კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს თუ არა უროლოგიური პრობლემებიდან გამოსავალი და რომელი დაავადების აღმოსაჩენად უნდა მივმართოთ სპეციალისტს #9

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები ჯანმრთელობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2011 წელს მსოფლიოში სიკვდილიანობის 2 პროცენტი შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა ჯგუფზე მოდიოდა. სამწუხაროდ, ადამიანები ექიმს მაშინ აკითხავენ, როცა დაავადება შორს წასულია და პრობლემას ფესვები ღრმად აქვს გადგმული.
უროლოგიური პრობლემებისადმი კვალიფიციური და დროული მიდგომა,  რაშიც გადამწყვეტი როლი დროულ დიაგნოსტიკას ენიჭება, უდავოდ, კარგ შედეგს იძლევა. ექიმების ხელთ არსებული თანამედროვე მეთოდების გამოყენებით  პაციენტს სრულად გამოჯანმრთელების მაღალი შანსი აქვს.  წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში (ახალი მიხაილოვი) ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ დაავადება საწყის სტადიაზევე იქნეს აღმოჩენილი, ხოლო მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს: მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, თანამედროვე ლაბორატორია, უახლესი აპარატურა – პაციენტებისთვის  ოცდაოთხი საათის განმავლობაში ხელმისწავდომია.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში უროლოგიურ სამსახურს  დავით ტოკლიკიშვილი ხელმძღვანელობს.               
– ბატონო დავით, ძირითადად  რა პრობლემებით მოდიან პაციენტები თქვენთან?
– პრობლემების საკმაოდ ფართო სპექტრია: გლომერულოპათიები, თირკმელების ტუბულო-ინტერსტიციული ავადმყოფობები, თირკმელების უკმარისობა,  უროლითიაზი, თირკმელებისა და შარდსაწვეთების სხვა ავადმყოფობები, საშარდე სისტემის ინფექციები, მამაკაცის სასქესო ორგანოების პათოლოგიები, ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი ავადმყოფობები, ქალის შარდსასქესო სისტემის არაანთებითი ავადმყოფობები.
– თანამედროვეობისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა ერექციული დისფუნქცია. 
– ამ ტერმინს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იმპოტენცია, იმაზე უფრო ფართო განმარტება აქვს, ვიდრე ეს შესაძლოა, ზოგიერთ წყვილს ჰქონდეს გაცნობიერებული.  ხშირად მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ სასქესო ორგანოების ანთებებით გამოწვეული პრობლემები აქვთ.  ამ პრობლემების მოგვარებას მისი იგნორირებით ან  ჰიგიენის გაძლიერებით ცდილობენ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ბევრი პაციენტი, მსგავსი ინტიმური პრობლემების მოგვარებას, ექიმთან მიმართვის გარეშე ცდილობს.  მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემებით პაციენტების მომართვიანობა მაინც მაღალია, რეალობიდან გამომდინარე, ბევრი იძენს სამკურნალო საშუალებას იმ მეგობრის ან ახლობლის რჩევის საფუძველზე, ვისაც მსგავსი პრობლემა უკვე ჰქონია და იღებს არასასურველ შედეგს ან დამატებით პრობლემებს.
– რამდენად გავრცელებულია კენჭოვანი დაავადებები?
– შარდსასქესო სისტემა და შარდ-კენჭოვანი დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის გვხვდება ყველა ასაკში, ორივე სქესში. ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და პროფილაქტიკის პრინციპების ფართო ცოდნას. ამ პრობლემების არასრულფასოვნად გაცნობიერებას და ხალხური მეთოდების ან კეთილისმსურველი ახლობლების „გამოცდილების“ დონეზე გადაწყვეტას, ხშირად არასასურველი შედეგი მოაქვს.  არანაკლებ საყურადღებო პრობლემაა მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შეუძლებელია კონსერვატიული მკურნალობით შედეგის მიღება და დგება ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
მობილური:  577 19 99 66.      
კლინიკის მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ¹21.

скачать dle 11.3