კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რატომ გადაწყვიტა ლიკა ევგენიძემ მეუღლის გარეშე საქართველოში დაბრუნება, რას ნანობს ის და როდის ჩამოიყვანს მეორე შვილს ამერიკიდან #8

მშვენიერი ლიკა ევგენიძე, თავის უსაყვარლეს პატარა შვილთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. მისი უფროსი შვილი – ანასოფია, ამ ეტაპზე, ამერიკაში, მამასთან დარჩა. ლიკასთვის ამერიკული ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, თუმცა ის საქართველოში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და სამომავლოდ, ბევრი გეგმაც აქვს.
– ლიკა, დროებით ჩამოხვედი საქართველოში?
– გადმოვედი აქეთ. მომენატრა საქაართველო – ნოსტალგია რომ შემოგაწვება. რთულია ბავშვებით უცხო ქვეყანაში ცხოვრება. თან, მშობლები, ყველა აქ მყავს.
– როგორ იქნება ბავშვების სკოლის ამბავი?
– მე და პატარა ვართ ჯერ აქ. ნიკასთან არის ანასოფია. სკოლაში დადის და შუა სემესტრიდან ვერ წამოვიყვანდი ბავშვს. მინდა, პირველი კლასი ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ამერიკული სკოლიდან პირდაპირ რომ გადმომეყვანა, აირეოდა და ცოდოა. ამიტომ ჯერჯერობით ასე ვართ. ალბათ, ცოტა ხნით წავალთ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა აქეთ ვართ.
– ლიკა, შენი მეუღლეც გადმოვა საქართველოში საცხოვრებლად?
– არა, თავისი სამსახური აქვს და არ ვიცი. თვითონ როგორც მოახერხებს და გადაწყვეტს, ვნახოთ.
– ამერიკაშიც საკმაოდ აქტიური ცხოვრება გქონდა.
– კი. დაკავებული ვიყავი, თუმცა უფრო მეტად – ბავშვებით. ძირითადად, ფოტოგადაღებები მქონდა, მოდელური ამბებით ვიყავი დაკავებული, სხვადასხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი დრო არ მიჰქონდა. ძირითადად, დროს მაინც ბავშვებს ვუთმობდი, რადგან არ მქონდა საშუალება, დამეტოვებინა. ახლა თბილისში უფრო ჩვეულ რეჟიმში დავბრუნდი. იქ ბავშვებზე ვიყავი უფრო ორიენტირებული, სახლის საქმეები... ახლა ჩემს ძველ ტემპში ვარ. მთელი ცხოვრება, პარალელურად, სულ მქონდა საქმე, დაკავებული ვიყავი და ამიტომაც, ცოტა რთული იყო ჩემთვის.
– ამერიკაში, როგორც მოდელი, ისეც მუშაობდი?
– სხვადასხვა ტიპის გადაღება მქონდა. ზოგჯერ მაღაზიებისთვის მიღებდნენ, რეკლამისთვის, კონკრეტული დიზაინერის ედიტორიალისთვის. „ფეშენ-ვიქზეც” გამოვედი. შემოთავაზებები მქონდა როგორც ნაცნობი ფოტოგრაფებისგან, ასევე, უცნობებისგან. „ინსტაგრამზე” მომწერდნენ ხოლმე.  სტილისტები უყურებდნენ ჩემს ფოტოებს და მწერდნენ: ვფიქრობ, ჩვენს ბრენდს მოუხდებიო. ასე მიღებდნენ.
– რომელიმე გადაღებას ხომ არ გამოყოფდი?
– ზოგადად, არ მიყვარს ხოლმე გამოყოფა. ერთხელ ძალიან სასაცილო სიტუაციაში მოვხვდი. კაფეში შევედი ლანჩზე. გადამღები ჯგუფი იდგა იქვე და რატომღაც ჩათვალეს, რომ მე ვიყავი ის მოდელი, ვისაც ელოდებოდნენ. მე არ ვარ-მეთქი. როგორ არა, შენ ხარო. ბოლოს მითხრეს: გეხვეწებით, თქვენ გადაგიღებთ, ბარემ ფულსაც გადაგიხდითო. აღმოჩნდა, რომ იყო მედდების კომპანია და მისთვის იღებდნენ რეკლამას. უცებ ჩამაცვეს მედდის ფორმა, რამდენიმე ფოტო გადამიღეს და ფულიც გადამიხადეს. 15 წუთი ვიმუშავე.
– შენს ცხოვრებაში ხშირად ხდება მოულოდნელი რაღაცეები?
– კი, ძალიან ხშირად. ასე კონკრეტულად, არ მახსენდება. როცა ვინმე ამას მეკითხება, მაშინვე თვალებში მებინდება, მებლოკება ყველაფერი, თითქოს არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი გავიცანი გამოფენაზე, რომელიც იღებს ჰოლივუდის მსახიობებს, მომღერლებს: ლივ ტაილერს, ემი ადამსს, რიჰანას, ვივიან ვესტვუდს, სტელა მაკარტნის და ასე შემდეგ. მთხოვა: ფოტოს გადაგიღებო და მერე დავმეგობრდით. მხოლოდ ფოტოგრაფი არ არის, რეჟისორიცაა – ვიდეოარტს აკეთებს და ბევრგან მოგზაურობს. ახლა შემომთავაზა: ჩამოვალ საქართველოში და ერთად გავაკეთოთ პროექტიო.
– მოდის კვირეულზეც გამოხვედი.
– ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ტარდებოდა ჩვენება და გამოვედი ერთ-ერთი მაღაზიის ჩვენებაზე. ძალიან საინტერესო იყო, თან ქართველი, ძალიან ყოჩაღი გოგონები არიან – ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას აქვთ ბუტიკი. კარგ საქმეს აკეთებენ, ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციას ეწევიან. ცნობილი სასტუმროს პირველ სართულზეა მათი ბუტიკი, სადაც სულ ბევრი ხალხია. მათ მოაწყვეს ეს ჩვენება და მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა.
– მახსოვს, სწავლობდი კიდეც.
– კი, „მიუზიკ პროდაქშენი“ ვისწავლე, დიჯეის კურსებიც გავიარე. ელექტრონული მუსიკის სკოლაში ვსწავლობდი და მხოლოდ ერთი გოგო ვიყავი მთელ სკოლაში, რადგან იქ, თურმე, უმეტესად ბიჭები სწავლობენ. სამაგიეროდ, ყველას პატივში ვყავდი, ყველა ზედმეტ ყურადღებას მაქცევდა. ძალიან საინტერესო იყო. რაღაც კურსი, „ონლაინაც“ გავაგრძელე, ახლაც ვსწავლობ.
– მამას, ალბათ, გაუხარდა, ამ სპეციალობას რომ დაეუფლე.
– მამასთვის არ ყოფილა ეს გასაკვირი, რადგან მთელი ცხოვრება, ასე თუ ისე, მაინც მაქვს მუსიკასთან კავშირი. თან, ერთადაც, პერიოდულად, სულ ვაკეთებთ რაღაცეებს. დიჯეის კურსებიც გავიარე, თან ვინილებზე გვასწავლიდნენ. ჩემი აპარატურა მაქვს, მაგრამ ვინილები არის ის, რითაც დაიწყო ეს ინდუსტრია. საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. სხვადასხვა ეტაპს გადიხარ და ყველა ეტაპის შემდეგ, აკეთებ პერფორმანსს, უკრავ. პირველზე ძალიან ვნერვიულობდი, როგორც არის, გამოცდას რომ აბარებ. თან, სტუდენტობის მერე ეს გრძნობა დავიწყებული მქონდა. მერე უკვე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ახლა რაღაცეების კეთებაც დავიწყე ამ კუთხით, მაგრამ, რომ ჩამოვედი, უცბად ჩავერთე სატელევიზიო ამბავში და დრო აღარ დამრჩა. მაგრამ, მალე დავაბალანსებ, გადავანაწილებ და ყველაფერს თავის დროს დავუთმობ.
– ამერიკაში, გადაცემიდანაც გქონდა მიწვევა.
– ეს იყო სალონი, რომელიც რეალითი შოუს აკეთებდა. სეზონის პირველ ეპიზოდში გადამიღეს. დღეს ონალაინ-გადაცემები ძალიან პოპულარულია, მილიონობით ნახვა აქვს. მე ვიყავი რეალითი შოუს გმირი – არ ვიცი, როგორ დაამონტაჟებენ და რა გამოვა. იქაც შემთხვევით მოვხვდი. სალონში დავდიოდი, დამირეკეს: ვფიქრობთ, ამ პროექტს მოუხდებიო და მეც დავთანხმდი.
– ნიკას, თუ მოსწონს შენი ახალ-ახალი გატაცებები?
– რა ვიცი. მგონია, რომ ადამიანმა უნდა შეიცნოს და ნახოს ბევრი რამ. შემდეგ კი, ამ ყველაფრით  საკუთარ თავშიც ბევრ რამეს აღმოაჩენ. ვფიქრობ, იმისთვის ვართ დაბადებულები, რომ, რაც შეიძლება, მეტად შევიცნოთ სამყარო და საკუთარი თავი. სხვა ადამიანების სურვილის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ინტერესიანი ვარ და ბევრი სფერო მაინტერესებს. სწავლა ცხოვრების ბოლომდე არ მთავრდება. რაც უფრო მეტი რამის სწავლას მოვასწრებთ და აღმოვაჩენთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან, ისედაც არ გვაქვს ბევრი დრო. მე ახლა ძალიან ვნანობ, მეტი ენა რომ არ ვისწავლე ბავშვობაში, რადგან მერე, უფრო მეტად იზღუდები ბევრ რამეში. არა უშავს, ბავშვებთან ერთად ვისწავლი.
– წამოსვლის გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ შენ და ნიკამ? ასე ჯობია, უკეთესია?
– ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი ვერ მიიღებს. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს – ყველაფერს ერთად ვწყვეტთ.
– ფიქრობ, რომ ბავშვების მომავლისთვის საქართველოში ცხოვრება ჯობია?
– რთულია დიდ ქალაქში ცხოვრება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე ჯობდა. უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც.
– ამბობენ, რომ დროებით განშორება უკეთესია, რადგან ორი ადამიანის ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები და საჭიროა, რაღაცეები შეცვალოო.
– არ ვიცი, შეიძლება, ვერ გეტყვი. ასეც ხდება და ისეც – ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდი. წინასწარ ვერ გაიგებ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა, როგორც არის და ვნახოთ.
– ამბობენ, სიყვარულსაც თავისი ეტაპები აქვსო. შენ როგორ ფიქრობ?
– სულ სხვადასხვა ეტაპია. არ არსებობს, რაღაც ცალსახად ერთნაირად ვითარდებოდეს. ცხოვრებაც ეს არის. თუ არაფერი იცვლება შენს ცხოვრებაში, მკვდარი ხარ. ჩვენც ამ დინებას მივყვებით, ვეწყობით. დაწერილი რეცეპტი არ არსებობს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ურთიერთობა – უნიკალური. მე არ მჯერა დაწერილი რეცეპტების.
– არ უჭირს ანასოფიას დედის გარეშე ყოფნა ან შენ არ გიჭირს?
– რა თქმა უნდა, მიჭირს. მაგრამ, საბედნიეროდ, ინტერნეტი არსებობს და მისი დახმარებით ვთამაშობთ, ვსწავლობთ, ვსაუბრობთ. მე, როგორც დიდ ადამიანებს, ისე ვუხსნი და ველაპარაკები ჩემს შვილებს. ამიტომ იცის, რომ საქმეზე ვარ და სწავლას რომ დაამთავრებს, ჩამოვა. მანამდე მეც წავალ აუცილებლად ბავშვთან და მერე ერთად ჩამოვალთ.
– ჩამოხვედი და დაბრუნდი „რუსთავი 2-ში“.
– ეს გადაცემა რომ დაიწყო, პირველი დღიდან აქ ვიყავი. 2 წელი ვიმუშავე, ძალიან მიყვარს ეს ტელევიზია, ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. სახლში დაბრუნებასავით იყო ჩემთვის. თითქოს არც გასულა ეს დრო, გაუცხოებაც არ მქონია. გარკვეული გეგმებიც მაქვს, მაგრამ მერე ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, აქ ვარ და არსად მივდივარ.

скачать dle 11.3