კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა”, რომელიც იურიდიული განათლების მქონე პირების, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, ბათუმშიც იხსნება #9

მიუხედავად არც თუ ისე დიდი დროისა, თბილისსა და ქუთაისში წარმატებულად ფუნქციონირებს „საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“. ის წარმატებაზე, შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და უზრუნველყოფს იურიდიული განათლების მქონე პირებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იურისტთა უმაღლესი სკოლა მხოლოდ იურიდიული განათლების მქონე პირებითაა დაკომპლექტებული – როგორც მსმენელებით, ასევე ტრენერებით.
– ქალბატონო ირმა, მიამბეთ თქვენი სკოლის შესახებ, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს საზოგადოებაში. რით გამორიჩევა ის სხვა, მსგავსი სკოლებისგან?
ირმა კახიძე (საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის დირექტორი): „საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის“ მთავარი მიზანია, ადვოკატთა, მოსამართლეთა, ნოტარიუსთა და სხვა ნებისმიერი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის იურისტების მომზადება. ასევე, ტარდება სხვადასხვა სახის სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები, ისევ და ისევ, იურიდიული განათლების მქონე პირთათვის. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ღირებულება პროფესიონალიზმია, საქმიანობის პრინციპი კი – სწავლის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა. ანალოგიური ცენტრები, სადაც მხოლოდ იურიდიული განათლების პირები ემზადებიან, კერძო სექტორში თითქმის არც არის. ჩვენი კურსები, სხვების მიერ შემოთავაზებული კურსებისგან განსხვავებით, საათობრივად უფრო ხანგრძლივია, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს, ჰქონდეს საკმარისი დრო, კარგად გაიაზროს ახსნილი მასალა. ჩვენი მსმენელების უმრავლესობა დასაქმებულია სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციაში და ბევრი დრო არ რჩებათ სწავლისთვის. ასევე, გათვალისწინებული გვაქვს მათი რეჟიმი და შესაბამისად, ლექციები, ძირითადად, საღამოს 19:00 საათიდან იწყება.
– რა სახის ტრენინგები ტარდება თქვენს სკოლაში?
– ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება; მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება (ორი ეტაპი); ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება (ორი ეტაპი); საგადასახადო სამართალი, სადაზღვევო სამართალი, საბანკო სამართალი; ინგლისური ენა სპეციალურად იურისტებისთვის; ბიზნესსამართალი; სახელშეკრულებო სამართალი; მედიასამართალი. გარდა ამისა, სკოლაში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ემზადებიან ნებისმიერ სხვა საგანში.
– რომელია ყველაზე მოთხოვნადი კურსი?
– ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე და ასევე, გამოვყოფდი საბანკო სამართლის ტრენინგ-კურსს. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გადიან ერთთვიან სტაჟირებას სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულების იურისტებთან, დასაქმების პერსპექტივით.
– ვინ არიან თქვენი სკოლის ტრენერები?
– ჩვენი წამყვანი ტრენერები არიან: მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სამართლის დოქტორები. თბილისის გარდა, გვაქვს ფილიალი ქალაქ ქუთაისში, სადაც ტრენერებად გამოცდილი იურისტები გვყავს მოწვეული. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები. როგორც თბილისში, ქუთაისშიც სწავლების ხარისხი ძალიან მაღალია. რადგან ბათუმშიც ჩვენი სკოლის გახსნაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, 4 მარტს იქაც გავხსნით ახალ ფილიალს, სადაც ტრენერებად მოვიწვიეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები. ასე რომ, მსურველებს უკვე შეუძლიათ, ბათუმშიც მიაკითხონ ჩვენს სკოლას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, რუსთაველის გამზირი ¹37. ტელეფონი: 2 99 08 59; 593 78 60 60. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი ¹71. ტელეფონები:
0 431 25 12 27; 599 76 30 31.
ბათუმი: შერიფ ხიმშიაშვილის ¹47;
ტელეფონი: 593 78 60 60.

скачать dle 11.3