კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძენი #9

საარჩევნო სიამოვნება

 არჩვენები, იმას გარდა, რომ დემოკრატიული პროცესია (ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოდან გვარწმუნებენ, რომ ის ჩვენი, ანუ „დემოსის“ ბედნიერებისთვის ტარდება), საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა.
მაგალითად, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთლიანობაში (არჩევნებისთვის განკუთვნილი თანხის ჩათვლით) 60,5 მილიონი ლარია გამოყოფილი (შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები გველის). შარშან კი „ცესკოს” ბიუჯეტმა 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 21 მილიონი თანამშრომლების ხელფასებზე დაიხარჯა, ხოლო დამატებით 30 მილიონი ლარი კი, საპარლამენტო არჩვენებისთვის გამოიყო.
ხოლო, თუ ამას ბარიერგადალახული პარტიებისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას – წელიწადში 9 მილიონ ლარს დავუმატებთ, აშკარაა, „დემოსის“„კრატია“, ანუ მმართველობა, რა ფასადაც გვიჯდება.
თუმცა, სანამ ჩვენს მილიონებს ვითვლით, აღმოჩნდა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არჩევნებზე უარი თქვეს. რატომ? იმიტომ რომ, ძვირი ჯდებაო. თქვენ წარმოიდგინეთ, შარშან არჩევნებში 1,8 მილიარდი დოლარი დაუხარჯავთ.
ამიტომაც იქაურ პრემიერ-მინისტრ პიერ კანგუდას უბრძანებია, რომ თანხა ურჩევნიათ, ენის სიწმინდეს მოახმარონ (ცხადია, ამაზე გაცილებით ნაკლები, 1,8 მილიარდის მობილიზიება გაგვიჭირდებაო).
ზემოთქმულის გათვალისწინებით, რაკი ამ ჩვენს პოლიტიკურ წრეში მაინც ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ (თუ გაუმართლათ და პოლიტიკურ წრეში მოხვდნენ), ერთი ისაა, სახელებს იცვლიან, ხომ არ მიგვებაძა ამ ბრძენი კონგოელი პრემიერ-მინისტრისთვის და არჩევნებზე ფული მაინც დაგვეზოგა?! –

скачать dle 11.3