კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქალთან უფრო გულწრფელია ცოლიანი კაცი – მეუღლესთან თუ საყვარელთან #9

როცა საყვარელი ადამიანი გეუბნებათ; „მე შენ მიყვარხარ“ – გჯერა მისი, იმიტომ რომ, გინდა, ასე იყოს. იმ მომენტში ვერც კი უშვებ, რომ შეიძლება, დადგეს დღე, როცა მის მიმართ სიძულვილის განცდა დაგეუფლება. როდის არის მამაკაცი გულწრფელი – როცა ცოლს ეუბნება, რომ უყვარს და მაინც ღალატობს, თუ, როცა საყვარელთან იმართლებს თავს – შვილებს ვერ ვტოვებ, თორემ შენ მიყვარხარო. დიდი ალბათობით, ის ორივე ქალს ატყუებს და რაც მთავარია, საკუთარი თავის მოტყუებასაც ცდილობს. ეს კი კარგად არასდროს მთავრდება.

 იანა (41 წლის): ხან ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გავატარე – უფრო სწორად, ცხოვრების ის ნაწილი, რაც ქმარი მყავს. მარტოობა არავის უნდა და სიყვარულია ის, რისთვისაც ზოგჯერ მსხვერპლზე მივდივართ. მაგრამ, მსხვერპლიც არის და მსხვერპლიც. არ ვიცი, როგორი იქნება დღე, რომელიც თენდება. ტყუილ-მართალში დავიბენი და გავიხლართე.
– ვინ გატყუებთ?
– ქმარი და უკვე დიდი ხანია. პირველად, ხუთი წლის წინ გამოვიჭირე ღალატში. სტანდარტული და ბანალური ამბავია – ერთჯერადი სასიყვარულო ინტრიგა. თუმცა, ძნელია, ვიღაცასთან დაწოლის სურვილს, სიყვარული დაარქვა. არიან კაცები და უმრავლესობა ასეთია, თავადაც რომ არ იციან, რა უნდათ. სამწუხაროდ, მათ რიცხვს  მიეკუთვნება ჩემი ქმარიც.  ალბათ, გიკვირთ, აქამდე რატომ არ გავცილდი. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მეც ამას ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხი არ მაქვს. რომ მქონდეს, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებაც მექნებოდა მიღებული.
– ქმართან ურთიერთობას გულისხმობთ?
– დიახ. იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ რა უნდა გავაკეთო? ოჯახის დანგრევა არც ისეთი მარტივი გამოსავალია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. მე უკვე ვთქვი ერთხელ – წავიდეს, არ არის ჩემი და ოჯახის ღირსი-მეთქი, მაგრამ მობრუნდა და მივიღე.
– პირველად რომ „გამოიჭირეთ“ ღალატში, მაშინ მოხდა ეს?
– ანუ, გაგდება-მობრუნება? დიახ. თუმცა, დაგვიანებული რეაქცია იყო.
– რას ნიშნავს დაგვიანებული რეაქცია?
– გვიან გავიგე და აფეთქებაც საკმაოდ უაზრო გამომივიდა. ვიტირე, ვიყვირე და ღალატი მაინც შერჩა ჩემს ქმარს. ნერვები ავიშალეთ ორივემ და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმტკიცებდა სიყვარულს.
– დაუჯერეთ?
– დავუჯერე. მიყვარდა და მგონი, ახლაც არ ვარ გულგრილი მის მიმართ. შეიძლება, შევეჩვიე და მის გარეშე გამიჭირდება. როცა ათ წელზე მეტი დრო გაქვს გატარებული კაცთან, ყველა გრძნობა ერთმანეთში ირევა.
– გულწრფელია კაცი, რომელსაც ცოლიც ჰყავს და საყვარელიც?
– მესმის, რასაც გულისხმობთ. ვერ იქნება გულწრფელი, რა თქმა უნდა. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მეც სულ მატყუებს და ყველა იმ ქალსაც, ვინც ჩემ გარდა ჰყოლია.
– იცით, რომ ბევრთან გიღალატათ?
– რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას? ერთი ეყოლება თუ ხუთი ან ათი, მისი ღალატის სიმძიმეს ამსუბუქებს? ვუყურებ და ვფიქრობ: ნეტავ, როდის არის ეს კაცი გულახდილი ან გულწრფელი-მეთქი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიტყვებს, მე რომ მიმეორებს ყოველი მორიგი ღალატის შემდეგ, იმათაც ეუბნება.
– ფიქრობთ, რომ ქმარს თავისებურად უყვარხართ?
– დიახ. თავგზააბნეული კაცია. თავს იტყუებს და ჰგონია, რომ ასე, სიტუაციიდან გამოძვრება. პრინციპში, ჯერ გამოსდის, მკითხავთ, ალბათ, რატომ არ ვეყრები. ლოგიკურია, რომ ასეთი ქმარი არ მინდოდეს – ვიცი, რომ კიდევ მიღალატებს.
– ისე ლაპარაკობთ, როგორც ამ ამბავს უკვე შეგუებული.
– მგონი, ვარ კიდეც შეგუებული. აღარ დავდევ უკან და აღარ ვიქექები... რა აზრი აქვს? მაშინ ყველაფერი უნდა დავამთავრო. ათი წელი ათი დღე არ არის. შვილები, ცხოვრების ჩვეული რიტმი და ყოველდღიურობა, რომელსაც ეჩვევი, ეგუები და სხვანაირად უკვე აღარ გინდა. ზოგჯერ ისეთი საშინელი ისტერიკა მემართება, რომ ლამის, სახლში ყველაფერი დავლეწო. ვერ ვიტან ვერც მას და ვერც საკუთარ თავს. მერე ვიწყებ ფიქრს იმაზე, რომ უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო.
– უარესად, როგორ?
– თუ იმას არ მივაქცევ ყურადღებას, რომ სავარაუდოდ, მღალატობს, კარგი ქმარია. ოჯახზე ზრუნავს. დღესასწაულები არ გამორჩება. ყურადღებას არ გვაკლებს. ცდილობს, დამიმტკიცოს, რომ მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი ვარ.
– თქვენ ხომ არ გჯერათ...
– როცა მიყურებს, ჩემი ხელი უჭირავს ხელში და მეუბნება, რომ ძალიან ვუყვარვარ. მჯერა, მაგრამ, როგორც კი მარტო დავრჩები, ეგრევე ეჭვები მიპყრობს და ძალიან ცუდად ვხდები. ნეტავი, როდის არის გულწრფელი. ვფიქრობ, რომ საკუთარ თავსაც ატყუებს.
– ამ ეტაპზე საყვარელი ჰყავს?
– შეიძლება, ჰყავს კიდეც. არ გამოვრიცხავ. ხომ გითხარით, ბოლო ღალატის მერე, აღარ „ვქექავ-მეთქი”. ისე მემუდარებოდა, კიდევ ერთი შანსი მომეცი, რომ ჩემი ერთგულება დაგიმტკიცოო, ვაპატიე. უნდა მოგესმინათ, რა სიტყვებით მიმტკიცებდა, მიყვარხარო. ქალს, როცა ამის დაჯერება უნდა, იჯერებს. კიდევ რომ გავიგო მისი ღალატის შესახებ, ვეღარ მოვითმენ და დიდი ალბათობით, აღარ ვაპატიებ.
– დარწმუნებული ხართ?
– დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები. ხან ვფიქრობ, რომ ჩემთან გულწრფელია. შეიძლება, ვცდები. მოკლედ, თავად არ იცის, რა უნდა და მე რა დავუფიცო?

скачать dle 11.3