კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია ტყლარწის სათამაშო ბავშვის სენსორულ შიმშილთან და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს მასზე დამოკიდებულებას #9

ეგრეთ წოდებული „ტყლარწი“ მსოფლიოში ბავშვების გასართობი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც საქართველოში არც, თუ დიდი ხანია, გამოჩნდა, თუმცა დიდი პოპულარობა მოიპოვა. უცხოეთში ეს სათამაშო იმდენად მოთხოვანდია, მას „ტყლარწის ეპიდემიაც“ კი დაარქვეს. რბილი, წელვადი, ჟელესმაგვარი სათამაშო, რომელსაც სითხის თვისებები აქვს და არამომწამლავი ნივთიერებისგანაა დამზადებული, პირველად 1976 წელს შექმნა კომპანია „Mattel-მა,” რომელსაც „შლიმე” უწოდა. კომპანიის ჩანაფიქრმა მაშინვე გაამართლა და მის შესაძენად მოზარდები რიგებში იდგნენ... თუ რამდენად კარგია ეს სათამაშო ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, ამ და სხვა საინტერესო თემაზე ფსიქოლოგი, ნინო თოფურია გვესაუბრა.
– ეგრეთ წოდებული ტყლარწი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, დიდი მოწონებით სარგებლობს ბავშვებში. გარდა იმისა, რომ ეს სათამაშო ფერადია, კიდევ რა შეიძლება, მოსწონდეთ ბავშვებს მასში?
– დიახ,  ეს ახლად შემოსული სათამაშო ნამდვილად პოპულარული გახდა ბავშვებში და არამხოლოდ.  გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს უყვართ ფერადი, ფორმის ადვილად მიმცემი, მოქნილი, რბილი სათამაშოები, ეს აღტაცება არც არის გასაკვირი. ამასთანავე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სხვადასხვა სახეობის, ფორმისა და ფერის ტყლარწი არსებობს. რაც მეტად მკვეთრი, კაშკაშა, ადვილად ხელშესახები და ფერადია ნივთი, მით კარგად აღიქვამს მას ბავშვის მხედველობა. ამიტომ, ტყლარწი სწორედ ის სათამაშოა, რომელიც ბავშვებისთვის სასურველი გასართობია.
– პედიატრების აზრით, ტყლარწი კარგად უვითარებს ბავშვს წვრილ მოტორიკას. როგორ მოქმედბეს ის გონებაზე?
– თავდაპირველად, ავხსნათ, რა არის მოტორიკა და რაში სჭირდება ბავშვს მისი განვითარება. მოტორიკა მოიაზრებს მოძრაობას – აქტივობის აღმნიშვნელი სიტყვაა. ბავშვი თავის შინაგან სამყაროს, ემოციებს, გრძნობებს სწორედ მოძრაობის საშუალებით გამოხატავს (გაკვირვება, მოთხოვნილება, კმაყოფილების განცდა). მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ და წვრილ, სხვა სიტყვებით, უხეშ და ნატიფ  მოტორიკას. ჩვენს შემთხვევაში, განვიხილოთ ნატიფი მოტორიკა, რაც მოიაზრებს ბავშვის უნარს, აკონტროლოს წვრილი, თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები) და მათი საშუალებით, თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს და სხვა. ნატიფი მოტორიკა ვლინდება უპირატესად ხელებისა და თითების მოძრაობაში: დაკეცვა, ჭრა, მძივების ასხმა, ხატვა, დაწებება. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის მეტყველების განვითარების ხარისხი პირდაპირ კავშირშია თითების ნატიფი მოძრაობის განვითარების დონესთან.  ასევე, დამტკიცებულია, რომ თითების მოძრაობის სისტემური ვარჯიშები, თავის ტვინის შრომისუნარიანობის ამაღლების ძლიერი საშუალებაა.
პედიატრები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დამყოლ სხეულზე მუშაობა (ტყლარწი, პლასტელინი) კარგად უვითარებს ბავშვს წვრილ მოტორიკას, წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. აღნიშნული ნივთიერებებით ბავშვს შეუძლია, შექმნას რაიმე ფიგურა, მისცეს ახლებური ფორმა. ერთი სიტყვით, მიმართოს წარმოსახვას, ჩვენ კი ვიცით, რომ კოგნიტური სფეროს აქტიური გამოყენება იწვევს მის გავარჯიშებას, დახვეწას. რაც უფრო ხშირად გვჭირდება წარმოსახვა, მით მეტად ვითარდება ის. წარმოსახვა გადმოტანილი რაიმე ფორმის ნივთსა თუ ფიგურაში, ხელს უწყობს შემოქმედებითი სფეროს ჩამოყალიბებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის.
– როგორც ამბობენ, ტყლარწი სტრესს ხსნის, ეს რეალურია?
– გააჩნია ადამიანს. ტყლარწის ანტისტრესულობა პანაცეა არ არის. არიან ადამიანები, რომელთაც სიამოვნებთ მისი გამოყენება. ზოგს კი პირიქით, წელვადი და რბილი ნივთი დისკომფორტს უქმნის ან ზიზღის გრძნობას უჩენს.  იმ შემთხვევაში, თუ კი ტყლარწის გამოყენება ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, ის შეიძლება, გახდეს სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალება. თუმცა, რა თქმა უნდა, სტრესს, მხოლოდ ტყლარწის თამაშით ვერ დავძლევთ. ის უფრო დამხმარე ფუნქციას ითავსებს. მისი  როლი სტრესის მოხსნაში შეგვიძლია, განვსაზღვროთ შემდგენაირად – სტრესი მოიცავს ემოციებს და გართულებას იწვევს ჭარბი რაოდენობის შეკავებული ემოციები. ტყლარწი კი შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი უწყინარი საშუალება ამ ემოციების გამოსახატავად. დიდი ვარაუდით, ის ეფექტური იქნება ისეთი ემოციების გამოსახატად. როგორიცაა: ბრაზი, წყენა, აგრესია – ხელის მოჭერა, გაწელვა, მოქნილად გამოყენება, ამცირებს ამ ემოციების მოსალოდნელ უარყოფით ეფექტს.
– ამ სათამაშოზე დამოკიდებულებამ რა თვისებები შეიძლება, ჩამოუყალიბოს ბავშვს?
– რაც მეტად ვითარდება სხვადასხვა ტექნოლოგია, მით მეტად შორდებიან ადამიანები ერთმანეთს და იკეტებიან საკუთარ ნაჭუჭში. მცირდება ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა და სოციალური ურთიერთობები. ეს მაშინ, როცა ადამიანი სოციალური და დინამიკური არსებაა. მსგავს სიტუაციებში ტყლარწის მაგვარი სათამაშო შესაძლოა, შემამსუბუქებელ საშუალებად, მხსნელად მოევლინოს დაძაბულ ადამიანს და თავისი შფოთვა მასზე გადაიტანოს. იმ შემთხვევაში, თუ, ეს მას ჩვევაში გადაუვა, შესაძლოა, ტყლარწზე დამოკიდებული გახდეს. ყველანაირი სახის დამოკიდებულება კი, რომელიც სცილდება გარკვეულ ზღვარს, ნეგატიურია. ნერვიული ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია ტყლარწზე, ავლენს სისუსტეს და თავის ძალად მიიჩნევს ამ ერთ ნივთს. თუ შფოთვის შემცველ სიტუაციაში მისთვის ეს ნივთი იქნება მიუწვდომელი, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს შფოთვის კიდევ უფრო მომატება. დამოკიდებული ადამიანი ადვილად ღიზიანდება, უხეში, აგრესიული ხდება. ამიტომ, როგორც ყველა შემთხვევაში, აქაც ზომიერებაა დასაცავი.
– რა კავშირი აქვს ტყლარწს სენსორულ შიმშილთან?
–  მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ აქტიური ვიდეოთამაშისას არ დაფიქსირდა ფიზიკური აქტივობა. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ბავშვები თამაშის პროცესში მინიმალურ ძალისხმევას ავლენდნენ ან  დღის დანარჩენი დროის განმავლობაში ნაკლებს ვარჯიშობდნენ.  სწორედ ამიტომ სარგებლობს ტყლარწი პოპულარობით.  ადამიანს, რომელიც უმოქმედო რეჟიმშია, თუმცა სურს გარკვეული სახის აქტივობა, შეუძლია, ითამაშოს, ავარჯიშოს მოტორიკა და მცირედით მაინც გამოაცოცხლოს ორგანიზმი – ირჩევს ტყლარწს და მსგავს სათამაშოს. აქედან გამომდინარე,  შეიძლება ითქვას, რომ ტყლარწი ბავშვს სენსორულ შიმშილს უკამყოფილებს.
– გარდა დადებითი თვისებებისა, რა უარყოფითი მხარე აქვს ამ სათამაშოს?
– აღსანიშნავია, რომ თამაში  2–6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევაა. თამაშის პროცესში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები (აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) და პიროვნული მახასიათებლები. მისი მეშვეობით ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორეთი ჩანაცვლებას, ირგებს სხვადასხვა სოციალურ როლს, სწავლობს სხვებთან ურთიერთობის უნარებს. განვითარების პროცესში ბავშვს  დღეში 2-3 საათი აქტიური თამაში ესაჭიროება, რათა ვესტიბულარული, ტაქტილური და სხვა სისტემათა ადეკვატური სტიმულაცია მოხდეს. პატარები დაბადებიდან 8 წლამდე საკმაოდ სწრაფად ითვისებენ და სწავლობენ გარემოს, სენსორული შეგრძნებების, თამაშისა და კვლევის დახმარებით. ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება თამაშის ფორმაც. ყველა სახის თამაში საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის. უარყოფითი შედეგი, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ სათამაშოს, შესაძლოა, იყოს ის, რომ ბავშვი დამოკიდებული გახდეს მასზე და აღარ მოუნდეს თამაშის სხვა სახეობებზე გადასვლა, ანუ მოხდეს ფიქსაცია მხოლოდ მოტორულ თამაშზე. დანარჩენი სფეროები კი უყურადღებოდ დარჩეს, რაც გამოიწვევს მათი განვითარების შეფერხებას.

скачать dle 11.3