კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #9

კითხვა: რატომ ვიწოდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებად?
პასუხი: მართლმადიდებელ ქრისტიანებად ვიწოდებით იმიტომ, რომ ვართ რწმენის მართლად მაღიარებელნი – ანუ ვაღიარებთ ჭეშმარიტებად იმას, რაც გვიანდერძა მაცხოვარმა, დაგვმოძღვრეს მოციქულებმა, გადმოგვცეს წმიდანებმა და შეინახა, დაადგინა აღმსარებლობად ერთიანმა წმიდა მსოფლიო სამოციქულო ეკლესიამ.
კითხვა: აქვს თუ არა მეგობრობის ცნებას სარწმუნოებრივი მსაზღვრელი?
პასუხი: დიახ, მეგობრობა არის სულთა კავშირი, სადაც ორი ან მეტი ადამიანი ცდილობს ურთიერთით გაიუმჯობესოს თავი ერთმანეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მათი გულები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის და მეგობრობაში უნდა სუფევდეს ნდობა, გულწრფელობა და ალალმართლობა. ზირაქის სიბრძნე გვამცნობს: „ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია, უფლის მოშიშნი იპოვნიან მას“ (ზირ 6,16).
კითხვა: რა უმთავრესი მოვალეობები აკისრია ქრისტიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ; ყველა დააყენოს თავისზე წინ; მოთმინებით აიტანოს მოყვასის უძლურებანი და უგუნურებანი; არავინ შეურაცხყოს; სარგებლობა მოუტანოს მოყვასს სულიერი საუბრებით; ილოცოს მოყვასისთვის.
კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რელიგიის მიმდევარი ვართ, ღმერთი ხომ ერთია?
პასუხი: ეს შეხედულება არასწორია, რადგან ქრისტემ თავისი მოძღვრებით მოიტანა კონკრეტული ღმერთის თაყვანისცემა – მამისა, ძისა და სულიწმიდისა. ამსოფლად ეკლესიის დაარსებით, ქრისტემ გვიჩვენა ჭეშმარიტი ცხონების გზა. რა საკითხსაც თქვენ კითხვაში სვამთ, ეს მართლმადიდებლურ  სწავლებას ეწინააღმდეგება.

скачать dle 11.3