კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #9

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-8(843)

ისტორია მეექვსე
(მოქმედი პირები: „უცხო კაცი“, ანუ ჯამლეტა-ჯონდო-ჯონი; ლანა, ზურას ცოლი და ეკა, მათი მეზობელი)

„უცხო კაცი“, ანუ უცხოს ზარი
- ზურა არ ვარ, ქალბატონო. მე თქვენ არ მიცნობთ, სამაგიეროდ, მე გიცნობთ თქვენც, ზურასაც და კიდევ იმას, ვისაც თქვენ არ იცნობთ და იცნობს ზურა...
- ვერ გავიგე, ვინ ხართ? რა გინდათ, ვის იცნობთ, რაში მაინტერესებს...
- უნდა გაინტერესებდეთ! თან, ძალიან გაინტერესებდეთ უნდა, ქალბატონო ლანა!
- მიცნობთ?
- ხომ გითხარით, მე ყველას ვიცნობ...
 - ვინ ყველას, რის თქმა გინდათ ამით?
- არც არაფრის, მე მხოლოდ ის არ მინდა, თავს ასე იტყუებდეთ და ატყუებინებდეთ. თქვენ ამას არ იმსახურებთ, ქალბატონო ლანა! თქვენ უნდა იცოდეთ სიმართლე.
- რა სიმართლე? - ლანას ხმაში ბზარი გაუჩნდა, ეს კარგია, ესე იგი, ნოყიერ ნიადაგზე დაეშვა ეჭვი...
- სიმართლე მწარეა, მაგრამ ხომ იცით, ჯერ მწარე ჭამეო...
- რას მიედ-მოედებით, რა გინდათ, ან თქვით, ან...
- გეტყვით, ნუ ბრაზობთ. ჩემზე გასაბრაზებელი რა გაქვთ, ქალბატონო ლანა... ზურასთვის შემოინახეთ ნერვები.
- ზურას მივაწოდებ ახლა ტელეფონს და იმას აუხსენით!
- ქალბატონო ლანა, ზურა ახლა იქ და იმასთან იმყოფება, სადაც თქვენს ზარს არ უპასუხებს. მოკლედ, არ გვინდა ეს „რიჟა ბაზარი“. ქმარი გღალატობთ და დროა, თვალები გაახილო!.. ხმას რად არ მცემთ, ქალბატონო, რამე ახალი გაიგონეთ? მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, რამდენი წელია თან და არ მითხრათ, რომ მე პირველი ვარ, ვინც ეს თქვა. მაპატიეთ, არ მეგონა, რომ არ იცოდით, თორემ არც ვიტყოდი... კარგი, აბა, მე გითხარით მაინც და, აწი თქვენ იცით თქვენი ამბავი. გინდა – აპატიეთ და გინდა, გადაამოწმეთ. ისე, ჰკითხეთ, აბა, ამ საღამოს სად იქნება გვიანობამდე... – ეს ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე!
არა, რა, ტუტუცი დედაკაცი?! ისე დამუნჯდა, ვითომ მესიმ კარს თერთმეტმეტრიანი ააცილა... არა, ასეთი ტლუ როგორ არის?! თუმცა ზურაბას სხვანაირი ცოლი როგორ ეყოლებოდა?! ჩემმა კნეინამ არმომხდარი ამბავი იყნოსა ერთი დანახვით, ეგრევე. ჰოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იქნება აწი ზურაბას ოჯახური იდილია… მთავარი გაკეთებულია. დანარჩენს უკვე თვითონ მიხედავენ. ახლა მეორე ფრონტზე უნდა გადავინაცვლო და ეს მეორე ქალიც დავაკარგვინო. მე არ ვიყო ჯამლეტ აფაქიძე, თუ ზურაბა მშრალზე არ დავსვა! გამომივიდა კაზანოვა და როტშილდი ერთ შეფუთვაში! ვერ მოგართვეს, ახლა ჩემი დროა, ძამიკო, დამაცადე, ისეთ ოინს გიზამ, სულ ძმრად ამოგადენ, რაც ვიეჭვიანე და სიგარეტში ფული ვყარე. ახლა შენს ბიზნესსაც უნდა შევუყენო წყალი. საყვარელ ცოლისძმასაც მიუვა „ქსივა”, რომ ფულს საყვარლებს ახარჯავ და ცოლს გულს უხეთქავ. ფიქრობ, როგორც აგსვეს გამზადებულ სავარძელზე, ისე ვერ ჩამოგაპინტრიშებენ?! ვნახოთ ერთი, ჯაფარიძეების ქონებისა და კავშირების გარეშე, რა ხვითოც ხარ. მერე დავითვალოთ, რამდენი ქალი დაგეკიდება კისერზე… სად არის ის ქალბატონი, ნეტა, ისევ ერთად ჭუკჭუკებთ, გვრიტებო? რას არ მივცემდი, თქვენი სახეები დამენახა, ლანა რომ დარეკავს და ზურაბას იხმობს. ან იქნებ, სულაც, სამსახურში დაგადგეთ…
ჰა, ჯერ ბოლომდე არ გაგთქვი და არ გაგყიდე. მაგრამ, თუ არ მოეგები გონს, ამის დროც მოვა, საყვარელო. ახლა ჩემს ხელშია შენი სიყვარულების ამბები და შენი კეთილდღეობაც. თორემ სამსახურიდანაც გამოვაპანღურებინებ შენს თავს ლანას ძმას, მერე ზურაბაც მიგაგდებს და მიყარე კაკალი. სად წახვალ? ჯამლეტ ბიძიასი ვერ აგცდება! მუხლებზე მოხოხდები, კისერზე დამეკიდები და შენ რომ იცი, ისეთ ყირამალებს გაჭიმავ ლოგინში. ყველგან უნდა გაგჟიმო, ყველა კუთხეში, როცა მომინდება, სადაც ამიდგება და მომეხოშება. სულ კატასავით უნდა გაკრუტუნო და დაგავიწყო ეგ პიჟონი პედერასტი ზურაბა. რა იცი, შენ ნამდვილი კაცის ძალა და ფასი! გაჩვენებს ჯამლეტა ბიძია, მალე, კნუტო, მალე…

ისევ „ცოლი“, ანუ რატომ არ უნდა იყოს ქალი სამზარეულოს კომბაინი
– მშვიდად, ლანა, მშვიდად… არ ჩაიშხამო საღამო… ბოროტებს რა დალევს ამ ქვეყანაზე?! სად უნდა იყოს ზურა, რა თქმა უნდა, საქმეზე… არ უნდა მეპასუხა უცხო ნომრისთვის. არ უნდა მეპასუხა! ჩემი ბრალია! ან რას გავუბი ვიღაც თავხედს ლაპარაკი?! ვერ დავკიდე მაშინვე ყურმილი?! ჰო, უნდა დამეკიდა და თუ კიდევ გადმორეკავდა, პატრულისთვის გადამეცა მისი ნომერი!!! უნდა არსებობდეს; აუცილებლად უნდა არსებობდეს პოლიციაში განყოფილება, რომელიც ოჯახებს დაიცავდა ასეთი ტიპებისგან. რაო, რა თქვა?! სად არისო?! შენს ზარს არ უპასუხებსო?! ზურა ყოველთვის იღებს ყურმილს ან მითიშავს, თუ ლაპარაკი არ შეუძლია და შემდეგ თვითონ გადმომირეკავს ხოლმე. ყოველთვის! არასდროს ავიწყდება! ზურა, სად ხარ, ზურა?! დამირეკე! გამიფანტე ეს ეჭვები…  საიდან მოვიდა ეს „ზურა“, სულ „ზურიკოს“ ვეძახდი...
დავურეკო?! არა – ვერ დავურეკავ. გამოდის, რომ იმ საზიზღარმა ტიპმა თავისი გაიტანა. მექანიკურად ავკრიფე დედაჩემის ნომერი:
– ალო… ალო… არ ისმის ჩემი ხმა? მე ვარ, აბა, ვინ იქნება? რა ხმა? მშვენიერი ხმა მაქვს, დავიღალე. ჯერ სამსახურში, მერე სახლში, იმდენი საქმე მქონდა. აბა, ბავშვები რატომ გამოვუშვი თქვენთან? თუ რამე დაგჭირდათ, დარეკეთ. წავედი. კიდევ დაგირეკავთ, – გავთიშე თუ არა, კარზე ზარის ხმა გაისმა.
– ვინ არის?! ვითომ ზურა მოვიდა?! ჰო, ჩემი ზურიკო მოვიდა! – არა, ჩვენი მეზობელი ეკა იყო.
– ლანა, ცოტა ქინძი მინდა. ვაჰ, რა ლამაზი ხარ, გოგონა, რა ხდება, საყვარელი ხომ არ გაიჩინე?! ჰო, გეხუმრე, გეხუმრე. შენ, მგონი, ზურასაც არ აძლევ, ხომ?! ჰაჰაჰაჰაჰა...
– არ მიყვარს, ეკა, ხომ იცი, ასეთი რაღაცეები?!
– როგორი რაღაცეები?! რა, ზურას გარდა კაცი მართლა არ გყოლია?! და რა შეგრჩება ხელში, რომ დაბერდები?! რას გაიხსენებ, რამდენი „ნასკი“ დაუკემსე შენს ქმარს?! თუ ღამით, რომ ხვრინავდა, ბალიშს როგორ უსწორებდი?! ნუ მაცინებ! ქალი ხარ თუ სამზარეულოს კომბაინი?! ტექნიკა, იცი, რატომ განვითარდა, რომ ჩვენ, ქალებსაც, გვქონოდა თავზე საყრელად სექსი და კაცები გამოგვეცვალა ხელთათმანებივით!
– აი, შენი ქინძი.
– ოქრო-გოგო ხარ. მგონი, კაი ამბავს აპირებ… ოო, ხედავ შენ, მაგიდაც გაუშლია, სანთლებით. სწორია, კაცი პრიმიტიულია, უნდა აჭამო… გესმის – უნდა აჭამო და გარდა საჭმლისა, სხვა რამეებიც. ოღონდ მკერდი ცოტა მოიღეღე და ბარძაყიც გამოაჩინე, რომ გაძღება, კიდევ რამეც რომ მოუნდეს. თორემ უბიწო ქალწულთა გიმნაზიის მოსწავლეს ჰგავხარ.
– ეკა?!
– მივდივარ, მივდივარ!  მისიონერული პოზა არ დამანახვო. რამე ეგზოტიკური, სიახლე და გარყვნილება. ჭამის მერე ესაა მნიშვნელოვანი ამ ორფეხა პირუტყვებისთვის. რა გჭირს, ლანა?! ლანა?! ლანა?!..
***
– როგორ შემაშინე. რა დაგემართა?! რა გატირებს?! ლანა, ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი საყვარელი გოგო. თუ ასე გეწყინებოდა, სულ არ მინდა შენი ქინძი, უქინძო სადილს გავაკეთებ. მოდი, ზურას დავურეკოთ…
– არა, არა. ზურა ახლა საქმეზეა და ვერ მოვაცდენ.
– ლანა, ნუ ტირი, საყვარელო…
– ეკა, რატომ დადის ამდენი შურიანი და ბოროტი ადამიანი ამ დედამიწაზე?! რატომ არ გვასვენებენ?! ბავშვები გავუშვი დედაჩემთან და მამაჩემთან. ვიფიქრე, რომანტიკულ ვახშამს მოვაწყობ-მეთქი. ეს სულელური კაბაც ჩავიცვი და უცებ რეკავს ვიღაც ტიპი და…
– კარგი, ამოგიჯდა გული, სულ ცახცახებ. ვინ ტიპი, რა უნდოდა, რა გითხრა?
– მთელმა თბილისმა ი…ცისო… შენს ქმარს საყვარელი ჰყავსო…
– და ამის გამო ტირი და იშლი ნერვებს?! იმან რა იცის, ვის ვინ ჰყავს? მივხვდი – კაცი იყო ხომ?! თვითონ მოსწონს ზურა და უნდა, რომ დაგაშოროს. ახლა ეს ძალიან მოდურია. ვითომ ქალები არ გვყოფნიდა, ხომ იცი, თითო კაცზე ხუთი ქალი მოდისო და ახლა კაცებიც დაგვემატნენ!!! მოკლედ, დიდი და დაუნდობელი კონკურენციაა ლოგინში, ამიტომ სულ ფორმაში უნდა ვიყოთ. მიდი, მოწესრიგდი. სულ დაგავიწყდება ვიღაცის ბჟუტური, დაშხოშიანად რომ გაგჟიმავს შენი ზურიკო.
– ეკა, ვინმე მკითხავს არ იცნობ?
– ვის ვიცნობ?! მე ვიცნობ მკითხავს?! არა – მე ვიცნობ, ასე, 450 პოზას და თუ გინდა შენც გაგაცნობ! სულ რომ ხარჩოზე ფიქრობ, იმიტომ ხარ ასე დაშტერებული. გინდა, გითხრა, რაზე უნდა ფიქრობდეს ოჯახის პატიოსანი დედა?! მაგალითად...
– ეკა... გთხოვ, გამიგე და წამომყევი, რა. მე მარტო ვერ წავალ. ახლავე გამიგე და წავიდეთ. შეიძლება, გული ამომივარდეს, სადღაც აქ, ყელში მირტყამს და საფეთქლებში. ასე მგონია, თავსაც გამიხეთქავს. წამომყევი, გთხოვ…
– კარგი, კარგი, ნუ ტირი!.. გაგიგებ კი არადა, ვიცი, უბრალოდ, დავიფიცე ათიოდე წლის წინათ, რომ მასთან აღარასდროს მივიდოდი. მაგრამ წავიდეთ. ცოტა წყალი შეისხი სახეზე, ადამიანს დაემსგავსე და წავიდეთ.
– მოიცა, ზურას მესიჯს მივწერ, რომ არ ინერვიულოს.
– არაფერსაც არ მისწერ. გასაღები აქვს და შემოვა სახლში. ინერვიულოს ცოტა, არაფერი მოუვა. ეგენი ასე ადვილად არ იხოცებიან. საერთოდაც, მგონია, რომ არც კი იხოცებიან, თავს იკატუნებენ. ვერსად წაგივა ეგ შენი ზურა, გეფიცები 450-ვე პოზას!

ისტორია მეშვიდე
(მოქმედი პირები: თეო, ზურას საყვარელი და მისი მეგობარი არატრადიციული დიტო)

„ამბის გარეშე“, ანუ არატრადიციული დიტო
დავრეკო-არ დავრეკო-დავრეკო-დავიცადო... - ამ ფიქრებში ისე გადავეშვი, როგორც ზღვის ტალღებში მიყვარს ზაფხულობით ხტუნვა-თავდავიწყება. თან, მაშინებს და თან, უსაზღვროდ მსიამოვნებს. კი, მინდა დავურეკო იმ ილუზიებსა და გამოგონებულ ბედნიერებაში მცხოვრებ დედაკაცს და ვუთხრა ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობ. არადა, იმდენს ვფიქრობ მასზე, ლამისაა დავემსგავსე და ეგაა. თუმცა ზურიკელა უბნობს, ჩემი ცოლი შენთან შედარებით გაცილებით თავშეკავებული და კორექტულიაო. ჰოდა, აი, ამის გამოაშკარავება მინდა. როცა გაიგებს ჩემს არსებობას და ეჭვიანობას დაიწყებს, უნდა ვნახო მერე, ვინ როგორი თავშეკავებულ-კორექტულია!
ამას გარდა, ენა მექავება ავუხსნა, რომ არ შეიძლება, ქალი კაცის გვერდით ცხოვრობდეს და ვერ ხედავდეს, რომ ამ კაცს ის აღარ უყვარს, მხოლოდ ებრალება და ჩვევას ვერ ღალატობს. თან, ბავშვების და ბიზნესის გამოა მისი ქმარი და არა იმიტომ, რომ ეს ქალი რამეს წარმოადგენს მისთვის. ეს უნდა ვუთხრა. მაგრამ იქნებ ჯერ კიდევ დაველოდო მოვლენების განვითარებას? მაგრამ როდემდე? ამდენი წელი გავიდა. ზურას მოსწონს ეს სამკუთხედი, მე – მანგრევს. თან, შვილი მინდა. ახლა თუ არ გავაჩენ, მერე დავრჩები მარტოხელა, მარტოსული ქალბატონი და რა ენაღვლება ზურას, კი ჰყავს ერთი პარტია ცოლ-შვილი და აქეთ კიდევ – მე. ჰოდა დავრეკავ! აუცილებლად დავრეკავ და ვეტყვი:
– მომისმინე, გეთაყვა! მე ზურას ვუყვარვარ. ჩემთან ატარებს ყოველ დღეს და მე მეთათბირება, ვის შეხვდეს და რა თქვას. მე ვურჩევ ჰალსტუხს, ყლინჯს, ანუ მე ვყიდულობ პერანგებსა და ფეხსაცმელს, მე ვპოულობ სუნამოსა და ოდეკოლონს, მე ვარ მისი მესაიდუმლე და მე ვატარებ მასთან სექსუალურ ცდებს. რას აკეთებ შენ? გარდა იმისა, რომ ვახშამს უცხელებ და ისიც ხათრს არ გიტეხავს –  უმადოდ სინჯავს?! ა, შვილები... ეს არგუმენტია, მაგრამ ისინი უკვე გაიზარდნენ და სატყუარა აღარ ესაჭიროებათ. ჰოდა, ახლა ჩემი დროა, მე უნდა გავუჩინო შვილი! და შენ, თუ ოდნავ თავმოყვარეობა გაწუხებს, უნდა გააცნობიერო, რომ ზურა ჩემია, ხოლო შენთან ბიზნესის გამო ჩერდება...
ვითომ მომისმენს? ნეტა, რა ჯობია, ვის ვკითხო? ჩემი და გამლანძღავს, მისთვის წარმოუდგენელია საყვარლის სტატუსი. გოგოებს ვერ ვეუბნები საერთოდ ამ ურთიერთობების შესახებ და ვინ მრჩება?! არც არავინ... ჰოდა დავრეკავ და ეგაა.. არა, მოიცა, აი, ვის უნდა ვკითხო! და ორი კურდღელი ერთდროულად დავკლა! კაცის გადასახედიდანაც და ქალის, ჰაჰაჰა, ეს როგორ არ გამახსენდა. აი, ახლავე დავურეკავ და ყავაზე დავიბარებ:
– დიტო, სიხ. მე ვარ! უნდა გნახო, გაკოცე, აბა, რა გავაკეთე, სიხ?! მჭირდები, დედი, როგორც არასდროს. არა, ახალი მაკიაჟი არ მინდა, შენ მინდიხარ „ს პატრახამი“. გელოდები ჩვენს კაფეში, „ლატე“ ჩემზეა და კიდოვ ის, ჩვენ რომ ვიცით!
აი, ასე! ეს როგორ ვერ მოვიფიქრე თავიდან? დიტო ხომ ქალიცაა და კაციც, მოკლედ, როგორც არის, ის „ცისფერია“. ამას არც მალავს ბევრი ჩემი ნაცნობისაგან განსხვავებით და კარგი ჭორაობაც გამოგვდის ხოლმე. მართალია, ზურაზე ცოტა იქოთქოთა, დედი, რა კაცი დაითრიე, ეგ ჩემთვის მინდოდაო, მაგრამ მერე დაშოშმინდა – არაფერი გამომივიდოდა, ვიცი მე ეგ, კოჭებში ვატყობო. ჰოდა, ახლა დიტომ უნდა მიშველოს, წავედი მე, ჩავსხდებით „კოფე ინში“ და „მივასუხარებთ“ ზურიკელას და მის ტურფას...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3