კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს ის არ არის, რაც შენ გგონია #9

ანუ „მეც მწარედ მომატყუეს“

 რაკი ხანი გამოხდა და პოლიციამაც „დააპატიმრა“ ნარკოტიკის მოტრფიალე „გირჩელთა“ მიერ თავიანთ ოფისში, ქოთნებში საჯაროდ რუდუნებით ჩარგული თითქოს კანაფი (ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებდნენ თავად „გირჩელები“, რომლებიც თავს ყველაზე პროდასავლურებად და ახლებურპოლიტიკურად მოაზროვნეებად გვაჩვენებენ), შევიტყვთ, რომ იმ ამოღებულ ქოთნებში დათესილი კანაფი, ფაქტობრივად, არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება (უფრო ზუსტად, მათში საკმარისი ოდენობის ნარკოტიკული შემცველობა არ ყოფილა სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად).
ამდენად, ისეც შეიძლება ითქვას, რომ ხახვივით შერჩათ კანაფი.
და თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, მაშ, რას ემსახურებოდა 31 დეკემბერს მასობრივი თესვის ცერემონიალი, სამაგიეროდ, ვიცით, რომ „გირჩელებმა“ აწ ნარკომომხმარებელთა მკურნალობის ფლანგზე გახსნეს ფრონტის ხაზი.
სახელდობრ, ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს უნდა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გახდეს მონოპოლისტი ნარკომომხმარებლების მკურნალობის სფეროში.
და იქვე, იმას დარდობენ, რომ ცენტრი არაეფექტიანია და ცდილობს, მკურნალობის საქმეს კერძო სექტორი ჩამოაშოროს (სხვათა შორის, ფრიად კონკრეტულ კერძო სამედიცინო ცენტრსაც ასახელებს, მისი ჩართულობით გაცილებით მეტ ნარკომომხმარებელს დავეხმარებოდითო).
ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობა, იცოცხლეთ, საშური საქმეა, თუმცა უცნაურია „გირჩული“ ლოგიკა (ან დარგონ, ან იმკურნალონ?!): თუ, რა თქმა უნდა, საკითხს ფილოსოფიურად არ უდგებიან: რაც გკლავს, ის გაცოცხლებს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჯერ ჩარგეს კანაფი (იმის პარალელურად, რომ ყველა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას მოითხოვენ), შემდეგ კი ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობაში კერძო სამედიცინო ცენტრის ჩართულობა მოითხოვეს, ვითომ ლეგალიზებას იმ ცენტრის პაციენტებით ოხრად უზრუნველსაყოფად მოითხოვენ?! –

скачать dle 11.3