კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა რძლის ნაცვლად, გისოსებს მიღმა დედამთილი #10

 სამკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, 35 წლის ქალს, ქმარმა და დედამთილმა თაღლითობისა და ქურდობისთვის უჩივლეს.  საჩივრის ინიციატორი დედამთილი გახდა. მან შვილი დაარწმუნა, რომ ცოლმა, ქალწულობა გაითამაშა, რადგან წარსულში გათხოვილი იყო. საჩივარზე მოკვლევა მართლაც დაიწყო, მაგრამ სახელგამტეხი ცნობების გავრცელების ბრალდებით, განსასჯელი თავად დედამთილი გახდა.
ხმაურიანი საქმის განხილვა თითქმის სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ექსპერტების ძალისხმევით, საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. 35 წლის თამარ მ-ძე  ქალწული აღმოჩნდა და ვინაიდან მის პატიოსნებას ჩრდილი მიაყენეს, პასუხი ნამდვილ დამნაშავეს, ანუ დედამთილს აგებინეს. თუმცა, დედამთილი, ვენერა შ-შვილი  ერთ დეტალს სიმართლეს ამბობდა – მისი რძალი სულ რაღაც ორი დღით, მაგრამ წარსულში, მართლაც იყო გათხოვილი... მთავარი და დაუჯერებელი კი ის არის, რომ თამარ მ-ძეს პირველმა ქმარმაც ზუსტად იგივე ბრალდება წაუყენა, რომ ქალწული არ იყო...
დედამთილის ინიციატივის მიუხედავად, პოლიციაში შეტანილ განცხადებას ხელს თამარის მეუღლე, არჩილ შ-შვილი  აწერდა. მასში დაფიქსირებული იყო, რომ 35 თამარ მ-ძემ თაღლითურად,   შეურაცხყო  ოჯახი.  კერძოდ, დამალა, რომ წარსულში გათხოვილი იყო და მოტყუების გზით, თავი არჩილს ცოლად მოაყვანინა. განცხადების თანახმად, მას თანამზრახველიც ჰყავდა – მათი თანასოფლელი ელიზა ზ-შვილი  ეხმარებოდა, რომელიც წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. დედამთილის ვერსიით, აღნიშნულ პიროვნებას სურდა, თამარ მ-ძის დახმარებით, მათი ქონება გაეზიდა, რაც ქორწინების პირველივე დღეებში აღასრულა კიდეც. დედამთილის ჩვენების მიხედვით, სახლიდან დაიკარგა ოქროს სამკაულები, რაშიც  ვენერა შ-შვილი თამარ მ-ძეს ადანაშაულებდა.   
საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, საჩივარზე მოკვლევა მეორე დღესვე დაიწყო. შესაბამისად, დაიკითხა როგორც თამარ მ-ძის  ქმარი, ასევე დედამთილი. ვენერა შ-შვილმა  განმარტა, რომ მას ყველაზე დიდ  დანაშაულად ოჯახის შეურაცხყოფა მიაჩნდა, რადგან უტყუარად იცოდა, რომ მათი რძალი გათხოვილი იყო და დამალა. ეს კი მათ გვარს ღირსებას ულახავდა. დედამთილი იმასაც ირწმუნებოდა, რომ ყურადღებით დაათვალიერა შვილის თეთრეული და აქედან გამომდინარე, დაასკვნა, რომ  რძალი ქალწული არ იყო: მისი აზრით, რძალმა სწორედ თბილისში წაშალა პირველი ქორწინების კვალი. დედამთილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქონებრივი დავაც. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სახლიდან გაქრა ოქროს სამკაულები, მისმა რძალმა სახლიდან მაცივარი და გაზქურა ბაბუამისის სახლში წაიღო, რაც აშკარა ქონების ხელში ჩაგდებაზე მიუთითებს (რეალურად, ვენერა შ-შვილმა სახლში ავეჯი გამოცვალა და ძველი ნივთები რძლის ბაბუას ძალით გაატანა).
რაც შეეხება დადანაშაულებულის ქმარს, ჩვენებაში ის დედას ეთანხმებოდა.  კითხვაზე - იყო თუ არა მისი ცოლი ქალწული, არჩილ შ-შვილი  პასუხობდა, რომ დარწმუნებული არ იყო,   მაგრამ  მაინც დედის ჩვენებას ეთანხმებოდა. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ის  გარემოება, რომ გამომძიებელმა თამარ მ-ძე  სახლში დაკითხა. გამომძიებლის დანახვაზე ქალი შოკში ჩავარდა. მან ჩივილის შესახებ არაფერი იცოდა და იმდენად ცუდად გახდა, ძლივს მოაბრუნეს. შემდეგში, როცა ჩვენება მისცა, განაცხადა, რომ გამომძიებლის დანახვაზე ეგონა, მის ქმარს რამე შეემთხვა. აზრად არ მოსვლია, რომ შესაძლოა, ქმარს დამნაშავედ გამოეცხადებინა. თუ რატომ დაუკავშირა გამომძიებლის დანახვა ქმარს, თამარ მ-ძე ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ბოლო დღეებში მისი ქმარი სახლიდან გაუჩინარდა და ეშინოდა, რამე ცუდი არ შემთხვეოდა. რეალურად, არჩილ შ-შვილი,  ღამეებს დედასთან ერთად, ბებიის სახლში ათევდა. უფრო ზუსტად, დედა შვილს სახლში არ უშვებდა, რადგან მისი თქმით, არ უნდოდა, შვილს უწესო ქალთან ეცხოვრა. დროთა განმავლობაში კი, მისი ცოლი სახლიდან  წავიდოდა, რადგან თაღლითობისთვის პასუხსაც მოსთოვდნენ.
ორი უიღბლო ქორწინება   
მას შემდეგ, რაც საქმეზე გამოძიება დაიწყო, შეურაცხყოფილი თამარ მ-ძე საცხოვრებლად ელიზა ზ-შვილთან გადავიდა – პიროვნებასთან, რომელმაც არჩილ შ-შვილი  გაურიგა.  როგორც თამარი ამბობდა, ოჯახში დაბრუნების მოერიდა. მისი მშობლები ამ ამბავს ვეღარ გადაიტანდნენ, რადგან მსგავსი სიტუაცია მათ უკვე გამოვლილი ჰქონდათ. შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, მან ქმრის სოფელში დარჩენა არჩია. ელოდა, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. მით უმეტეს, საკუთარ პატიოსნებაში დარწმუნებული იყო, რადგან მისი განმარტებით, იმ მომენტისთვის მასა და მის ქმარს შორის არაფერი მომხდარა და ის ისევ ქალწული იყო. ამის მიზეზი კი  ქმარი გახლდათ.
რაც შეეხება მის პირველ ქორწინებას, ეს ფაქტი თამარ მ-ძემ  ნამდვილად დამალა. თუმცა, როგორც ამბობდა,  ეს მისი პირადი ცხოვრება გახლდათ და უიღბლო ქორწინებაზე საუბარი აღარ სურდა. მაშინაც სწორედ იგივე დააბრალეს, თითქოს ქალწული არ იყო, მაგრამ დამტკიცდა, რომ მისი პატიოსნება ეჭვქვეშ სულ ტყუილად დააყენეს. სწორედ ამიტომ, თამარ მ-ძის განცხადებით,  ამ  ამბის გახმაურებისგან თავი შეიკავა, მით უმეტეს, მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. თანაც, გაარკვია, რომ არჩილსაც  ორი ცოლი ჰყავდა გამოცვლილი და დაქორწინებამდე ამის თქმა არც მან ისურვა. 
თამარ მ-ძემ ელიზა ზ-შვილის დახმარებით, დედამთილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. ექსპერტიზის დასკვნის  მიხედვით,   თამარ მ-ძე  ქალწული აღმოჩნდა... საჩივარს  ხელს თავად ელიზა ზ-შვილი აწერდა, რადგან თამარის დედამთილი თაღლითობაში მასაც ადანაშაულებდა.
სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ელიზა ზ-შვილმა  კოლეგიას მოუთხრო, რომ თამარი მას ნათესავად ერგებოდა. მისივე თქმით, ის არჩილის ოჯახსაც იცნობდა. ნორმალური, წესიერი ხალხი იყო და იმის მიუხედავად, რომ არჩილს ორი ცოლი ჰყავდა გამოცვლილი, მაინც ჩაერია და თამარისა და არჩილის დაოჯახებას ხელი შეუწყო. ელიზა ზ-შვილის ჩვენების მიხედვით,  მას ჭორად ჰქონდა გაგონილი, რომ არჩილს ბავშვობაში გონებრივი ჩამორჩენის  მსგავსი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მკურნალობდნენ კიდეც. ამის გამო სკოლაში ორი წლის დაგვიანებითაც შეიყვანეს. მისივე თქმით, როდესაც ის ორ ცოლს გაეყარა, ხალხი ამბობდა, რომ სერიოზული პრობლემები მას ჰქონდა. მაგრამ, ელიზა ზ-შვილი  დარწმუნებული იყო, ის  დედის გავლენის ქვეშ მოქეცა. ვინაიდან ოჯახის დანგრევის მოსურნე მხოლოდ თამარის დედამთილი – ვენერა იყო, მიუხედავდ იმისა, რომ თამარის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს ხელს არჩილი აწერდა, სასამართლომ პასუხისმგებლომა მხოლოდ ვენერას შ-შვილს დააკისრა. სასამართლომ მას სამი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა და 3 ათასი ლარი დააკისრა. რძლის პატივისა და ღირსების შელახვისთვის. გადაუხდის თუ არა, დედამთილი რძალს მორალური ზარალის საფასურს, ძნელი სათქმელია, რადგან ჩივილის მიუხედავად, თამარი ქმართან დარჩა.

скачать dle 11.3