კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას ინახავს თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის ბანკში და როგორ იღებდა ის 132 000-ლარიან ხელფასს, როგორც ჟურნალ „ტაბულის“ მთავარი რედაქტორი #9

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, გიორგი ბოკერია 1972 წლის აპრილშია დაბადებული, თუმცა აწ უკვე „ევროპული საქართველოს“ რიგებშია. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით ისტორიკოსია.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1996 წელს დაიწყო „თავისუფლების ინსტიტუტში“, სადაც 2001 წლამდე ადამიანის უფლებების პროგრამების კოორდინატორად მუშაობდა. 2001-2004 წლებში „თავისუფლების ინსტიტუტის“ უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო, 2004 წელს კი საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2008 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა; ხოლო 2010 წელს, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე გახდა ეროვნული უშიშროების საკითხებში, მოგვიანებით კი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (2013 წლამდე). 2013 წლიდან ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გახლდათ. 2016 წლის ოქტომბერში კი კვლავ დეპუტატად მოგვევლინა.
თავისი პირველი დეკლარაცია გიორგი ბოკერიამ 2004 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა საცოლე ნატალია ანთელავა. იმხანად გიორგი ბოკერიას საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, გამსახურდიას გამზირზე (55 000 ლარი). სამეწარმეო საქმიანობასაც ის ეწეოდა, იყო 1998 წელს დაფუძნებული შპს „არქტურის“ პარტნიორი. თუმცა ამ საქმიანობას მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია. 2004 წლის განმავლობაში კი, როგორც პარლამენტის წევრმა 12 500 ლარი აიღო.
ბოლო დეკლარაცია მან 2016 წლის 31 დეკემბერს შეავსო, ისევ პარლამენტარის რანგში და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი, შვილები – კესარია (2006 წელს დაბადებული) და ლევანი (1991 წელს დაბადებული) და გერი – ეკატერინე კოპალეიშვილი (1997 წელს დაბადებული). ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს უძრავი ქონება, მხოლოდ თამარ ჩერგოლეიშვილს ჰყავს ავტომანქანა „ბეემვე“.
თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის ბანკში 20 000 ევროს ინახავს შემნახველ ანაბარზე, გიორგი ბოკერია კი „ლიბერთი ბანკის“ დეპოზიტზე – 28 417 აშშ დოლარს.
თამარ ჩერგოლეიშვილი არის 2009 წელს დაფუძნებული ჟურნალ „ტაბულისა“ და  სამოქალაქო განათლების ფონდის პარტნიორი, ოღონდ დეკლარაციაში მითითებულია, რომ შემოსავალი არცერთი მიმართულებიდან არ მიუღია.
თუმცა 2015 წლის განმავლობაში გიორგი ბოკერიამ, როგორც ენმ-ს საერთაშორისო მდივანმა, 37 500 ლარი აიღო, თამარ ჩერგოლეიშვილმა კი, როგორც „ტაბულის“ დირექტორმა, 60 000 ლარი. 2015-ში თამარ ჩერგოლეიშვილმა სესხი აიღო – 15 000 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 2016-ში 17 000 ლარი დაუჯდა.
ჰქონდათ სხვა გასავალიც: ეკატერინე კოპალეიშვილის სწავლას 9 000 ბრიტანული ფუნტი დაუჯდათ, კესარია ბოკერიასი კი – 6 000 ევრო.
რაც შეეხება სხვა წლების შემოსავლებს: 2005 წლის განმავლობაში გიორგი ბოკერიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 20 505 ლარი აიღო, თამარ ჩერგოლეიშვილმა, როგორც ევროპის საბჭოს პროექტის კოორდინატორმა, 60 000 ევრო. 2006 წელს პარლამენტარმა გიორგი ბოკერიამ – 21 331 ლარი, ევროსაბჭოს პროექტის კოორდინატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა – 94 000 ევრო. 2007-ში გიორგი ბოკერიამ – 23 00 ლარი, თამარ ჩერგოლეიშვილმა – 87 600 ევრო. 2008 წელს გიორგი ბოკერიამ, როგორც პარლამენტარმა, 9 500 ლარი აიღო, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, 38 461 ლარი, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილმა, როგორც ევროსაბჭოს პროექტის კოორდინატორმა, 90 000 ევრო. 2009 წელს გიორგი ბოკერიას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის  წლიურმა ხელფასმა, 72 802 ლარი შეადგინა, მისი მეუღლისამ – 96 000 ევრო. 2010 წელს გიორგი ბოკერიამ, როგორც მინისტრის მოადგილემ, 8 091 ლარი აიღო, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა, 67 175 ლარი, თამარ ჩერგოლეიშვილმა კი, როგორც ევროსაბჭოს პროექტის მენეჯერმა, 36 000 ევრო, როგორც „ტაბულის“ მთავარმა რედაქტორმა, 132 000 ლარი. 2011 წელს გიორგი ბოკერიას, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის წლიური ხელფასი 85 460 ლარი იყო, თამარ ჩერგოლეიშვილის სარედაქტორო – 132 000 ლარი. 2012 წელსაც იგივე.

скачать dle 11.3