კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

წმინდა ლაზარეს კლინიკა – პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები თქვენი ჯანმრთელობისთვის #9

წმინდა ლაზარეს კლინიკა 2014 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს საკმაოდ მოთხოვნადი სამედიცინო დაწესებულებაა. აქ ყოველდღიურად უამრავ პაციენტს იღებენ და პროფესიონალ მედიკოსთა  გუნდი 24-საათიან რეჟიმში იბრძვის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.  კლინიკის ყველა განყოფილება აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურით. წმინდა ლაზარეს კლინიკის შესახებ უფრო დაწვრილებით მისი დირექტორი, 25-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმი – გოჩა გეთია და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები გვესაუბრნენ. 
გოჩა გეთია (კლინიკის დირექტორი, ექიმი-რადიოლოგი): მე როგორც კლინიკის დირექტორი, მაქსიმალურად ვარ ჩართული კლინიკაში მიმდინარე პროცესებში და აბსოლუტურად ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი. ჩვენი კლინიკა კომპაქტურია და ძირითადი მიმართულება საკმაოდ მძიმე კონტინგენტის მიღება და მკურნალობაა. ჩვენ გვყავს მძიმე თერაპიული პაციენტები, კერძოდ, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებებით, ფილტვის უკმარისობით და  სხვადასხვა პათოლოგიით. ასევე, გვყავს პაციენტები პოსტტრავმული გართულებებით. იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა ლაზარეს კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, პაციენტების დიდი ნაწილი სასწრაფო დახმარების მეშვეობით მოდის. ჩვენ გვაქვს ძალიან თანამედროვე სისხლის კლინიკური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მაღალი მგრძნობელობისა და მრავალფუნქციური ბიოქიმიური ანალიზატორებით. ვაკეთებთ ყველა ტიპის ანალიზს. გვაქვს ძლიერი დიაგნოსტიკური სამსახური, რომელიც აღჭურვილია როგორც დახურული, ასევე ღია სისტემის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებით, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით, მრავალფუნქციური როგორც სტაციონარული, ასევე პორტატული და მობილური ციფრულ-რენტგენოლოგიური და დოპლერო-ექოსკოპიური აპარატებით, არის მრავალფუნქციური ენდოსკოპიური სამსახური,  შესანიშნავი პულმონოსტიკური ქვედანაყოფით. გვყავს უმაღლესი კომპეტენციის და მუდამ მობილიზებული საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის პერსონალი. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო უმაღლესი სამედიცინო ერუდიციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე კლინიკური ნაწილის გუნდი, რომელიც გამოირჩევა გულისხმიერებით, თავდაუზოგავი შრომითა და განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით პაციენტებისადმით.  წმინდა ლაზარეს კლინიკას უძღვება წარმატებულ მენეჯერთა ჯგუფი, რომელიც დაბალანსებულია, როგორც დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ასევე ნოვატორული შემართებით.  
ბესარიონ გურგენიძე (კლინიკური დირექტორი, რეანიმატოლოგი): წმინდა ლაზარეს კლინიკაში მუშაობა ჩემთვის პრიორიტეტულია, რადგან აქ არსებობს ყველა პირობა, რაც ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მნიშვნელოვანია. აქ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ თავად გადავწყვიტოთ, კონკრეტულ შემთხვევებში როგორ ვიმოქმედოთ, რისი შეზღუდვაც დიდ კლინიკებში არსებობს. აქ მუშაობის შემოთავაზება რომ მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან წმინდა ლაზარეს კლინიკაში მომეცა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება. ხშირად გვიწევს უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობაც, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე მოვლენებს.
შორენა ჭუმბურიძე (თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი): კლინიკის დაარსების დღიდან აქ ვმუშაობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება განყოფილებას, რომელსაც ვხელმძღვანელობ, ეს არ არის მხოლოდ თერაპიული სამსახური, ჩვენ გვყავს კარდიოლოგიური პაციენტებიც. კლინიკა საკმაოდ დატვირთულია და ძალიან იშვიათად გვაქვს თავისუფალი ადგილები. მე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ჩემს უცხოელ კოლეგებთან და ხშირად, თვეობით მიწევს უცხოეთში, სხვადასხვა კლინიკაში მივლინება. ყოველწლიურად ვმონაწილეობ მნიშვნელოვან კონგრესებში, არა, როგორც უბრალო მონაწილე, არამედ როგორც მიწვეული ლექტორი, ყველა ეს პირობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მადგება პრაქტიკულ საქმიანობაში.
რეზო ლუკავა (ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): კლინიკური საქმიანობით 1980 წლიდან ვარ დაკავებიული და შესაბამისად, საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. ამ კლინიკაში სრული კომფორტია იმისთვის, რომ შევძლო, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. კლინიკის ნევროლოგიური განყოფილება ოცადგილიანია და აქ თავსდებიან მწვავე ცერებლო-ვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები. გვაქვს 24-საათიანი მომსახურების სერვისი – დიაგნოსტირებიდან მკურნალობის ჩათვლით. დიაგნოსტიკურ განყოფილებაში გვაქვს ორი თანამედროვე ტიპის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი და ერთი – კომპიუტერული ტომოგრაფი, რომლის მეშვეობითაც ხდება თავის ტვინის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა განყოფილებაში ადგილი არ გვაქვს. ჩვენთან მოდიან სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და პარალელურად, ვეწევით პედაგოგიურ საქმიანობასაც. კლინიკაში დანერგილია თანამედროვე მსოფლიო სტანდარტები. ვგეგმავთ მნიშვნელოვან სიახლეებსაც, მათ შორის, ცერებრულ ტრომბოლიზისის მეთოდის დანერგვას.
მისამართი:
თბილისი, ლუბლიანას ქ.¹13.
საკონტაქტო ტელ:
(+995 32) 252 87 88; 252 03 41.

скачать dle 11.3