კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 თუ გინდა, ქალი დაწყევლო, ცოლიანი კაცის საყვარლობა უნდა უსურვო

ნანა, 39 წლის.


ნტიმური საუბრები


ყოველთვის გამოვირჩეოდი გარეგნობით, ინტელექტით, ოჯახიშვილობით და ყველას ეგონა, კარგად გავთხოვდებოდი – თითით საჩვენებელი ოჯახი მეყოლებოდა და ჩემს ბედს, რომ იტყვიან, ძაღლი არ დაჰყეფდა. თუმცა, ასე არ მოხდა და დღეს ცოლიანი კაცის საყვარელი ვარ. კაცის, რომელიც ჩემს არსებობსაც კი ყველგან მალავს – არც მეშვება, არც ვეთმობი და არც სხვასთან მიშვებს. კახა რომ გავიცანი, ვიცოდი, რომ ცოლიანი იყო, მაგრამ, იმდენად შემიყვარდა, ვიფიქრე, მექნება ურთიერთობა, შვილს გავაჩენ და ასე ვიცხოვრებ-მეთქი. მართალია, რომ ამბობენ, წინასწარ არაფერი არ უნდა დაგეგმოო. მოკლედ, ცოლიანი კაცის საყვარელი გავხდი. შვილის გაჩენის უფლებას არ მაძლევს, არც თავს მანებებს და სხვისთვისაც ვენანები. თავიდან ძალიან მიყვარდა, მაგრამ შვილის გაჩენის უფლება რომ არ მომცა, ურთიერთობა დაგვეძაბა. თვითონ ორი შვილი ჰყავს – გოგო და ბიჭი, ცოლი, საყვარელი და თავი ქუდში აქვს, საერთოდ არ ფიქრობს ჩემს განცდებზე. როცა დრო აქვს, მაშინ მნახულობს. მე კი, სადმე ფეხის გადგმის უფლებას არ მაძლევს. სამსახურისა და სახლის გარდა, არსად წასვლის ნებას არ მაძლევს და მისი პირადი პატიმარი გავხდი. მართალია, არაფერს მაკლებს, ბინაც მიყიდა, ფულსაც მაძლევს და საკმარისია, რაიმე მოვითხოვო, მიყიდის, მაგრამ რისთვის მინდა ეს ყველაფერი? უკვე რვა წელი გავიდა, რაც მისი საყვარელი ვარ. თავიდან, ეიფორიაში ვიყავი, ვფიქრობდი, ჰყავდეს ცოლ-შვილი მე რას მიშლის, მთავარია, უზრუნველად ვყავარ და არაფერს მაკლებს-მეთქი. მაგრამ, ახლა ვხვდები, მხოლოდ, მისი გასართობი თოჯინა ვარ. არადა, წლები მემატება. მეც მინდა, დედა გავხდე, ვიზრუნო შვილზე, მქონდეს მომავალი. ერთხელ, ისიც კი მითხრა, მადლობა თქვი, მე რომ ვარსებობ შენს ცხოვრებაში, თორემ შიმშილით ამოგხდებოდა სულიო. ამდენი წელი დავკარგე და ახლა ვნანობ. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ბევრი მეხვეწებოდა ცოლობას, მაგრამ კახას გამო, ყველას ზურგი ვაქციე. სიმართლე გითხრათ, არც არავინ მაინტერესებდა, მხოლოდ ერთი მიყვარდა და მინდოდა. ახლა ვხვდები, რომ შევცდი. რომ ვუთხარი, შვილს თუ არ გამაჩენინებ, დავშორდეთ-მეთქი, გაგიჟდა. ცილი დამწამა, ალბათ, სხვა მამაკაცით მოიხიბლე და მასთან გინდა წასვლაო. არადა, მართლა არავის ვუყურებ. უბრალოდ, შვილი მინდა და მეტი არაფერი. თუნდაც, ნუ მისცემს გვარს და ნუ აღიარებს შვილად. იმას მაინც ვიტყვი, საყვარელი მამაკაცისგან გავაჩინე შვილი-მეთქი. მაგრამ, ამის გაგონებაც არ უნდა. მაშანტაჟებს, მეუბნება, თუ შვილს გააჩენ, სამსახურიდანაც გამოვაგდებინებ შენს თავს, ბინასაც გაგიყიდი და ქუჩაში დაგტოვებ. გირჩევნია, რაც გაქვს იმას დაჯერდე და ცხოვრებით დატკბეო. ახლა წლები რომ უკან დავაბრუნო, ზუსტად ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ გვიანია. უბრალოდ, ყველას გასაგონად ვიტყვი – თუ გინდა, ქალი დაწყევლო, ცოლიანი კაცის საყვარლობა უნდა უსურვო.
ნანა, 39 წლის.

скачать dle 11.3