კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღიქვამთ ცხოვრებას #10

როგორი ხართ შინაგანად, როგორ ახერხებთ წინააღმდეგობების გადალახვას? რეალურად, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოახერხებთ თუ არა თქვენი ოცნებებისთვის ხორცშესხმას? ეს ტესტი ამ ყველაფრის გარკვევაში  დაგეხმარებათ. 
ყველაზე მნიშვნელოვან როლს თქვენი ფანტაზია თამაშობს. მოახდინეთ კონცენტრირება და რაც შეიძლება, სწრაფად უპასუხეთ შეკითხვებს. იყავით გულახდილი.
ეცადეთ, სერიოზულად მიუდგეთ ამ დავალებას.
1. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ გზაზე. როგორია ეს გზა (ბილიკია ტყეში, თუ – მაგისტრალი)?
2. სად იმყოფება მზე (იგულისხმება დრო)?
3. მიდიხართ გზაზე და გხვდებათ ღობე. როგორია ღობე? რისგანაა გაკეთებული (ხის არის, რკინის, ქვის)?
4. როგორ გადალახავთ მას (გადაახტებით, დაანგრევთ, ჭიშკარი იქნება თუ გასაძრომს მოძებნით)?
5.  და აი, ღობე უკან მოიტოვეთ, წინ ტყეა. როგორია ტყე (ზღაპრული, ნათელი, ბნელი, საშიში, ხშირი, მეჩხერი)?
6. შედიხართ ტყეში და აღმოაჩენთ პატარა ბილიკს, რომელზეც გზას განაგრძობთ. გზად, ბილიკზე, გასაღები გხვდებათ. როგორია? რას უზამთ (არ მიაქცევთ ყურადღებას, აიღებთ, ხეზე ჩამოკიდებთ, თან წაიღებთ)?
7. გამოდიხართ ტყიდან და ხედავთ წყალს. რა სახის წყალია? რას იზამთ (იბანავებთ, იქვე ჩამოჯდებით და უყურებთ)?
8. შემდეგ ისევ იწყება გზა. როგორია ეს გზა? ისევ დაბრკოლება გხვდებათ? რა სახის დაბრკოლებაა  ეს? ისევ ისეთი, როგორიც ტესტის დასაწყისში შეგხვდათ თუ რამე სხვა?
ნახეთ  პასუხები:
 1. გზა – თქვენი დამოკიდებულებაა გარემოსთან. თუკი სამანქანო გზა წარმოიდგინეთ ასფალტით,  ანუ  მაგისტრალი – ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური ხართ, სულ საქმეები გაყრიათ თავზე. თუმცა, მაინც ახერხებთ გამომონახოთ დრო, როგორც მუშაობისთვის, ისე დასვენებისთვის. ყველაფრის მოსწრება გინდათ და ახერხებთ კიდეც. თუკი სოფლის გრუნტიანი გზა წარმოიდგინეთ, მაშინ მშვიდად ცხოვრობთ. ცდილობთ, ყველაფერი დაგეგმილი გქონდეთ, ყველაფერი აკონტროლოთ. თუკი ფანტაზიაში ქვით მოკირწყლულ გზაზე იდექით, მაშინ  რაღაც გაწუხებთ, მშვიდად არ ხართ… ეს შეიძლება, სულაც არ იყოს რამე, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებლად იქნება რაღაც, რაც ძალიან დიდი ხანია, უკვე გაწუხებთ და ყელში ამოგივიდათ.
2. მზე – თქვენი  გეგმებია, იდეები, მიზნები. თუკი მზე ამოდის, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ხართ მთლად კარგად ჩამოყალიბებული საკუთარ მიზნებში, ან სულ ახლახან გადაწყვიტეთ რა გზას დაადგეთ. თუკი ზედ თავზე გადგათ მზე, ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი გეგმების განხორციელებით ხართ დაკავებული; ხოლო  თუკი ნაშუადღევია, ან მზე ჩასასვლელად ემზადება, მაშინ თქვენი იდეების უმეტესი ნაწილი უკვე განხორციელებულია, მიზანიც თითქმის მიღწეული.
3. ღობე – დაბრკოლებაა, რაც უფრო დიდია და მყარი, მით უფრო მეტად მიდრეკილი ხართ თქვენი პრობლემების გაზვიადებისკენ. 
4. თუ გადაახტებით, ან გასასვლელის ძებნას იწყებთ, ეს ნიშნავს რომ უმტკივნეულოდ გირჩევნიათ სიტუაციიდან გამოძვრომა და ეძებთ ხერხს. თუკი მის გარღვევას, განგრევას შეეცდებით, მაშინ ძალიან პირდაპირი ხართ და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება გჩვევიათ.
5. ტყე – თქვენი შინაგანი სამყაროა. რაც უფრო ნათელია ტყე, მით უფრო მეტი სინათლე გაქვთ სულში, ფიქრებში. თუკი ტყე ძალიან ხშირია, მაშინ ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. თუ ფიჭვნარი ან ნაძვნარი შეგხვდათ, ძალიან რაციონალური ყოფილხართ – მიწაზე მუდამ მყარად მდგომი. იცით, რა გინდათ ცხოვრებაში.
6. გასაღები – ეს თქვენი ბედნიერებაა. ახსნა მარტივია,  რაც უფრო პატარაა ის, მით უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის სულიერი ღირებულებები, ბედნიერება, ადამიანური სიახლოვე, რაც უფრო დიდია, მაშინ მატერიალური ღირებულებები მოდის წინ. თუკი მეტი ყურადღება მის სილამაზეს დაუთმეთ, ესთეტიკურ მხარეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის. თუ გასაღებს თან წაიღებთ, შანსის გაშვება არ გჩვევიათ;  ხეზე თუ ჩამოკიდებთ, ან გვერდით ჩაუვლით, ხშირად ვერც ამჩნევთ, ისე უშვებთ ხელსაყრელ შემოთავაზებას ხელიდან.
7. წყალი – თქვენი ემოციებია საყვარელი ადამიანის მიმართ. რაც უფრო ღრმაა წყალი, მით უფრო ღრმაა თქვენი გრძნობები. თუ ეს წყნარი ტბაა – თქვენ და თქვენი რჩეული გაწონასწორებული ადამიანები ხართ. თუკი სწრაფი მდინარე შეგხვდათ, ჩანჩქერი – მაშინ ვნებიანი ნატურა ხართ. მძაფრი ემოციების მოყვარული, რომლისთვისაც სიყვარული სიგიჟეა და პარტნიორი ის, ვინც სულ ემოციების მწვერვალზე გამყოფებთ. თუკი მხოლოდ წყალთან დგომით (ჯდომით) და მისი ყურებით შემოიფარგლებით, მაშინ თქვენთვის საყვარელი ადამიანის, უბრალოდ, არსებობაც კი კმარა. ძალიან მომთხოვნი არ ხართ, ხოლო თუ შიგ გადაეშვით, ან ხელ-პირი დაიბანეთ, მაშინ მარტო ეგ არ გყოფნით, გჭირდებათ პარტნიორის სრული ყურადღება. ის უნდა ზრუნავდეს თქვენზე და საქმით გიმტკიცებდეთ სიყვარულს.
8. გზა, რომელიც ხელახლა იწყება თქვენი მომავალი ცხოვრებაა და თუკი ისევ დაბრკოლებები შეგხვდათ, კიდევ ბევრ გამოცდილებას მიიღებთ. თუკი დაბრკოლებები იგივეა, მაშინ მთლად კარგად არ გაქვთ გაცნობიერებული საკუთარი შეცდომები.
 ელენე წულუკიძე

скачать dle 11.3