კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეტრო-ომობანა #9

ანუ ჩახტი „აკოფში“

 მართალია, დიდი სიყვარულის იმედად იყვნენ, მაგრამ აშშ-რფ-ის თაფლობის თვე, მაინცდამაინც, დიდხანს არც გაგრძელებულა. ანუ ტრამპმა პუტინს გრძნობები ვერ გაუმართლა.
ამ თუ სხვა მიზეზით, მოსკოვის სიახლოვეს  პარკ „პატრიოტში“ რაიხსტაგის ასლს ააშენებენ, არც მეტი, არც ნაკლები, ახალწვეულების სავარჯიშოდ.
ამის შესახებ ფართო საზოგადოებას თვით რფ-ის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აუწყა და განმარტა (მომყავს ციტატა): „პარკში ავაშენებთ რაიხსტაგს, სრული სახით არა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენს ახალწვეულებს შეეძლოთ, იერიში მიიტანონ კონკრეტულ ადგილზე.“
ასევე, პარკში სრული მოცულობითაა უკვე აშენებული პარტიზანული სოფელი, რათა მომზადდნენ შესაბამისი კადრები პარტიზანული ბრძოლებისთვის. იმას გარდა, რომ საცაა დაასრულებენ სანგრების მშენებლობასაც (იმ ატმოსფერში რომ იგრძნონ თავიო).
მეტიც, ამ წელს წყალქვეშა ნავების ეკიპაჟის წერებს ოჯახის წევრებსაც ჩაუყვანენ, რომ განიცადონ, რა ხდება წყლის ქვეშო (ამასთან, „პა ფლოტსკი“ მაკარონის მომზადებასაც ვასწავლით და კომპოტის მოხარშვასაცო).
თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ომის ტექნოლოგია ცოტა სხვანაირია და დავამატებთ, რომ რუსული ლოგიკაც – რთულად გასაგები, ვითომ ჩრდილოელები დროში მოგზაურობას გეგმავენ, ანეკდოტური პათოსით – სად არის გრიშა?!

скачать dle 11.3