კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას #10

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“  და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 1976 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მისი სპეციალობა კი ინგლისური ენა და ლიტერატურაა. სოფიო ქაცარავას შრომითი ბიოგრაფია 1997 წელს დაიწყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში, სადაც მან 2004 წლამდე იმუშავა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერად. 2005 წელს დიდი ბრიტანეთის საელჩოში გადავიდა სამუშაოდ, სადაც 2016 წლამდე დაყო, თავდაპირველად – პროექტების მენეჯერად, შემდეგ – პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად, ბოლოს – პოლიტიკურ მდივნად. გადეპუტატებამდე კი, 2016 წელს, პარტია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მრჩეველი იყო.  ამასთან არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრი; „ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი; „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი; საპარლამენტთაშორისო კავშირში საპარლამენტო დელეგაციის წევრი.
შესაბამისად, სოფიო ქაცარავას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტარმა და ოჯახის წევრებად მიუთითა სამი შვილი: 2001 წელს დაბადებული სანდრო რჩეულიშვილი, 2008 წელს დაბადებული თორნიკე რჩეულიშვილი და 2009 წელს დაბადებული ირინა რჩეულიშვილი და მშობლები: ნათელა და პაატა ქაცარავები.
სოფიო ქაცარავას საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბაზბეგის გამზირზე (120 კვ. მ.), ბინა ბაკურიანში, კობა შაქაძის ქუჩის მიმდებარედ (40 კვ. მ.) და ავტომანქანა KIA Sportage.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში სოფიო ქაცარავამ, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა, 27 000 ლარი აიღო.

скачать dle 11.3