კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ზურა გაბუნიას რჩეული და რას უმარტივებს მას ნინო კასრაძე #10

მსახიობი ზურა გაბუნია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ აუტისტის როლს ასრულებს. გარდა იმისა, რომ ეკრანზე უწევს ამ პრობლემასთან შეხება, უკვე შვიდი წელია, უშუალო კონტაქტი აქვს აუტისტ ბავშვებთან. ზურას ძირითადი პროფესია ფსიქოლოგიაა და წლებია, მისი პაციენტები აუტისტი ბავშვები არიან. პრობლემებსა და ცხოვრებას კარგად იცნობს, ასე რომ, ეკრანზე მსგავსი მდგომარეობის მქონე ირაკლის როლის მორგება მისთვის რთული არ ყოფილა.
პარალელურად, „ილიაუნის“ თეატრის მსახიობია და აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ქართულ სერიალებში.
ზურა გაბუნია:  სკოლას რომ ვამთავრებდი, ოჯახს უნდოდა იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ მე ფსიქოლოგია მაინტერესებდა და „ილიაუნში“ ჩავაბარე კიდეც, გამოყენებით ფსიქოლოგიაზე. ძალიან მინდოდა, თეატრალურზე სწავლაც და ამიტომ, მეორად პროფესიად ეს ავირჩიე. გამიმართლა, რომ უნივერსიტეტმა ორივეს სწავლის შესაძლებლობა მომცა. უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა წმიდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი და პირველად, აქ დავიწყე მუშაობა აუტისტ ბავშვებთან. პარალელურად, ვსწავლობდი. მერე ამავე უნივერსიტეტის თეატრში დამაკავეს ერთ-ერთ სპექტაკლში, მოგვიანებით, დაიწყო სერიალები.
– სერიალში აუტისტის როლს ასრულებ და სინამდვილეში მათთან მუშაობ. როგორი იყო მათთან პირველი შეხვედრა?
– საერთოდ, მგონია, რომ ყველა საქმე რთულია, მაგრამ ზოგადად, აუტისტებთან ურთიერთობის თაობაზე ცოტას ამეტებენ. კი, ბატონო, რთულია, რადგან ფიზიკურადაც გიწევს მუშაობა და გონებრივადაც, მაგრამ ჩვენ უკვე დატრენინგებულები ვიყავით, სპეციალურად გვამზადებდნენ, რომ აუტისტ ბავშვებთან გვემუშავა. ამიტომ, ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა და არ იყო ძალიან რთული. დღეს უკვე მეშვიდე წელია, რაც აუტისტებთან ვმუშაობ. ყოველ დღეს, შაბათ-კვირის გარდა, აუტისტ ბავშვებთან ვატარებ. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა სერიალში ირაკლის როლის მოსარგებად. იმდენნაირ აუტისტთან მქონია ურთიერთობა, კარგად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. სინამდვილეში, ვიცნობ ერთ აუტისტ ბიჭს, რომელიც ამ პერსონაჟის პროტოტიპია. ძალიან კარგ ფოტოებს იღებს და ახლახან ჰქონდა გამოფენა. წარმატებული ფოტოგრაფია. მისგან ძალიან ბევრი რამ ავიღე, თუმცა ის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობების მქონეა. ირაკლისთან შედარებით ძალიან განვითარებულია. ზოგი იმდენად მაღალფუნქციურია, რომ შეიძლება, ვერც მიხვდე, რომ აუტისტია, მაგრამ სინამდვილეში ეს დიაგნოზი აქვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სერიალის მსგავსად, სიტუაცია რეალობაშიც ნელ-ნელა შეიცვალა. ვგულისხმობ ოჯახის დამოკიდებულებას. ადრე აბსოლუტური უმრავლესობა მალავდა აუტისტების არსებობას მათ ოჯახში. დღეს ასე აღარაა.
– სერიალში იყო ძალადობის სცენაც. სინამდვილეში ხშირია მსგავსი შემთხვევები?
– ასეთი სიმძიმის არა, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტა იყო, რადგან მძიმედ დასმულ საკითხს უკეთ ხედავს საზოგადოება. ქუჩაში ასეთი ძალადობის შესახებ აუტისტისადმი არ მსმენია, თუმცა ოჯახებში არის ძალადობა, ისევე, როგორც ჩვეულებრივი განვითარების ბავშვებთან მიმართებით. რაც შეეხება ქუჩას, აუტისტებს აქვთ თვითსტიმულირების უნარი. გარკვეულ ხმებს უშვებენ, სხვადასხვა მოძრაობას ასრულებენ და ამის გამო ტრანსპორტში ან ქუჩაში, შეიძლება, ვინმე გაღიზიანდეს და მშობელს უსაყვედუროს: ეს ბავშვი რატომ გყავთ გარეთო. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრი ყოფილა, თუმცა, უცხო ადამიანის მხრიდან ძალადობის შესახებ არ მსმენია.
– სერიალში, ბუნებრივია, იცოდნენ, რომ ამ სფეროში გქონდა გამოცდილება.
– კი. იცოდნენ, რომ ვიყავი მსახიობი და თან, აუტისტ ბავშვებთან ვმუშაობდი. ვისაუბრეთ და ჩვენი თანამშრომლობა შედგა. საჭირო იყო ამ ადამიანებზე საუბარი და ამან უკეთესობისკენ შეცვალა მდგომარეობა. ჩემთვის სასიამოვნოა ამ როლის შესრულება.
– პაციენტებს შორის არიან ამ სერიალის მაყურებლები?
– კი (იცინის). უხარიათ, რომ ტელევიზორში მხედავენ. ერთმა მშობელმა მითხრა, ასეთი რატომ არის ირაკლი, უფრო მაღალფუნქციური გაგეკეთებინა, მეტი შესაძლებლობისო. შემომჩივლასავით. ჩვენ ისედაც გულგახეთქილები ვართ და ტელევიზორიდანაც გულს რატომ გვიხეთქავ, ცოტა მაღალგანვითარებული გმირი გააკეთეო. თუმცა, ეს ნამდვილად არაა ჩემი გადასაწყვეტი. უმეტესობას მოსწონს. ყველა ფიქრობს, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.
– რთული თემაა, რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ამ მიმართულების სპეციალობად არჩევა?
– ჯერ ერთი, ბავშვები მიყვარს ძალიან და მეორე, ფსიქოლოგიაზე სწავლის დროს დავინახე, რომ ამის საჭიროება არსებობდა. სამოც გოგოში მარტო ერთი ბიჭი ვიყავი. სამსახურში ორმოცი თანამშრომლიდან სამი ბიჭი ვართ. პირველ სამსახურში საერთოდ არცერთი ბიჭი არ იყო ჩემ გარდა. მერე, ნეიროგანვითარების ცენტრში ერთი ბიჭი დამემატა და ახლა მენტალური ჯანმრთელობის ცენტში უკვე სამნი ვართ.
– სერიალში არაჩვეულებრივი პარტნიორი გყავს – ნინო კასრაძე.
– ნინო ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ძალიან გიმარტივებს შენი საქმის გაკეთებას. შესანიშნავი მსახიობი და პიროვნებაა.
– რეალური ოჯახის შესახებაც გვითხარი.
– მყავს ძმა და და. მშობლები აღარ მყავს. პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალნენ. მამა რომ გარდაიცვალა 13 წლის ვიყავი, დედის გარდაცვალების დროს კი – 15-ის. და-ძმა ასაკით ჩემზე დიდები არიან, მაგრამ მშობლები ასაკიანები არ ყოფილან. დედას იშვიათი დაავადება – გულის კიბო ჰქონდა. მამას ინფარქტი მოუვიდა. მოზარდი ვიყავი და და-ძმას მოუწია  მშობლების ტვირთის ზიდვა. მივლიდნენ, როგორც შეეძლოთ. ჩემი და დიასახლისია, ორ შვილს ზრდის. ზუგდიდში ცხოვრობს, წარმოშობით იქიდან ვარ. ძმა ჩემგან შორსაა, პროფესიით – პოლიციელია. მყავს შეყვარებული და თავს კარგად ვგრძნობ. თქვენი კოლეგაა – ჟურნალისტი, მაგისტრატურაზე სწავლობს. ორივე ბედნიერები ვართ ამ ურთიერთობით. ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობდით და ვმეგობრობდით. ბოლო ორი წელიწადია, უკვე ერთად და კარგად ვართ.

скачать dle 11.3