსახურების დროს სოსო ოხანაშვილმა ერთ გაჭირვებულ ბიჭს, სტიქაროსან სოლომონს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ბიჭი პატრიარქს მის დაუკითხავად მიეახლა. ხელზე ეამბორა და დალოცვა სთხოვა. ახლაც რომ მახსენდება, ემოციებს ვერ ვუმკლავდები. ეგ კაცი არის საშინელი პიროვნება. მაგის შიშით ირგვლივ ვერავინ სუნთქავდა და ძალიან მიკვირს, ასეთ პიროვნებად როგორ ჩამოყალიბდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს საპატრიარქოში „ცხვრის ქურქით“ მოვიდა. შემდეგ პატრიარქის ძმის შვილიშვილზე დაქორწინდა და მოგვიანებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსობასთან ერთად, ბაჩო ახალაიას მრჩეველი გახდა. ამ თანამდებობას მის დაპატიმრებამდე ინარჩუნებდა. 2 000 ლარი ჰქონდა ახალაიასთან ხელფასი... და ასე, ნელ-ნელა, სითავხედის ყველა რეკორდი მოხსნა. მამა მიქაელ ბოტკოველისა და ოხანაშვილის გარეშე მეუფე არ ინიშნებოდა. ეს ორი ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს. 
– სტიქაროსანი მხოლოდ იმის გამო სცემა, რომ პატრიარქს მის დაუკითხავად მიეახლა?
– მხოლოდ ამის გამო დაასისხლიანა. როგორ გაბედა, რომ მის უკითხავად, პატრიარქს მიუახლოვდა?! სოლომონი თვითონ მივიდა პატრიარქთან და უთხრა, სოსომ რაც დამართა. უწმიდესმა მაშინვე გამოაგდო საკურთხევლიდან ოხანაშვილი. ბიჭს სახიდან სისხლი სდიოდა. მე ეს შორიდან შევამჩნიე და მივხვდი, ამ საზიზღრობის ჩადენა საკურთხეველში ვისაც შეეძლო. მივედი მასთან და ვუთხარი, გარეწარი ხარ-მეთქი და რა თქმა უნდა, ჩემკენაც გამოიწია. ჩემამდე სტიქაროსნებმა არ მოუშვეს, თორემ, ახლა რომ თავს იკატუნებს, სასულიერო პირზე ხელს როგორ ავწევდიო, ეს არის ტყუილი. მზად იყო ჩემთვის იარაღიც დაეხალა, თუ ეს დასჭირდებოდა. ეს ადამიანი ძალიან საშიში პიროვნებაა. იმდენი სასულიერო პირი იყო იქ და ვერავინ გაბედა მისი შეჩერება, რადგან იცოდნენ, რომ პრობლემები შეექმნებოდათ. ეკლესიაში გავიზარდე, 1989 წლიდან პატრიარქთან ვიზრდებოდი. ბევრი ურწმუნო მინახავს, ბევრი მორწმუნე, ბევრი სპეცნაზელი, მხედრიონელი, გვარდიელი, მაგრამ ასეთი რამ არავის გაუბედავს. ახლა რომ საუბრობს ოხანაშვილი, პატრიარქი მოწამლესო, მას დიდი ხანია, ასეთი საქციელებით წამლავენ. თვითონ წამლავენ! მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დღესაც დიდ ძალას წარმოადგენენ, მათი არ მეშინია, თუნდაც მომკლან!
შეგნებულად არ ვასახელებ ბევრ ადამიანს, ვისაც ჩემს განადგურებაში წვლილი მიუძღვით. ველოდები, რა პოზიციას დაიჭერენ. ხომ ხედავთ, ამ პატიმარს, მამალაძეს, ვინ უჭერს მხარს? – ოხანაშვილის რჩეული, ახალაიების მოძღვარი და მიშას ბავშვის ნათლია, ვინმე პეტრე ცაავა. საპატრიარქოს უპირისპირდება ის, რომელმაც „ნაცებისგან“ დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება მიიღო. მათ დღესაც ისეთი ძალაუფლება აქვთ, რომ მოინდომონ, საპატრიარქოს კი არა, მთელ მართლმადიდებლობას დაატრიალებენ. 
ისეთი რა დამსახურება და გამოცდილება ჰქონდა, რა ნიჭით გამოირჩეოდა ეს გიორგი მამალაძე, რომ თბილისში საიმედო და პატიოსანი მოძღვარი ვერავინ ნახეს და ბათუმიდან ჩამოიყვანეს ეს ადამიანი – საპატრიარქოს ქონება ჩააბარეს?! რატომ ბათუმიდან მაინცდამაინც?! რატომ მაინცდამაინც ოხანაშვილის სიმამრის მარჯვენა ხელი? – ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი ისე დასრულდეს, გამოძიებამ ვერ გასცეს პასუხი ბევრ საკითხს, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
– უიმედობის საფუძველს რა გაძლევთ, მამაო, არ ენდობით გამოძიებას?
– არ ვიცი, რა იქნება. უფლის მადლით, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საპატრიარქოში ნაციონალების პარპაში. მაგრამ, დაცვის უფროსად ვინც დანიშნეს, იგივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორიც აქამდე ოხანაშვილი იყო.  ის არის მეუფე პეტრეს ყოფილი მძღოლი, ოხანაშვილის მარჯვენა ხელი და შემსრულებელი, ვინმე ბუჩუკური და საგანგებო მდგომარეობა რჩება იმიტომ, რომ არაფერი შეცვლილა. სოსო ოხანაშვილი ცდილობს, თავისი კადრი ჰყავდეს საპატრიარქოში, რათა ციხეში არ მოხვდეს, არ განადგურდეს, არ დაკნინდეს. ამით ის იტოვებს გზას, რომ პატრიარქის დაშანტაჟების შანსი შეინარჩუნოს.
რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ხდებოდა, რომ მე მიწვავდნენ, მიბუგავდნენ სახლს. მე წამართვეს ეკლესია. მე დავაარსე 2009 წელს ლონდონში წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, იმ გაჭირვებულ მრევლთან ერთად, იქ რომ იმყოფებოდა. ჩამატარებინეს პირველი წირვა, მერე კი იქიდან გამომაგდეს.
– ვინ გამოგაგდოთ, მამა გრიგოლ?
– აღარ მინდა დაკონკრეტება. ჩამოვიდა ერთი რჩეული მღვდელმთავარი, კარგად იციან ვიზეც ვამბობ და კი არ მითხრა: მოდი, ერთად ვიმსახუროთ, მამაო, რადგან ამხელა მადლი გააკეთე და ლონდონში ასეთი ტაძარი ააგეო. პირიქით, მოვიდა და მსახურების დროს, ჩუმად ჩამჩურჩულა, ეს ტაძარი უნდა დატოვო და წახვიდეო. მრევლს არაფერი ვუთხარი, რადგან არ მინდოდა, შფოთის მიზეზი გავმხდარიყავი.  ავდექი და წამოვედი ჩუმად. მერე ისე წაიყვანეს უწმიდესი იმ ტაძრის საკურთხევლად, რომ არც გამაგებინეს. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გული გამხეთქოდა ან რამე დამეშავებინა საკუთარი თავისთვის, მაგრამ მე ეს გადავიტანე.
ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების დღეს, ან რაიმე სხვა დღესასწაულზე, ბატონი იური ცდილობდა ხოლმე, კორტებზე, პანაშვიდის სახით, ღონისძიება გაემართა. ვერცერთ მოძღვარს იქ ვერ ნახავდით. მხოლოდ მე ვბედავდი მისვლას, რისკზე მივდიოდი და ისე ვასრულებდი მსახურებას.  ამის შემდეგ იწყებოდა ჩემზე თავდასხმები, ქალების მოგზავნები და ათასი განსაცდელი...
– ქალების მოგზავნები რას ნიშნავს, მამაო?
– ქალების ჯგუფიც ჰყავდათ მაგათ და უნდოდათ, თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ყველა სასულიერო პირის პრობლემები კარგად იციან. ყველა მღვდელსა და ეპისკოპოსს უსმენდნენ ოხანაშვილი და ძმები თოდუები. ეს არის ბინძური „ტროიკა“, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, შევევიწროებინეთ. ალეკო თოდუა პირდაპირ იარაღით დამემუქრა საპატრიარქოში. იარაღს დაგახლიო, მითხრა, რადგან მათი მორჩილი არ ვიყავი და ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ ხმამაღლა გამოვხატავდი.
– მამა გრიგოლ, თუ ასეა, ვინ დააძალა სოსო ოხანაშვილს, თანამდებობა დაეტოვებინა, ან მიქაელ ბოტკოველი რატომ წამოვიდა საკუთარი სურვილით?
– მე მგონი, იმდენი ცოდვა დაუგროვდათ, გაცლა ამჯობინეს. ან, მეტი მოითხოვეს და ძალიან მინდა, დაადგინოს გამოძიებამ, რა მოითხოვეს! ბევრი ამბობს, რომ ბოტკოველს პატრიარქი ამ გასაჭირში არ უნდა მიეტოვებინა, მაგრამ მე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანი თვითონ არის დიდი საშიშროება. პატრიარქის ერთგულები არ უყვართ ამ ადამიანებს.
მრავალი წელია, ვხედავ პატრიარქი როგორი პიროვნებების გარემოცვაშია და ყოველ წუთს ველოდი, რომ ესენი რაღაც სასწაულს მოახდენდნენ. მაგრამ, მადლობელი ვიქნები უფლის, თუ დღეის შემდეგ საპატრიარქოში სააკაშვილისა და მისი აგენტების მმართველობა დასრულდება.

скачать dle 11.3