კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #10

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

 გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-9(844)

ისტორია მეშვიდე
 „ამბის გარეშე“, ანუ
არატრადიციული დიტო
(მოქმედი პირები: თეო, ზურას საყვარელი და მისი მეგობარი არატრადიციული დიტო)
–  დედი, რა ვიდზე ხარ! დავეციიიი... –  დიტომ ტუჩები აპრუწა, ჰაერში ხელით ბრუნი გააკეთა, მეც მორჩილად დავტრიალდი. მერე სამჯერ ჰაერშივე პაჩი-პუჩი ვქენით და დავეხეთქე ტყავის ოდნავ ჩაშავებულ სავარძელში: ორი „ლატე“, თინი და „მარტინი“, „ბიანკოც“ მოაყოლე.
– დედი, სად დამეკარგე, ასე უნდა? იმდენი ამბავი დამიგროვდა, იმდენი „სვეცკობები“ მაქვს მოსაყოლი. რაღაც ვერსად დაგლანდე, „ტუსოვკებზე“ აღარ ჩანხარ, სულ გადაჰყევი იმ ტიპს, ხომ? გოგონი, ხომ არ დააშორე ცოლს, ჰა, გამოტყდი?!
–  დიტო, არ მეხუმრება, თუ ძმა ხარ!
–  ვინ ვარ, გოგო?!
–  კაი, სიტყვებზე ნუ მეკიდები –  რჩევა მინდა შენგან. ჯერ ცოტა დავლიოთ და გეტყვი.
 –  დამაინტრიგეეე, –  დიტომ წვრილი სიგარეტი დააძრო და მომიშვირა, მომიკიდეო.
–  ისევ ბევრს ეწევი? გაძვირებამაც ვერ დაგაფრთხო?
– ამათ რა უნდა გააკეთონ, მე რომ დამაფრთხონ, ამ სოფლელმა ტლუებმა, დარლინგ? ვეწევი, როცა მინდა და რასაც მინდა! აბა, ამოყაჭე, მე ცნობისმოყვარე ვარ, როგორც ყველა ქალი, ხომ იცი?
– კაი, მეც ვერ ვითმენ და ასეა, მოკლედ, საქმე.  ზურას და ჩემი ამბავი კი იცი, კაი, კომენტარისგან თავი შეიკავე! მადლობა. საქმე შემდეგნაირადაა, ანუ არც ვიცი, როგორ, უბრალოდ, ცუდად ვარ. აღარ მინდა ასე გაგრძელდეს და...
– გოგონი, თუ უნდა მიატოვო, გადმომაბარე!
 – კაი, რა, ხომ გთხოვე!
 – კარგი, ჰო, რა ბუტია ხაააარ?!
– ამიტომ, მინდა, ზურამ ცოლი მიატოვოს!.. მაცადე, ადამიანო! და ამისთვის მინდა მისი ცოლი გახდეს სრული „მეგერა“! როგორ და, მინდა, დავურეკო, ვუთხრა ჩემ შესახებ და ახლა შენ უნდა მირჩიო, ეს როგორ გავაკეთო და გავაკეთო თუ არა, საერთოდ?
– მე რატომ, დედი? მე არასდროს დამირეკავს ჩემი საყვარლის ცოლებთან...
–  იმიტომ, რომ შენ ორივეს ფსიქოლოგია უნდა იცოდე - კაცისაც და ქალისაც –  მირჩიე, რა ჯობია ამ შემთხვევაში... გთხოვ, დიტუშ, და საჩუქარი ჩემზეა!
– რა ვიც, დედი, რა ვიც! რომელი მკითხავი სონა მე ვარ და ან  ლელაკო კაკულია, კიდევ!
– ადამიანო, მითხარი უბრალოდ, რას ფიქრობ! რა ჯობია –   რომ დავრეკო, თუ არ დავრეკო?
– მე დავრეკავდი, დედი, და ვეტყოდი, რომ ასე არ შეიძლება. ტყუილში ცხოვრება არავის არგებს. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ...
– და მერე ზურა რომ გაიგებს, მე დავრეკე?!
– გაგიჟდი, გოგო?! ეგ დაივიწყე! ზურამ არ უნდა გაიგოს და, საერთოდ, შენ ამასთან არანაირი კავშირი არ გაქვს. ამას როგორ იკადრებ? შენ, საერთოდ, არც აპირებ ზურას ოჯახი დაუნგრიო..
–  უი, მართლა? ფიქრობ, ასე უნდა მოვაჩვენო თავი?
– არ მითხრა ახლა, რომ ჩხუბობ და კაპასობ? კი, ხომ? ეს ქალები ვერ ხართ ჯანზე! გოგონი, ვინ გასწავლა კაცის ასე გადარევა? რად უნდა მაგას ასეთი საყვარელი?! სიტყვას მაინც დააკვირდი, დარლინგ: სა-ყვა-რე-ლი! ანუ, ვინც უყვართ! ცოლიც ეყოფა ტვინის ბურღად და თუ ცოლი ამ დროს არ ბურღავს, ჩათვალე, რომ წააგე და ეგაა.
– კაი, დიტო, ჩემი მყოფნის, დამინდე!
–  დაგინდობ, მარა ტუტუცივით ნუ მოიქცევი! მოკლედ, შენ ხარ ფუმფულიკო ფისო: აქროლვადი და ნაზი! არანაირი ჩხუბი, არანაირი სტრესი: მოხვედი, სიხ?! წახვედი, სიხ?! რა გაგატანო ცოლთან? რა უყვართ შენს შვილებს... გაიგე?!
– არ შემიძლია მე ასეთი აფერისტობა!
– და ვინ გითხრა, რომ ეს აფერისტობაა! ეს ტაქტიკაა!
– არ მომწონს, ქაბატო, მე ეგ ტაქტიკა! „ტოჟე მნე“ ნელსონ!
–  ეგ რომელი, მანდელა? არ მოგწონს და რას დამიბარე, წასულიყავი პირდაპირ ლელასთან და დაგაკვალიანებდა. თაგვის გამხმარი კუდი და რამე...
– ჰო, კაი, ნუ დამმარხავ მთლად. მერე?
– რა, მერე? მერე არაფერი - დაჯდები და კონფუცის თანახმად, დაელოდები, როდის ჩამოისეირნებს შენი ზურიკელას ქორწინების ლეში შენს ფანჯრებთან.
– მაგას ველოდები და არ დაადგა საშველი.
– და როგორ ელოდები? კაპასით და პრეტენზიებით? მე უნდა აგიხსნა, რომ კაცს არ მოწონს, როცა ბურღავენ? არავის მოწონს, დედი, არავის! და თუ გინდა, ცოლი მიატოვოს, იმ ცოლზე მეტი უნდა მისცე, ყველაფერი! მათ შორის, სიმშვიდეც და თვითშეფასებაც. აბა, კაცი იქ არის ბედნიერი, სადაც თავს კაცად, სიტუაციის მეპატრონედ გრძნობს. სადაც მის გარეშე ვერაფერი ხდება და არაფერი გამოდის. და შენ ამ დროს, რასაა რომ აკეთებ? საქმეს ურჩევ. ტუტუც!
– დიტო, და რა გავაკეთო, არ დავრეკო?
– დავრეკოთ, ერთი „ჯეკ დენიელსი“ შენზეა და მე დავრეკავ, თან –  ახლავე. კაცის ხმა სულ სხვაა და ზურას მიზეზიც არ ექნება, შენზე იფიქროს. თუმცა მიზეზი კი ექნება, მაგრამ ვერ დაგადებს ხელს. ჰოდა, მერე ისეთ პოზაში ჩადგები, უნდა გიბოდიშოს, ეს როგორ გკადრა!.. მაიტა ნომერი. აი, ასე... იყუჩე და არ ჩაერიო... ჰმ, არ იღებს... დაველოდოთ...
–  ქალბატონო... ლანა... მე თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ რაკი მე გიცნობთ, უნდა გაგაფრთხილოთ. ზურა წლებია, გღალატობთ და თქვენი მეორე ნახევარი ახლა სულ სხვასთან კოტრიალობს... რა თქვით? დედა, რას კადრულობთ, თუ იცით?! „ოტ ტაკოი სლიშუ“! ეს ვინ არის, ტუტუცი, დედაკაცი!
–  გოგო, ეს არის კდემამოსილი და ნაზი?! ისეთი შემაგინა, ფუ, უზრდელი! არა, მიაწვე უნდა, ამას ვუტირებ ყოფას! დღეში სამჯერ დავურეკავ, არა, როგორ მკადრა, ეს უზრდელი, ესა!.. და აღარ მინდა შენი „ჯეკ დანიელსი“, პირადი ანგარიშია უკვე ეს!..

„მეზობელი“, ანუ მაშველი ეკა
(მოქმედი პირები: ლანა, ზურას ცოლი, ეკა, ზურასა და ლანას მეზობელი და ლელი, მჩხიბავი)
– ლანა, დაწყნარდი, დამშვიდდი… აალაგე ეს სუფრა, ჩააქრე და შეინახე ეს სანთლები. დამიჯერე, კიდევ გამოგადგება. ეს კაბა დაიტოვე, არ გამოიცვალო და ამასობაში მეც სახლში გავალ, მჩხიბავის ნომერი ზეპირად არ მახსოვს. დავურეკავ, გამოვიცვლი და წავიდეთ. სისულელეების გარეშე, ოღონდ. არც ზურას ურეკავ და არც ტიტიკოს. მელოდები მე, –  ეს ვუთხარი და სახლში გავედი, რომ ლელისთვის დამერეკა და შემემზადებინა, რა უნდა ეთქვა ლანასთვის.
თუმცა ლელის შემზადება არც  სჭირდება, ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა უთხრას კლიენტს. არა, იმიტომ კი არა, რომ გული გაუკეთოს ან იმის გამო, რომ მასთან მეორედ და მესამედაც მივიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამუდამოდ თავისზე დამოკიდებული გახადოს. თან, ამასობაში ბევრი ფულიც რომ დასცინცლოს. ვერც გაამტყუნებ ან რატომ უნდა გაამტყუნო?! თუ ადამიანი, ქალია თუ კაცი, ისე გაშტერდა, რომ ჩათვალა კარტებმა უკეთ იცის, მას რა სჭირს და რა ეშველება, სამშობლოს ღალატის ტოლფასია, მას ეს იმედი გაუცრუო. თან –  რას დავაკვირდი, იცი, რაც მეტ ფულს ახდევინებდა ამ დროს, მით მეტად კმაყოფილები რჩებოდნენ. არა, არა, ბოროტი საერთოდ არ ვარ, ჰო, ყველა ვერ იქნება გმირი, მაგრამ ვითომ აუცილებელია, რომ ყველა გამოსულელდეს?!
– ლელი, როგორ ხარ, საყვარელო? ჰო, დიდი ხანია, არ გამოვჩენილვარ, მაგრამ, ხომ იცი, სულ მახსოვხარ და მიყვარხარ. სათხოვარი მაქვს და უარი არ მითხრა. ჩემი მეგობარი მომყავს. პრობლემა აქვს. თუ რამე გულის გასახეთქი დაინახო, არ უთხრა, თუ არადა, შეაგულიანე და დააკვალიანე რამენაირად. მადლობა. რამდენ ხანში მოვიდეთ? საათ-ნახევარში? კარგი. აბა, გკოცნი და მანდ ვართ დარჭობილები საათ-ნახევარში.
ესეც ასე. ლელი შემზადებულია, მეც მზად ვარ, მაგრამ, თუ აქ დავრჩით, ზურამ არ მოგვისწროს. ამიტომ ლანას შევთავაზებ, სადმე ყავა დავლიოთ. ის ერთი საათი მოვკლათ და ნახევარი საათიც გზაში დაგვჭირდება…
ზურა, რა თქმა უნდა, ღალატობს თავის ცოლს. მესმის, რომ „რა თქმა უნდა“ ძალიან კატეგორიული ნათქვამია, მაგრამ ისე უზადოდ იქცევა, ხანდახან შპიონი მგონია. არა, არა, ისეთი რაფინირებულია, შპიონი არ ეკადრება –  ეგ „ეფ ბი აის“ აგენტი იქნება. ჰაჰაჰაჰა. არ სვამს ზედმეტს, დებოშებს არ აწყობს, არ იგინება. არ მახსოვს, ლანასთან ეჩხუბოს, მისთვის უხეშად მიემართოს. სახლშიც თითქმის დროზე მოდის, არც კი იგვიანებს და ვერც კი ვიხსენებ შემთხვევას, ღამე სახლში არ გაეთიოს. ნუ, ისეთი იდეალურია, წყალი არ გაუვა –  საყვარელი ჰყავს. ჰო, რაც მთავარია, კაი ხანია და ერთი და იგივე. ლანა ვითომ ვერ ხვდება? წარმოუდგენელია, ქალი ვერ მიხვდეს, რომ მისი კაცი, ქმარი იქნება თუ საყვარელი, სხვასთანაც წევს. მაგრამ კაცს რატომ უნდა დაერეკა ლანასთვის?! ალბათ, საყვარლის კვალის დასაფარავად, მაგრამ ბრიყვულად მოიფიქრა, ვინც მოიფიქრა. ლანა ის ქალი არ არის, ზურას სცენები მოუწყოს… ან იქნებ არის, რას გაიგებ?!
ლანას ავაკითხე: ლანა, მზად ხარ? რას წერ?
– ზურიკოს წერილს ვუტოვებ.
– რა რომანტიკული ხარ. ახლა ამ რომანტიკას ცეცხლიც დავუმატოთ და დავადნოთ ეგ შენი ზურა ღორის ქონივით აშიშხინებულ ტაფაზე!!! სწორია, „მესიჯს“ წერილი ჯობია. რომ მოვა, მერე ნახავს, რომ არ ხარ და გეგმებსაც ვერ აგვირევს. გოგონა, ერთი საათი გვაქვს, სადმე ყავა დავლიოთ და ჭეშმარიტ ღმერთზეც წავისაუბროთ. ლელი სახლში მხოლოდ საათ-ნახევარში იქნება.
– აქ ხომ არ დაველოდოთ, ეკა?
–  არა, აქ არ გვინდა. შეშლილი სახე გაქვს, ასეთი რატომ უნდა გნახოს ზურამ?! ხომ არ აპირებ, უთხრა, რომ „კეთილისმსურველმა“ დაგირეკა?! არ ღირს, მოიცადე. ვინც მოითმენს, მოიგებსო, ხომ გახსოვს?!
– და შენ ითმენ ხოლმე?
– არა, მე ვერ ვითმენ და არც ვითმენ, მაგრამ ამიტომაც დავლაყუნობ ასე მარტოხელა მგელივით. შენ მზად ხარ, ჩემსავით ილაყუნო?! თუ ხარ, კი ბატონო, უთხარი და მერე უკვე ორნი ვილაყუნებთ, ოღონდ ცრემლები და ოხვრები ჩვენნაირების ცხოვრებაში აღარ მოსულა. თან, თუ სიმართლეა, რაც გითხრეს, რაც არ მგონია, იმაზეა გათვლილი, რომ შენ ზურას კონცერტს მოუწყობ. თუ არ არის სიმართლე, მით უმეტეს, არ ღირს სიტუაციის დაძაბვა. მივუდგეთ საკითხს რაციონალურად და სექსუალურად.
– სულ სექსზე რატომ ლაპარაკობ?
– არა მხოლოდ ვლაპარაკობ, კიდეც ვმოქმედებ და ვცდილობ, შენც აგიყოლიო. ამბობენ –  ყველაზე მყარი ის ოჯახია, სადაც ცოლს საყვარელი ჰყავსო. უნდა დაგაყენო მე შენ მოლიპულ გზაზე. რქებიანი ქმარი უფრო მიმზიდველი არ არის?! მთავარია, შორს დადგე, ემანდ რქის წვერი არ წამოგდოს და არ დაგამარცხოს!..
– ყავის დალევა არ მინდა. მანქანაში დავსხდეთ. იქ დაველოდოთ.
– ბატონი ხარ, უფრო ზუსტად –  ქალბატონი.
***
მანქანა ლელის სახლთან გავაჩერე: ლანა, ზურა გიყვარს თუ უბრალოდ, შეეჩვიე?
– მიყვარს. შენ არავინ გიყვარს?
– არა, სიყვარული, ჩემი აზრით, მოცლილების და უსაქმურების საქმეა. აი, სექსი სხვა რამეა. სექსს სიამოვნება მოაქვს, ორგანიზმისთვისაცაა სასარგებლო და ფსიქიკისთვისაც. ჯანმრთელი და პასუხისმგებლობებისგან დაცლილი სექსი საუკეთესო გამოსავალია. არავინ გყავს მოსავლელი, არც ანგარიშგასაწევი, არც ნერვიულობ, არც განიცდი. ანუ ნერვულ უჯრედებს გაბმულ სიამოვნებას ანიჭებ. ჰო, ოღონდ პარტნიორში დარწმუნებული უნდა იყო, თორემ დასანანია ამ დიადი გამოწვევების ეპოქაში შიდსით დაეცე ან სიფილისი გაგიხდეს სამკურნალო.
– მე მასე ვერ ვიცხოვრებდი.
– მე ისე ვერ ვიცხოვრებდი, როგორც შენ. მაგრამ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია.
–  ეს რომ სიმართლე იყოს, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო?! ვერ ვაზროვნებ. თითქოს თავზე დამემხო ყველაფერი, აღარაფერი აღარ დამრჩა, რასაც მოვეჭიდები.
– ჯერ ერთი, შვილები დაგრჩა, კიდევ –  ადამიანები, რომლებსაც შენ უყვარხარ და, რაც მთავარია, გყავს ქმარი. სადმე წასვლა რომ სდომებოდა, უკვე წავიდოდა. შენ თუ არ ჰკრავ ხელს, არსადაც არ წავა. ჩემი ვარაუდით, საყვარლები უშვებენ მთავარ შეცდომას –  ადრე თუ გვიან, ცოლად გახდომას მოისურვებენ ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომ საყვარლის სტატუსიც ჩამოერთმევათ.
– შენ რატომ არ თხოვდები?
– არავის მოვყავარ. ნუ, არც მე ვიკლავ მაინცდამაინც თავს. კაცი უნდა მაღმერთებდეს, ჩემ გარდა ქალს ვერ ამჩნევდეს, ჩემზე ამოსდიოდეს მზე და მთვარე... ახლა მთლად ვეფხვებისა და ლომების დახოცვას არ ვთხოვ ტარიელივით, მაგრამ უნდა იტიროს მაინც ხოლმე შიგადაშიგ… ჰოდა, რადგან ერთი ასეთი ტარიელია, იმას კიდევ ნესტანი ჰყავს, მეორე –  დიმიტრი გელოვანია და ისიც მკვდარი, ვარ ასე მინდვრის თაგვივით ეულად, ველი ჩემს შიოლას და ვიქარვებ გულის დარდებს ნაკადისებრი ორგაზმით.
– მართლა ასეთი გულქვა ხარ?
– და შენ ასეთი სუსტი ხარ?
– მე ამას მარტო ვერ მოვერევი.
– მარტო არ ხარ, ჩემთან ერთად მოერევი.
– ცოტა მაკლია, არ მივუვარდე სამსახურში და არ დავამხო თავზე ყველაფერი. ხელები მექავება, ისე მინდა, დავალეწო თავზე ყველაფერი.
– ჩქარობ. ჯერ არაფერი ვიცით. ლელი ყველაფერს გეტყვის, თუ ამის მოსასმენად მზად ხარ. შენი ტელეფონი რეკავს, თუ ზურაა, არ უპასუხო…
– არა, უცხო ნომერია.
– მე ვუპასუხებ, მომეცი შენი ტელეფონი, –  ლანას ტელეფონი გამოვართვი, ცოტა ხანს ვუსმინე და დავჭექე: გაიკეთე ეგ შენი გაფრთხილება ერთ ადგილას, ხმის ვიბრაციაზე გეტყობა, გესიამოვნება. თუ გინდა, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და ისეთს გაგიკეთებ, სულ, ვაი, ტრაკიო, იძახდე დარჩენილი ცხოვრება… მეტჯერ აღარ დარეკო, ნაბიჭვარო, ახვარო, „პიდარასტო“, თორემ…
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3