კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისკო დასენის გზა პროკურატურიდან საქართველოს პარლამენტამდე #8

საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსული, პროფესიით იურისტი, ბიზნესმენი –  ისკო დასენი დღეს  საქართველოს პარლამენტის წევრია. პროკურატურაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდია. ოჯახი (მეუღლე, შვილები და შვილიშვილები) და ქვეყნის სამსახური მისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. როგორ აფასებს მმართველი გუნდის საქმიანობას, რა გზა გაიარა საქართველოს პარლამენტში მოხვედრამდე – ამ და არაერთი საინტერესო თემის შესახებ, თავად ისკო დასენი გვესაუბრა. 
ისკო დასენი: სკოლა თბილისში დავამთავრე. მომდევნო ორი წელი ჯარში ვიმსახურე, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და პროკურატურაში დავიწყე მუშაობა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ოცდაშვიდი წლის განმავლობაში ვიმუშავე პროკურატურაში. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ, იმ უდიდესი გამოცდილების შედეგია, რაც პროკურატურაში მუშაობამ მომცა.
– რა მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად?
–  მთავარი მიღწევა და მონაპოვარი ჩემი ოჯახია. მე თვითონ დიდ ოჯახში გავიზარდე – ექვსი დედმამიშვილი ვართ და დღესაც ზუსტად ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორც ბავშვობაში. ვფიქრობ, ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის წარმატებაში. როცა ოჯახში სიმშვიდე, სიყვარული და ურთიერთგაგებაა, მაშინ ყველა საქმე ბევრად ნაყოფიერია.
– რატომ მიიღეთ პროკურატურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება და შემდეგ რა სფეროში გააგრძელეთ მუშაობა?
–  კმაყოფილი ვარ იმ გარემოებით, რომ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა მომიწია. წინა ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ იყო და რამდენჯერმე დავაყენე საკითხი სამსახურიდან წასვლის შესახებ. ორჯერ უარი მივიღე, საბოლოოდ, მაინც დავტოვე სამსახური და აღმოჩნდა, რომ პროკურატურის მიღმაც არანაკლებ საინტერესო ცხოვრება ყოფილა. თუმცა, რა თქმა უნდა, დღესაც ვადევნებ თვალს პროკურატურის საქმიანობას. ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც დღემდე იქ მუშაობენ, მეუბნებიან: ისკო, შენ არ იცი, რა კარგია ახლა პროკურატურაში მუშაობაო. სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა,  არჩევნების წინ მათ არავინ აძლევს კონკრეტულ მითითებებს. როგორც კი ამოეწურებათ სამუშაო საათები, მიდიან ოჯახებში და ასე შემდეგ. მე მგონი, ასეთი პერიოდი საქართველოს პროკურატურაში არ ყოფილა. 2014 წელს გავხდი მოლდოვის საპატიო კონსული საქართველოში, შემდეგ ჩავერთე ბიზნესში. რამდენიმე თვეა, ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი. შევეშვი ბიზნესს და მთელი ჩემი შრომა ამჟამად მხოლოდ პარლამენტის საქმიანობისკენაა მიმართული.
– ბიზნესში როგორ მოხვდით?
– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი ჩემი ოჯახი ბიზნესით იყო დაკავებული. შეიძლება ითქვას, მე უკვე მზა ბიზნესში ჩავერთე და ჩვენ ყველა, ერთობლივი ძალებით დიდი წარმატებით ვმართავდით ჩვენს კომპანიას – „ლიდერ კრედიტს”, რომელმაც არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო მასშტაბის აღიარება. კომპანია დღემდე დიდი წარმატებით განაგრძნობს თავის საქმიანობას.
– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრი გახდით?
– უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა, რომ წარმოადგენ საქართველოს პარლამენტს. რა თქმა უნდა, მეტი ინტერესია საზოგადოების მხრიდან და ვცდილობ, ყველა ნაბიჯი ნაფიქრი და კარგად გააზრებული იყოს. კიდევ უფრო ნაკლები დრო მრჩება ოჯახისთვის, უამრავი შეხვედრა და მივლინებაა. თუმცა, ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ შენი ქვეყნის სამსახურში იყო. 
– როდესაც ბიზნესით იყავით დაკავებული, უამრავი ადამიანი გყავდათ დასაქმებული. რა თვისებებით აფასებთ თანამშრომლებს?
– მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ჩემი მთავარი საქმიანობა იყო იურიდიული საკითხების გადაწყვეტა, მაინც მაქსიმალურად ჩართული ვიყავი ყველა პროცესში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდის შექმნას. იმ პერიოდში, როცა ბიზნესში ყოფნა მომიწია, ჩვენ ძალიან ცოტა ადამიანი გავუშვით სამსახურიდან. მე ვფიქრობ, აუცილებელია, შეგეძლოს პატიება იმ თანამშრომლისთვის, ვინც შეცდა. თუ პატიების უნარი არ გაქვს, ვერ შექმნი ნორმალურ გუნდს და ამით, ძალიან ბევრს დაკარგავ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, თანამშრომელს დაუშვია საკმაოდ სერიოზული შეცდომა, მაგრამ, როდესაც ჩვენ მას ვაძლევთ მეორე შანსს, ის ხდება შეუცვლელი. ვაფასებ პუნქტუალურობას. ვფიქრობ, თუ ადამიანს ეს თვისება აქვს, მას ბევრად უკეთესი შედეგები ექნება.
– როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების” მმართველობას?
– რაც ყველაზე მეტად მომწონს, „ქართული ოცნება” დაკომლექტებულია ბევრი ახალი სახით, რომელთა უმრავლესობაც საკმაოდ ახალგაზრდაა. თუმცა, გამოირჩევიან კარგი განათლებითა და მიზანსწრაფულობით. პოლიტიკოსად არავინ იბადება, მთავარია, მონდომება და შრომისმოყვარეობა. ჩვენ ერთად ბევრ, ქვეყნისთვის საჭირო და სასარგებლო კანონპროექტს შევიმუშავებთ, რაც მალე, აუცილებლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. მე პარლამენტში ორ კომიტეტში ვარ გაწევრიანებული. ერთი გახლავთ საგარეო ურთიერთობების კომიტეტი და მეორე – დარგობრივი ეკონომიკის. მე ვფიქრობ ახალი კანონები მისაღებია ყველა სფეროში, განსაკუთრებით, დარგობრივ ეკონომიკაში. საქართველო ძალიან მიმზიდველია ბიზნესისთვის – გადასახადები ძალიან დაბალია და ეს გზა უნდა გაგრძელდეს. სულ ახლახან მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას.  ეს წელი კარგად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, უკეთესად გაგრძელდება!
– როგორ საქართველოში ისურვებდით ცხოვრებას?
– ჩემთვის მშვიდობა უპირველესია.  რატომღაც მწამს, რომ საქართველოში ომი აღარ იქნება და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ისევ და ისევ მშვიდობით, ომის გარეშე. ჩვენ გამოვიარეთ საბჭოთა კავშირიც და ვიცით ევროპაც. საქართველო ირჩევს ევროპულ ცხოვრებას. მე, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა  დღეს ძალიან საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. ვინც კი ჩამოდის, ყველა გაოცებულია. მე ხშირად მიწევს მოგზაურობა და უამრავ ადამიანთან შეხვედრა, მათმა უმეტესობამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ და ამით ძალიან ვამაყობ.

скачать dle 11.3