კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #9

შემუსვრილი გულის ცრემლები სინანულის დასაბამია
„ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი!“ – მოგვიწოდებს იოანე ნათლისმცემელი (მათ. 3,8). და აი, მე მომაქვს ნაყოფი სინანულისა და რწმენისა. შენ წინაშე ვღვრი მე, უფალო, ცრემლებს ჩემი უსჯულოებების გამო – წარხოცე ისინი, და მომეცი ხელით წერილი ჩემი! ნუ დაუშვებ, რომ განვიხრწნა ჩემს წყლულებში, რომლებითაც ჩემი ნებელობაა დაფარული! ჰოი, მკურნალო, ნუ შეგეზიზღება ჩემი უარაწმიდესი წყლულები! ნუ დაუშვებ, რომ მონადირებულ ვიქმნე ბოროტის ბადეებით, რომლებშიც ჩემი ფერხნია გახლართული, ჰოი, ღვთაებრივო მესათხევლევ, ვისაც შენი ბადენი გადმოგიშლია ადამიანთა მოსანადირებლად! ნუ დაუშვებ, რომ საკრველებში შთავარდე, რომლებითაც ჩემი თავისუფლებაა შეკრული! ჰოი, მეუფის ძეო, რომელმან ცოდვის საპყრობილედან გამოგვიყვანე ჩვენ, საწყალობელი ტყვეები! დაე, ნუ შემოსახლდება ჩემში მზაკვარი, ვისაც დატყვევებული ვყავდი! დაე, ნუ გაიხარებს ჩემზე სატანა იმით, რომ წარმიტაცა მე! დიდხანს ვიყავი მე ტყვეობაში; ახლა კი საპყრობილედან შენს სახლში ვბრუნდები. დატყვევებული ადამის გულისთვის მოხვედ შენ ჩვენს მხარეში, ქვეყანაში, უფალო, ვითარცა მსტოვარი და გამოიყენე ის ძლიერი ბანაკიდან. წყმედული ცხოვარისთვის მოგიყვანა შენ საღმრთო უხვებამ მკვდართა სამკვიდრებელში, და შენც გამოსტაცე ის მტანჯველი სიკვდილის კლანჭებს. ერთი შეძენილი ცხონებული სულისთვის აიძულებ შენ ცასა და ქვეყანას – განიხარებდნენ. მაშ, ჩემზეც განიხარე, უფალო, ვითარცა ერთ წყმედულ ცხოვარზე, რომელიც კვლავ შეგიძენივარ საუკუნო ცხოვრებისთვის! მე ცოდვილი ვარ. ავაზაკებმა წარმტაცეს შესამოსელი, მზაკვარმა აღარაფერი დამიტოვა, გარდა ჩემი რწმენისა! მოწყალე იქმენ, უფალო, ჩემზე, ვისაც მწადია შენს სახიერებაში ვპოვო ჩემი თავშესაფარი.

სინანულს არ სჭირდება არც ვადა, არც ხანგრძლივობა
თუკი მონანული თავისი მოქცევის შემდგომაც ცოდვაში შთავარდება, დაე, კვლავაც სინანულს მიმართოს: იგი განუხსნის მას ცოდვისმიერ საკრველებს. სინანულს არა აქვს განსაზღვრული დრო და არც მის ხანგრძლივობას აქვს დადებული სამანი, იმიტომ რომ, არ არსებობს ისეთი დრო, რომელიც შეუფერებელი იქნებოდა სინანულისთვის. ათასგზისაც რომ შესცოდო, მაგრამ შემდეგ კვლავ მიმართო სინანულს, ისევ განიწმიდები შენ მიერ ჩადენილ უსჯულოებათაგან. რამდენჯერაც უნდა დაეცე, ყოველთვის დაგრჩება შესაძლებლობა, გამოსწორდე, ოღონდ თუკი ნამდვილად მოისურვებ ამას. თუ ადამიანს ცოდვის ჩადენის შემდეგ სურს, გამოსწორდეს, დაე, შენდობას ევედროს უფალს: მკურნალის კარნი დახშული არ არის მონანულთათვის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მცნება დაგვიდო: (დღეში) შვიდჯერ სამოცდაათგზის შეუნდე შენს ძმას შეცოდებანი მისნი! მაშ, რამდენგზის უფრო მეტ შეცოდებას შეუნდობს თავად უფალი მონანულს?! უფალი მოწყალეა; მას სიამოვნებს, მოწყალედ მოხედოს ადამიანს და აცხოვნოს ის. ამიტომ, მოუკლებლად, შეუსუსტებლად ევედრე მას მოწყალება და ითხოვე შენთვის მისნი სიუხვენი: იცოდე, რომ უფალი არ იღლება, როცა მოგიტევებს თანანადებთა შენთა. შენ რომ ყოველდღიურად იწყო შექმნა და რღვევა, ღმერთი მაინც არ მოიძაგებს შენს გულწრფელ ლოცვას, ოღონდ კი შეუვრდი და შეჰღაღადე მას.

უფლის მოწყალება მონანულის თავშესაფარია
აჰა, ცრემლნი ჩემნი, უფალო – შენი სახიერების საბოძვარი, აჰა, ლოცვა ჩემი – წინა-წარდგომა შენი მართლმსაჯულების წინაშე! შემიწყნარე, მოწყალეო, მე – მონანული და ნუ უარყოფ ჩემს ვედრებას! მომმადლე ძალა, რომ შენს საუნჯეთაგან შევიძინო საკურნებელი ჩემი უძლურებისთვის. თუ შენ არ შეისმენ ჩემს ვედრებას, მტერი გეტყვის: „აბა, რა სარგებლობა მოგიტანა  შენ, რომ ასე შეაჭირვე მსაჯული შენი თხოვნებით?“ არცხვინე ის, უფალო და განმწმიდე მე ცოდვისაგან! და არ დაუშვა, რომ კვლავ ჩავვარდე ცთუნებაში და შენ შორით ადევნებდე თვალს ჩემს ბრძოლას; არამედ თავად იბრძოლე ჩემთან ერთად და მასწავლე მტრის ძლევა! შენი სიმართლით წარხოცე ჩემი დანაშაულნი; ჩემი მცველი, მფარველი იყავი და დამიბრუნე მე ცხოვრება, იმიტომ რომ, შენ შეგივრდები! უკიდურესად ვარ შეჭირვებული, ჩემო მსაჯულო. ცოდვილის სული გევედრება შენ. მოიხილე ჩემს მწუხარებაზე, შურისმგებელო მიმძლავრებულთათვის! მანახე შენი კარები, რათა შემეძლოს ვირეკდე მასზე; მაჩვენე შენი მოწყალება, რათა შემეძლოს, მივმართო მას, იმიტომ რომ, შენი მოწყალება მეოხმყოფელობს მონანულთათვის. შენს მხრებზე მსურს ყოფნა, კეთილო მწყემსო. შენ ხომ გჩვევია, მხრებზე შეისვა წყმედულნი ცხოვარნი, როცა ჰპოვებ მათ.
მაშ, გამოავლინე ჩემზე, უფალო, შენი მზრუნველობა! გამომიყვანე მე უდაბნოდან, რომელიც აღსავსეა დაბრკოლების ლოდებით, და დამამკვიდრე შენს მწვანილოვან აყვავებულ საძოვრებზე!

скачать dle 11.3