კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #9

პაჭკორია
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაპაშჭკორი. მეგრულად ის მღვდლის ყმას ნიშნავს. 
საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც პირველმოსახლენი გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა, პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან. ნაპაჭკორუ არის სახნავი, მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირას.
1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პაჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პაჭკორია და მისი ძმისწული – მასტიშია.
საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში.
საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს.
ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში.
საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164.  არიან სხვაგანაც.
ბადალაშვილი
გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ასევე, ფეოდალურ საქართველოში, ბადალი სხვის ნაცვლად ბეგრის მომხდელს ნიშნავდა. კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფე გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ, ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. 1774 წელს, მორიგი ლაშქრის განაჩენი ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილესა და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს.
გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია.
საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 242, თეთრი წყაროში – 145, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.
ფალიანი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფალია.
„ფალიანი გავაშელი, მოწმე სეტისა და ლაღამის ხევთა შორის დადებული საერთპირო დაწერილისა (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეები); მოურავი ლენჯერელთა და სეტიელთა შორის სანადირო ადგილებზე დავის შემდეგ შერიგების დაწერილისა“.
„ფალიანი მიქაელი იყო თავმდები ქოჩორიანთა მიერ ივანე სეტიელისთვის მიცემული სათიბის ნასყიდობის დაწერილისა“ (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).
საქართველოში 417 ფალიანი ცხოვრობს: მესტიაში – 197, თბილისში – 131, გარდაბანში –  19. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3