კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიშიშვლა მაკო კობერიძემ ერთ-ერთ გადაცემაში მკერდი და ვინ უქმნიდა მის სიცოცხლეს საფრთხეს #9

მაკო კობერიძე ფოტომოდელი და მსახიობია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც „ფლეიბოისთვის“ გაშიშვლდა. ცოტა ხნის წინ, მაკომ ერთ-ერთ გადაცემაში მკერდი მოიშიშვლა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
მაკო კობერიძე: წლების წინ მივედი სამოდელო სააგენტოში, ამირჩიეს ფოტომოდელად, თუმცა მხოლოდ 2 კვირით შემოიფარგლა ჩემი სამოდელო საქმიანობა, რადგან იმ დროს სასიყვარულო ურთიერთობამ გამიტაცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბავშვური გატაცება, ეიფორია, სიგიჟე, რამაც ბოლომდე ჩამითრია და სამწუხაროდ, მალე გაიარა. შემდეგ დამიკავშირდნენ „ფლეიბოიდან“, მივედი ქასთინგზე, სადაც დამხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი – გეგე. მან ოთახში შემიყვანა და მითხრა: გაიხადეო. მეც უნებლიეთ, მოვკიდე მაისურს ხელი და გავიხადე. საღამოს დამირეკეს: თქვენ უნდა გადაგიღოთო. სრულიად შიშველი წარვდექი ჟურნალში. კამერა იყო ჩემი სფერო, ჩემი სამყარო – ამაში მაშინ დავრწმუნდი.
– ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში...
– ყოველთვის ზედმეტად აქტიური ვიყავი – 16 წლისამ დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. წამოვედი სახლიდან და რესტორანში მიმტანად დავიწყე მუშაობა, რადგან მინდოდა, როგორც პიროვნება, შევდგარიყავი. პლუს ამას, გავიგე შოკისმომგვრელი ინფორმაცია და... არა იმიტომ, რომ არ მინდოდა ის ადამიანები, ვინც გამზარდეს, არამედ მინდოდა, გამეცნო ის, ვინც პირველად მიღალატა. როდესაც გამზრდელი დედა გარდაიცვალა, მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა მიერთგულა პირველი ღალატის მერე, მამამ გამზარდა დეიდებთან ერთად, მაგრამ მერე ისიც გარდაიცვალა. როცა სახლიდან წამოვედი, მამამ გამიშვა, აბსოლუტურად ყველაფერი მოითმინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გაშვება მისთვის დიდი ტკივილი იყო. „ფლეიბოიც“ მიიღო დუმილით.
– გაიცანი შენი ბიოლოგიური დედა?
– მალევე გავიგე, ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური დედა. უბრალოდ, ის საქართველოში არ ცხოვრობდა. 10 წელი დამჭირდა დედა ახლო რომ მომეყვანა. თუმცა, ის დღემდე არ ჩამოსულა ჩემთან. ერთხელ ჩამოვიდა, გაიცნო ჩემი შვილი, თავისი შვილიშვილი. ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ ხალხმა ცუდ ასპექტში დამინახა, რადგან ვამბობ სიტყვებს: მე ვუღალატე-მეთქი. თუმცა, შეიძლება, ჩემზე უკეთ ღალატისა და ერთგულების ფასი არავინ იცის. მე მიღალატეს პირველად, არ ვამბობ, რომ ეს შეგნებულად მოხდა. თუმცა, დაბადებისთანავე მიერთგულეს კიდეც.
– როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება „ფლეიბოის“ შემდეგ?
– მამაკაცების მხრიდან იყო დიდი გამოხმაურება – ქაოსი ხდებოდა, სასიამოვნო ქაოსი. იყო უამრავი თაყვანისმცემელი, საჩუქრები, განებივრება, გატუტუცება... და უცბად გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც მალე შევები ქორწინებაში. მაგ დროს არ ვგეგმავდი ქორწინებას, ჩემს ეიფორიაში ვცხოვრობდი. ფილმებიდან იყო შემოთავაზებები. თავიდან ისე არ შემყვარებია, რომ ამ სფეროზე, ჩემს სამყაროზე, რომელშიც დღესაც ვიკარგები, უარი მეთქვა. მინდოდა, გამეგრძელებინა, მაგრამ მისი მხრიდან იყო საოცარი ზეწოლა, ბრძოლები, დიდი სკანდალები, გატაცებები. რამდენჯერმე გამიტაცეს. მის მიმართ მქონდა გრძნობა, მაგრამ ისე არ მყვარებია, რომ ყველაფერზე უარი მეთქვა.
–  რატომ გაჰყევი ცოლად?
–  აღმოჩნდა, რომ მისგან ფეხმძიმედ ვიყავი, პატარა დათუნას ვატარებდი მუცლით. შვილი იყო ერთადერთი მიზეზი იმის, რომ ეს სფერო დავთმე. სიყვარულის გამო არ დავთმობდი ამ სამყაროს, რადგან ისეთ მამაკაცს ავარჩევდი, რომელიც ჩემს „მე-ში” იცხოვრებდა. ჩვენ ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. გავხდი მასზე დამოკიდებული, რადგან აბსოლუტურად არაფერი გამაჩნდა, რომ დამოუკიდებლად მეცხოვრა, მუცელში ბავშვით. დაიბადა თუ არა დავითი, 2 თვეში ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მე დავტოვე ჩემი მეუღლე და დავბრუნდი პირველ სიყვარულთან, რომელიც თავის დროზე გატაცება მეგონა.
– მეუღლესთან თანაცხოვრების პარალელურად გქონდა მასთან ურთიერთობა?
– არ მქონია. ჩემმა მეუღლემ აღიქვა ეს ღალატად. რადგან, როდესაც დავითი გავაჩინე, მას ვუთხარი: მე მივდივარ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც მე მჭირდება-მეთქი. ამას მოჰყვა ძალიან დიდი პრობლემები, ნახევარი თბილისი იმაზე ლაპარაკობდა, რაც ხდებოდა. ძალიან იყო გაღიზიანებული, შეურაცხყოფად მიიღო, მიტოვებულად იგრძნო თავი. იყო რამდენჯერმე ისეთი მცდელობა, რომ შეიძლება, მე ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი. საბედნიეროდ, ის ადამიანი იდგა ჩემ გვერდით და მიცავდა. მე ვერ შევძელი ბავშვის წაყვანა. თუმცა, დავტოვე ჩემი ნათლიის ხელში, რომელიც ძიძაც იყო იმავდროულად. ვიცოდი, როგორც თავის შვილს, ისე გაზრდიდა. ჩემი მეუღლე გავლენიანი პირის შვილი იყო და ვერ შევძლებდი შვილის წაყვანას, თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში. ჩემი მეუღლე ემუქრებოდა მშობლებს, ძიძას, რომ არ ეჩვენებინათ ჩემთვის შვილი. მაგრამ, მე მაინც ვახერხებდი, მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონოდა. ერთი წელი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის, ფეხზე წამოდგმისთვის. ამისთვის მადლობას ვუხდი იმ ადამიანს, ვინც ცხოვრება მასწავლა. ამ კაცთან ურთიერთობამ ადამიანების დანახვა, პატივისცემა მასწავლა – მეამბოხე პატარა გოგო გამზარდა. ერთ წელიწადში დავიბრუნე ჩემი შვილი.
– რატომ დასრულდა თქვენი ურთიერთობა?
– ჩემს საუკეთესო მეგობართან ვნახე, ფლირტი ჰქონდათ, რომელიც შეიძლება, სხვა ურთიერთობაში გადაზრდილიყო. ისინი საწოლში არ მინახავს, მაგრამ შეიძლება, ასეც მომხდარიყო. საშინლად ჯიუტი ვარ, ფხუკიანი, აუტანელი, ურთიერთობაში დათმობებზე არ მივდივარ. ერთმანეთისგან წავედით, თუმცა დღემდე ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
– როგორც ვიცი, მეორედაც გათხოვდი.
– დავითი პირველი კლასის მოსწავლე იყო, როცა ზურაბი გავიცანი და ცოლად გავყევი. უცებ განვითარდა მოვლენები – დავიბენი, ავიჭერი. შეიძლება, ბევრ მამაკაცთან მქონდეს ზედაპირული ფლირტი, მაგრამ რთულად ვარჩევ მას, ვის გვერდითაც ვარ. ერთ თვეში საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა და 9 თვეში ჩუმად მოვაწერეთ ხელი, რადგან მისი ოჯახის წევრები წინააღდეგები იყვნენ. ცხოვრებაში ყველაფერი ამ კაცში ჩავდე, თითქოს რაღაც ჯადოსნობა დამემართა. რაც ადრე არცერთი მამაკაცისთვის არ მიმიცია, ამას ვაძლევდი, მასში ვდებდი. ყველაფერზე უარი ვთქვი, ჩავიკეტე სახლში. ეს შოკისმომგვრელი იყო და თან, მსიამოვნებდა. სიღნაღში წავედით, მხოლოდ ჩემიანები ვიყავით და ასე ვთქვათ, ჩემი ქმარი მოვიტაცე. მისმა ოჯახმა რომ გაიგო, ამას დიდი ამბები მოჰყვა. ქორწილის გადახდაც გვინდოდა, მაგრამ ჩაგვიშალეს. ჩემ მიმართ წამოვიდა დიდი აგრესია. საშინლად ვიყავი განადგურებული. მამაოსთანაც მივედი, რომელიც პატარაობიდან მიცნობს. მან მითხრა: მე არ გაძლევ უფლებას ამ ბიჭთან დაიწერო ჯვარი, არ ვენდობი ამ ურთიერთობასო და არ მომცა კურთხევა, ქმართან ჯვარი დამეწერა. შეიძლება, ჩემ გამო ამბობდა ამას, რადგან იცოდა, რომ დიდხანს ვერ გავუძლებდი ამ უარყოფას და ხარჭასავით მის გვერდით ცხოვრებას. მაგრამ, მამაოც მოვატყუე და ჩუმად დავიწერეთ ჯვარი. მამაო აღმოჩნდა მართალი. მის გვერდით არ იყვნენ ოჯახის წევრები – ვიყავი უარყოფილი პატარძალი. ეს ყველაფერი დაგროვდა ჩემში. ის არაჩვეულებრივი ადამიანია – წყნარი მშვიდი. მე კი ემოციური ვარ, კომუნიკაბელური, გვერდით ისეთი მამაკაცი მჭირდება, რომელიც გამიზიარებს-გავუზიარებ, შემიცნობს-შევიცნობ. ის კი რადიკალურად სხვა განზომილებაში იყო, სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნოდით. ყველაფერმა იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, იყო გაუთავებელი კონფლიქტები, კამათი და ჩვენი ორწლიანი ურთიერთობა დასრულდა.
– ახლა გყავს ვინმე?
– არა, ახალი დასრულებულია ჩვენი ურთიერთობა. ჩემ გვერდით იქნება მხოლოდ ისეთი მამაკაცი, ვისაც კარგად გავიცნობ – იქნება ჩემი, ჩემში და მე ყველაფრისთვის ვიქნები მზად.
– რატომ მოიშიშვლე მკერდი გადაცემაში?
– გადაცემაში ერთმა თქვა, რომ ჩემი მკერდის ყურებას კივის ჭამა ურჩევნია. ღმერთმა შეარგოს კივი, მაგრამ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ მამაკაცების 90 პროცენტს არ ურჩევნია მიირთვას კივი და ურჩევნია უყუროს ამ მკერდს ან ნებისმიერ სხვა მკერდს, რომელიც ძალიან ლამაზია. ზოგმა იფიქრა, რომ მაკოს პოპულარობა უნდა, რომ ხალხს თავი გაახსენოსო. მე მინდოდა, სულ სხვა ფორმატში მესაუბრა, უბრალოდ, არ დამცალდა. მაკოს არ აკლდა პოპულარობა, მაკომ გაიხადა შოთა კალანდაძის ფილმებში, ეროტიკული სცენები ჰქონდა. „ჭირვეულის მორჯულებაში“ ვახო რჩეულიშვილთან და შორენა ბეგაშვილთან ერთად, მქონდა სკანდალური ეპიზოდი, იქაც გამოჩნდა ჩემი მკერდი. შოთა კალანდაძის ფილმში ედმუნდ კალანდაძე, რომელიც ცნობილი მხატვარია, 89 წლის ასაკში დათანხმდა, დაეხატა ჩემი შიშველი სხეული. ანუ სიშიშვლე და პოპულარულობა მაკო კობერიძეს ახლა არ სჭირდებოდა. საკმაოდ ბევრგან არის შიშველი მაკო. მე მინდოდა, ადამიანებისთვის დამენახვებინა, რომ მამაკაცებს სჭირდებათ  და უნდათ ეს. კიდევ ბევრჯერ მოვიშიშვლებ მკერდს, ვიტყვი სათქმელს, უბრალოდ, არ მინდა, ხალხი გაღიზიანდეს.

скачать dle 11.3