კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისტიკურ ადგილას სთხოვდა საკუთარი ვერტმფრენით წაყვანას მაკა ასათიანი ლელა ნინუას და რატომ ვერ უძლებს მას ვერცერთი კაცი #10

ლელა ნინუა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ექსტრემალი ქალი ჟურნალისტია, რომელიც ხშირად გამხდარა არაერთი არტეფაქტის მნახველი და სხვადასხვა საშიში ადგილიდან გაუკეთებია რეპორტაჟი. ის ხვამლის მთაზეც რამდენჯერმე იმყოფებოდა და  ჯერ კიდევ წლების წინ, საქართველოში  სენსაციურ ადგილას აღმოჩნდა, სადაც, მკვლევრების თქმით, პირამიდაა.
ლელა ნინუა: მე, როგორც მოუსვენარ ადამიანს, არ მიყვარს ერთ ადგილზე ყოფნა, თუ რაღაც განვითარება არ მაქვს. ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვეძებ. მე კი არ ვეძებ, რაღაც ძალა არ მასვენებს. მიწის ნიშანი კი ვარ, მაგრამ ჰაერში, ცეცხლში, ყველგან შემიძლია, ვიტრიალო. შინაგანი ხმა, რომელსაც რამდენიმე წელია, ვუსმენ რამდენიმე განზომილებაში, ყოველთვის სხვაგან მივყავარ. მიყვარს, როცა საკუთარ თავს ვიწვევ და ვეჯიბრები.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა?
– ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ადამიანური ურთიერთობებია. სადღაც, რაღაც შეიძლება, შეგეშალოს და ამ ურთიერთობებში გეტკინოს. აქ სულ „დაჭიმული“ უნდა იყო. ცხოვრება რთულია და თავად ცხოვრებაა გამოწვევა ჩემთვის, სამყაროს რომ ეჯიბრები.
–  საპირისპირო სქესთან ურთიერთობაც გამოწვევაა შენთვის?
– ვერავინ მიძლებს – ვერცერთი კაცი. პირველად ვლაპარაკობ საპირისპირო სქესზე. მთელი ცხოვრება მარტო რომ მოდიხარ ქალი, რომელიც ბავშვობიდან იბრძვი – პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, ცხოვრებასთან ჭიდილში, ეს ყველაფერი შენს ქვეცნობიერში ილექება და რაღაც პრობლემის, ურთიერთობის წინაშე, თავისით ავლენს თავს – მამაკაცი ხდები. ამას კი ვერ იტანენ მამაკაცები. ჩემი მეგობარი, ფატუნა ბუშიჰედი მეუბნება: კარგი რა, დამალე ეს „კალაშნიკოვი,” ხომ ხედავ ცუდიაო. ასეთი ვარ და თუ მეგობრობ, ასეთთან უნდა იმეგობრო; თუ გიყვარვარ, ასეთი უნდა გიყვარდე. თუ არადა, ერთმანეთს ბედნიერად დავემშვიდობოთ. ყველას ყველაფერს ვაპატიებ: ღალატს, შურს, უბედურებას. არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. მაგრამ, მავიწყდება წყენა და არ უნდა მავიწყდებოდეს, რადგან იქ ვიმტვრევ კისერს.
– არ ყოფილა ისეთი მამაკაცი, ვისთანაც „კალაშნიკოვის“ გამოჩენის სურვილი არ გაგჩენია?
– ალბათ, საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე ის ძალა, რომ რაღაცეები მოვითმინო, უკან გადავწიო. ეს არის ჩემი დიდი მინუსი. დათმენა უნდა შეგეძლოს, რაც არ შემიძლია და მერე, ბუმერანგივით მიბრუნდება. ძირითადად, არაფრის და არავისი მჯერა. სიცოცხლისაც არ მჯერა. ჩვენი ცხოვრება ხომ სულ ძიებაა. მე სულ ვეძებ და არ მჯერა, რომ ეს არის ის ჭეშმარიტება. ნდობა არ მაქვს, ნდობა მაქვს დაკარგული, ნიჰილისტურად ვარ განწყობილი. თუმცა არასდროს ვყოფილვარ დეპრესიაში. არ ვიცი, რა არის დეპრესია. არ ვიცი, რა არის დამარცხება. თუმცა, დამარცხება მიღიარებია, სხვაგვარად, ვერ გავიგებდი გამარჯვების გემოს. ერთხელ მიყავარჯნეს და მერე ბუმერანგივით დამიბრუნდა: გახსოვს, მე შენ რომ წამოგაყენეო. ვთქვი: არ მინდა, ისევ დავეცემი და მე წამოვდგები-მეთქი.
– მამაკაცთანაც დამარცხებულხარ?
– მამაკაცთან ყოველთვის ვმარცხდები. ღმერთმა დამიფაროს, რომ მამაკაცთან გავიმარჯვო. მამაკაცთან გამარჯვება არ მიყვარს, რადგან თუ გავიმარჯვებ, ის მამაკაცი არ ყოფილა იმის ღირსი, მასთან თუნდაც დიალოგი მქონდეს. თუ მამაკაცი ძლიერი არ არის, ყველაფერში თუ არ მაჯობა, რად მინდა ასეთი მამაკაცი, ან რატომ არის მამაკაცი?! უბრალოდ, ზოგჯერ მაქვს ხოლმე რაღაც გამონათებები და უნდა მიცნობდე, რომ გაატარო. მაგრამ, ვერ „ატარებენ“. გავგიჟდი, გავცხადრი – თუ შენი ვარ, უნდა დაგანახვო;  გიყვარვარ? ასეთი უნდა მიმიღო, მაგრამ თუ არა, მაშინ მივდივარ. მარადიული არაფერია: თავიდანვე გაწყდეს, ჯობია. თუ მივდივარ, უკან თოკი ყოველთვის მაქვს მოგდებული. მაგასაც მე ვქაჩავ, რადგან საკუთარი თავის იმედი თუ არ გაქვს, შენ თავს „ბე“ გეგმა თუ არ დაუსახე, ყველაფერი კრახით დასრულდება.
– შვილების მარტო გაზრდა გიჭირდა?
– სულ მარტოები გაიზარდნენ. ერთმანეთი გაზარდეს. მეუბნებიან, რომ კარგი დედა ვარ. შეიძლება, 24 საათი მათთან არ ვიყავი, მაგრამ მათთან არყოფნა არც მე მიგრძნია და არც მათ. ჩემი შვილების ღამისეული დიალოგები ასეთია: არასდროს მოატყუო ქალს, არ გაიწყვიტო ძარღვი და არასდროს მარტომ არ დალიო ღვინო; არ გაშალო მარტომ სუფრა, უცხო მოიყვანე და გაუტეხე ლუკმა. უფროს შვილთან ეს გამოვიდა, რადგან ის იდეალური ბიჭია, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და გავიმარჯვე. პატარა ცოტა ჩემი ხასიათისაა, ყალთაბანდია, თამამი, ჩემნაირი ცეტია, მაძიებელი. უფროსი დინჯია, შემდგარი, ყველა სიტყვას წონის.
– ორი ბიჭი რომ გყავდა, ამის გამო გითქვამს, ოჯახის შექმნაზე უარი?
– ასეთი ურთიერთობა არავისთან მქონია. არ მიმყავს აქამდე ურთიერთობა, რადგან დასასრული ვიცი. რად მინდა ორი დღის სიამოვნება სულელური დასასრულისთვის. ადრე კარგი იყო სიყვარული, ქალის პატივისცემა იყო. ახლა ალფონსების სიმრავლეა. პატარა ბიჭები რომ გხედავენ, „ჯიპზე“ ზიხარ, ეკრანზე გამოჩნდი, პოეზიის საღამოზე მოვა, მანქანის ნომერს ჩაიწერს. სიტყვა სხვას ამბობს, თვალი სხვაგან მიურბის. რომ ვეუბნები, ნუ მატყუებ – მატყუებს, მერე გიჟდები და „ლიმონკებს“ ისვრი.
– ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალი ქალი ჟურნალისტი ხარ. ისეთ ადგილებში დადიხარ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში...
– დიდი საყვედურები მიმიღია სპეციალისტებისგან: არ შეიძლება, აღჭურვილობის გარეშე, მოუმზადებელი, უსაფრთხოება რომ არ არის დაცული, შეხვიდე გვირაბშიო. მე ვიცი, რომ გვირაბი დამხვდება? არასდროს არაფერზე ვფიქრობ იმ დროს – არც ოჯახზე, არც კი ვიცი, სად მივდივარ ხოლმე. ძალას მივყავარ და მივდივარ. არქეოლოგები ხუმრობენ, შენ ხარ ქალი, რომელიც სამყაროს ფაქტებამდე მიჰყავსო. 9 წელი პარანორმალური საკითხების მკვლევარია ახალგაზრდა კაცი და არასდროს უნახავს მფრინავი თეფში. მცხეთაში ავედით ერთ-ერთ ციხეზე და ორჯერ ვნახეთ ორი მფრინავი თეფში, გაგიჟდა: კიდევ მოიცალე, ავიდეთო. როდესაც ყველაზე დიდი ჰორიზონტალური მღვიმე აღმოვაჩინეთ, მითხრეს: იქ ყრია მღვიმის მარგალიტები, არ შეეხოო. ასეთ სიტუაციებში არსებობს დაუწერელი კანონები და არ უნდა გადახვიდე. შენ ამოდი ხვამლის მთაზე და დაესწარი ექსპედიციას. ასე არ ხდება. თუ თვითონ არ მოუნდებათ, ვერ მიხვალ. სამყაროს, ჯგუფის ხელმძღვანელობას უნდა მოუნდეს. რამდენიმე წელია, რაც ხვამლის მთაზე ერთადერთი ვარ, ვისაც აძლევენ უფლებას, იქ იყოს. ამ ფაქტით ჩემი მეგობრები დიდი ადამიანები გახდნენ, რომელთაც გამოჩენა არ უნდათ. თუმცა, იმდენი კვლევა აქვთ, გამოგონებები, თეორიული ცოდნა...
– მომიყევი ხვამლის მთის ამბები.
– დათო სულხანიშვილია ახლა ხვამლის მთის ექსპედიციის ხელმძღვანელი. სულ მოგზაურობს და ხალხს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ხვამლის მთის ისტორიას აცნობს. ასეთი ადამიანებისთვის ყველაზე მტკივნეულია: ვინ გააგრძელებს მათ საქმეს, რადგან არ არის ბიუჯეტი და არ არის დაინტერესება ამ კუთხით. პირველად გაითხარა ხვამლის მთა და აღმოაჩინეს სარიტუალო დარბაზი. ფაქტია, ძალიან ძველი კულტურაა და აღმოჩენილია ჰემატიტი. ჰემატიტი არის ქვა, რომელიც ატარებს ენერგიას. ერთი ქართველი ბიჭია, რომელიც პორტალებს ხსნის და კეტავს, ფლობს მთავარს: ყველა საბრძოლო ხელოვნების მაგიას, ენერგიას გადასცემს ისე, რომ შეიძლება, შორს იყო და იგრძნო, შენში შემოვიდეს. ამ ადამიანმა მომირჩინა ერთი ორგანო: ხელი დამადებინა იმ ორგანოზე. რენტგენზე რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ მორჩენილი მაქვს ეს ორგანო. მეც კი არ ვიცნობ, მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს. ჰემატიტს ხელში რომ დაიჭერ, რაღაც ფორმა უნდა მიიღო და ცხელდება. ის სხვადასხვა ინფორმაციას ატარებს. ახლა ველოდებით ამ ბიჭის ჩამოსვლას, მას ინფორმაციის ჩაწვდომა შეუძლია. ხვამლის მთაზე ენერგეტიკაა, რომელიც სხვადასხვა ადამიანს არჩევს და ყველას არ იკარებს. თუ შენ შინაგანად სუფთა არ ხარ, არ მიგიშვებს. ადი, გადაიღე, რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ იქ, სადაც საჭიროა, არ მიგიშვებს. დათო სულხანიშვილი უკვე მიუშვა, გახსნილია და ახლა იგეგმება დიდი გათხრები, ექსპედიცია სხვა კუთხით. არის საუბრები იმაზე, რომ ხვამლის მთა დაკავშირებულია აფხაზეთში კრუბერთან, კიდევ ერთ-ორ მნიშვნელოვან წერტილთან მსოფლიოში. მათ შორის გასასვლელები არსებობს. კრუბერის გამო დავკარგეთ აფხაზეთი. რატომ დაიკარგა კრუბერის გამო, არავინ იცის. ყველა სამხედროსთან, აფხაზეთის მხრიდანაც მაქვს ურთიერთობა, ვინც აფხაზეთის ომის დროს იბრძნოდა, ასევე, უკრაინელ მამა-შვილთან. ისინი კრუბერში მუშაობენ და აფხაზეთის ომის დროს იქ არაცერთი ტყვია არ ჩამოვარდნილა. პუტინს სხვა არაფერი სჭირდება. მაგრამ ეს ძალიან მძიმე და რთული თემაა. დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. სახელმწიფოს მხრიდან მეტი დაიტერესება უნდა იყოს, ბიუჯეტი უნდა გამოიყოს.
მე და არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი მივემგზავრებით ერთ-ერთ კუთხეში, სადაც არის დიდი გვირაბი, დიდი ადამიანის ძვლებით. ეს იქნება მორიგი სენსაცია, ამის შესახებ უკვე საქმის კურსშია ბრიტანული „დისქავერი“. მკვლევარი და ეზოთერიკი, ბრუს ფენტონი შეიძლება, ეწვიოს საქართველოს. ძალიან საინტერესო აღმოჩენასთან გვექნება საქმე. ეს არის აბსოლუტურად სხვა ადგილას. ძალიან დიდი გვირაბია, სადაც დიდი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა.
– რომელმა ადგილმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე?
– არის ადგილები, სადაც საოცარი ენერგია იგრძნობა. ასეა ხვამლის მთაზეც, რომელიც თავიდან ბოლომდე მისტიკურია. ენერგიებს სულ გრძნობ. საქართველოში ბევრი ადგილია, სადაც 3 საათზე მეტხანს ვერ გაჩერდები. 3 საათის შემდეგ სიმსივნე გემართება. თუმცა, ადგილებია, რომელიც გეძახის. გია პარკაიამ მცხეთაში წამიყვანა ერთ ადგილზე, ორი ხე იყო და ერთი ფესვი ჰქონდა. ვსაუბრობდით და მითხრა: ჩვენ აქედან წავალთ და ეს ადგილი ისევ გიხმობსო. მართლაც მიხმობს, კიდევ მინდა წასვლა. წიწვოვანი ხეები სულ დამწვარია. ცუდი ენერგიაა, იქ ვერაფერი ხარობს. ასეთ ადგილებში იმალება ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასი ინფორმაცია. ცხენი მიყვარს ძალიან. ერთ-ერთი ექსპედიციის დროს მდინარე გადავლახე და ალპურ ზონაში წავედი მარტო. სამმეტრიანი ყვავილები ვნახე ერთ ღეროზე აღმოცენებული. დიდი მინდორია, სულ მწვანე, ზღაპარში მეგონა თავი. ცხენმა გზა გაკაფა, მეც გვირგვინის გაკეთება დავიწყე. დავინახე თლილი ქვები, იქ ნაქალაქარია, მაგრამ არ გადამიღია, რადგან შორსაა. მერე ამინდი გაფუჭდა და ვეღარ წავედით. არავინ იცოდა, რასთან გვქონდა საქმე. ქვები დიდი მაგიდისხელა იყო, ერთმანეთზე მიდებული ოთახებს ქმნიდნენ. მაშინ აზრზე არ ვიყავი ამ ყველაფრის. 2008 წელი იყო. ის ადგილი დღემდე მიხმობს. ყველაზე მისტიკური ადგილია და არ არის უბრალო. უკან  რომ დავბრუნდი, ვთქვი: ყვავილები იყო-მეთქი. გავიდა წლები, ბევრი რამ გავიგე და ახლა მივხვდი, რამხელა რამ იყო. რამდენიმე წლის წინ, როცა „დისქავერი“ ჩამოვიდა, არც გამხსენებია. ბოლო დროს ერთ-ერთ გენიოს ადამიანთან ვისაუბრე. მან მითხრა: შენ არ იცი, ბრუსი დაიკარგა ცოტა ხნის წინ. ბრუსი იყო იქ, სადაც მე ვიყავი და მან ნახა პირამიდა. სადაც მე ვიყავი საქართველოში, იქ იყო პირამიდა. იქ არის ნაქალაქევი. ბრუსმა და ყველაზე დიდმა ქართველმა მკვლევარმა, რომელიც არ ჩნდება, თქვეს, რომ იქ არის პირამიდა. წლების წინ მაკა ასათიანი დამიკავშირდა, რომელიც ასეთ საკითხებში კარგად ერკვევა. შვეიცარიიდან შემომთავაზა: ვერტმფრენს გამოგიგზავნი, ოღონდ ამ ადგილას მიმიყვანეო. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ახლა იგეგმება სერიოზული ამბები: სულ მალე საქართველო აღმოაჩენს ახალ არხს. იმ არხზე აღმომაჩენენ მე და მე ვისაუბრებ სხვადასხვა აღმოჩენაზე და არა მარტო – მე. ეს არის მსოფლიო სენსაციების არხი, იქ ვისაუბრებთ ყველაფერზე.
ნათია უტიაშვილი

скачать dle 11.3