კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ დახეთქილ და გაუხეშებულ ქუსლებს #9

ნაპრალები ფეხის ქუსლებზე ძირითადად მათ აწუხებთ, ვისაც მშრალი კანი აქვთ. ასევე, ქუსლების სიმშრალისა და ნახეთქების გაჩენის მიზეზი შეიძლება, იყოს არაკომფორტული ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების ნაკლებობა. არსებობს ხალხური საშუალებები, რომელიც მოგირჩენთ ნახეთქებს და ტერფების კანს ნაზსა და გლუვს გახდის.
* ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდის წყალი
ჩაასხით ტაშტში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ჩაყავით ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ, ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვით. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ.
* მცენარეული ზეთი
კარგად დაიბანეთ ფეხები, გაიმშრალეთ და წაისვით ცოტაოდენი ზეთი ტერფებზე. ჩაიცვით თხელი ბამბის წინდები, ზემოდან კი შალის და ასე დაიძინეთ. დილით დაიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში.
* ვაზელინი და ლიმონის წვენი
ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 15 წუთით. შემდეგ გაიმშრალეთ. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი და ლიმონის წვენი და მიღებული ნარევი წაისვით ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ.
* თაფლი
ტაშტში ჩაასხით 5 ლიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი. ჩაყავით ფეხები ამ ხსნარში 20 წუთით, შემდეგ გაიხეხეთ პემზით. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ. წაისვით მკვებავი კრემი.
* ბრინჯის სკრაბი
აიღეთ 3 სადილის კოვზი დაფქული ბრინჯი, დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ სქელი მასა. ჯერ ჩაყავით ფეხები 10 წუთით თბილ წყალში, შემდეგ წაისვით ტერფებზე მომზადებული მასა, როგორც სკრაბი და ჩამოიბანეთ.
* ზეითუნის ზეთი
ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი ან ლიმონი და ერთი ჩაის კოვზი თბილი წყალი. ყველაფერი კარგად აურიეთ. წაისვით ეს კრემი დღეში რამდენჯერმე.
* ხახვი და ვაშლი
წვრილად დათალეთ 1 თავი ხახვი და 1 ვაშლი. ეს ყველაფერი აურიეთ, მოალაგეთ სუფთა ქსოვილზე. შემდგომ ეს ქსოვილი მიიდეთ დახეთქილ ქუსლზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, რომელზეც დაახვევთ წვრილ თოკს ფიქსაციისთვის. აღნიშნული საშუალება ფეხზე გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. შემდგომ მოიხსენით კომპრესი, გადაივლეთ თბილი წყალი და წაისვით ზეითუნის ზეთი. აღნიშნული პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 2-3 ჯერ კვირაში, საბოლოო განკურნებამდე.
ზოგადად, ამ პრობლემას რომ თავი აარიდოთ, კარგი იქნება, თუ კედრის მალამოს ხშირად გამოყენებთ ქუსლებზე. ასევე, ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის, ატარეთ კომფორტული და რბილი ფეხსაცმელი, ხშირად დაიბანეთ ფეხები, წაისვით ყოველდღიურად კრემი და მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც უხვად შეიცავს A და E ვიტამინებს.

скачать dle 11.3