კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ უმაჭანკლა გია ჯაჯანიძემ უმცროს დას და რა განძს იცავს მისი ძმა #8

გია ჯაჯანიძის  უმცროსი ძმა – დათო და და – ნინო,  უფროსი ძმისგან    განსხვავებით,  არც ტელევიზიასთან არიან დაკავშირებული და  არც ხმაურიანი, „ბომონდური” ცხოვრება აქვთ. მიუხედავად ამისა, გია, ნინო და დათო ჯაჯანიძეები ერთმანეთს  ძალიან ჰგვანან.  პოპულარული  ტელეწამყვანისთვის ისინი ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანები არიან და ბავშვობიდან დღემდე, განსაკუთრებული  ურთიერთობა აქვთ.  
დათო: გია ჩვენს ოჯახში პირველი შვილი იყო, მასზე ოთხი წლით უმცროსი ვარ და მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ.  კარგად მახსოვს, ჩვენგან განსხვავებული ბავშვი იყო.  ჩვენთან ერთად არც ფეხბურთს თამაშობდა, არც დაჭერობანას – რითაც ვერთობოდით ბავშვები.  გვერდით იდგა თავისთვის და ხან ღრუბლებს უყურებდა, ხან კლდეებს, ხან  ხეებს.  ძალიან ხშირად ჩიტებს ელაპარაკებოდა.  ეს იყო მისი საყვარელი გასართობი. როგორც კი სახლში შევიდოდა, ჩიტები მიფრინავდნენ.  მივიდოდი გიასთან ახლოს და გავხედავდი: ნეტავ, რას უყურებს-მეთქი. ვფიქრობდი  ჩემთვის.   ისეთი სუფთა იყო, სულ დასვრის ეშინოდა. ბავშვები სკოლიდან რომ წამოვიდოდით თამაშ-თამაშით, სახლში  ამოძუნძგლულები ვბრუნდებოდით.  გია კი, თავსხმა წვიმასა და ტალახში ისე გაივლიდა,  გრამი ჭუჭყი არ მოეცხობოდა, თითქოს სახლიდან ახალი გამოსული იყო.
ნინო: მე, როგორც ოჯახში ყველაზე პატარას, გიაც და დათოც განსაკუთრებულად მექცეოდნენ. დედამ ისე შეგვაყვარა ერთმანეთი, უერთმანეთოდ, ერთი წუთი ვერ ვძლებდით.  გიას დავყავდი ბაღში, სკოლაში, ყველა სურვილს მისრულებდა, „პონჩიკს” და „ენას” ყიდულობდა.  უნივერმაღში თუ რამეს იყიდიდა იაფს, ჩემთან მოჰქონდა. ერთხელ დაბადების დღეზე ტყლაპი მომიტანა.  გაჭირვების მიუხედავად, მხიარული ოჯახი გვქონდა. ბავშვები მდინარე ყვირილაზე  დავდიოდით, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს ჩამოდიოდა.   ჩაიცვამდა გია თეთრ ტანსაცმელს და მივდიოდით  შავ ყვირილაზე სასეირნოდ (იცინის), თან მთხოვდა, რომ იტალიურად გველაპარაკა, იტალიური სად ვიცოდით, ამიტომ უცხო სიტყვებს ვიგონებდით. მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო, როცა პირველად ჭიათურის სცენაზე გამოვიდა, მას შემდეგ ყველა სპექტაკლში აძლევდნენ როლებს, ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია, სულ წინა რიგებში ვიჯექი.
დათო: ერთხელ მთელი ოჯახი ზღარბის ფორმას ვუკერავდით. მეორე დღეს სპექტაკლი იყო და უნდა მოგვესწრო.
– დათო, შენც იყავი გიას მაყურებელი თეატრში?
– მე იშვიათად, თეატრს სხვა გართობა მერჩია. იმ დროს, როცა ესენი ყვირილაზე სეირნობდნენ, მე ვთევზაობდი, ოღონდ თეთრი ტანსაცმელი არ მეცვა.  ეს იმდენ ხანს ემზადებოდა წასასვლელად, წასვლა აღარ გვინდოდა, თითქოს ყვირილაზე კი არა პარიზში, კონცერტზე მიდიოდა. ერთხელ ტყეში მივდიოდით და სანამ ტანსაცმელი არ დააუთოვა, ისე არაფრით წამოვიდა (იცინის). მაშინ ხშირად ვფიქრობდი, რომ  გია სადმე, სხვა ქვეყანაში, ან სხვა პლანეტაზე  წავიდოდა საცხოვრებლად. ისე უნდოდა, რომ ჭიათურელი კი არა, უცხოელი ყოფილიყო.  
– როგორც ყველა ბავშვი, ალბათ, ხშირად ჩხუბობდით.
– არა, არ მახსოვს, ერთმანეთთან გვეჩხუბოს.  ჩვენ პატიოსანი, წყნარი ოჯახი გვქონდა. არ ვიცოდით, რა იყო ჩხუბი, დაყვირება.  დედა, მამა,  ბებია, გაჭირვების მიუხედავად,  ტკბილად გვზრდიდნენ.  გია იყო ჩვენი დამრიგებელი. არ იყო ჩემზე დიდი, მაგრამ სულ  ჭკუას მარიგებდა. გაჭირვებას არ უნდა შევუშინდეთო, – იცოდა ხოლმე თქმა.  გია კეთილი ბავშვი იყო. რაღაც  ხის ნივთს თუ იპოვიდა სადმე, ან ვინმე აჩუქებდა და მე ვთხოვდი, უყოყმანოდ მაჩუქებდა.   
– როცა გია თბილისში წამოვიდა, როგორ ცხოვრობდით მის გარეშე?
– ყურები ჩამოვყარე, როცა გია თბილისში წამოვიდა. ისეთი ოპტიმისტი იყო, ყველას ეგ გვამხნევებდა. თამაშის დროს, სულ მეგონა, რომ იქვე იჯდა და გვიყურებდა. ძალიან დაგვაკლდა.  უკვე თბილისში ცხოვრობდა და ძალიან რომ მოვენატრებოდით, ჭიათურაში გამორბოდა ხოლმე.
გია:   თავიდან, როცა ჩამოვედი,  დედაქალაქმა ისეთი დღე მაყარა, სულ სოფელში მინდოდა გაქცევა.  მაშინ  ვერც ვიგებდი, რას მერჩოდა ხალხი იმ პატარა ბიჭს. ერთხელ ზამთარში ისე მომენატრა ჩემი სახლი, „ფეჩი”, ოჯახური სითბო,  წასასვლელი ფული  რომ არ მქონდა, რუსთაველზე, სადაც დასარეკი ტელეფონები იყო,  სულ ორ და ხუთკაპიკიანებით მოვაგროვე სამი მანეთი, რომ ჭიათურაში წავსულიყავი მატარებლის საერთო ვაგონით. 
ნინო: გია თბილისში მთელმა ოჯახმა გამოვაცილეთ, მატარებლით წამოვიდა.   ყველა ერთად ვუქნევდით ხელს და უცებ ტაშის კვრაზე გადავედით, მთელი ოჯახი.  ხალხი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. ჩათვალეს, რომ განსაკუთრებულ სტუმარს ვაცილებდით ჭიათურიდან და ყველამ, უცხოებმაც კი,  ტაში დაუკრეს.  ერთხელ თბილისიდან მძივი გამომიგზავნა, კურკები აეკინძა და  ლაკში ამოევლო. ისეთი ლამაზი მძივი იყო, მე და ბებია ერთმანეთს ვასწრებდით მის გაკეთებას. ბებიას ბავშვობიდან „უშრობდა სისხლს” – ხან კაბას დაუჭრიდა, ხან ფარდას და თავისთვის რაღაცეებს იკერავდა.  ერთხელ ბებიას კაბა მოჰპარა და პირველი მაისის „პარადისთვის” ჩემთვის გადააკეთა. ბებია  წინა რიგებში იყო ხოლმე ყველა „პარადზე”. დიდ მანქანაზე გვქონდა საკონცერტო წარმოდგენა და უცებ ბებიამ  დამინახა  თავისი კაბით, რომელიც უკვე ჩემს ზომაზე იყო გადაჭრილი.  ბებიამ ისეთი კივილი მორთო, ყველა მას უყურებდა (იცინის).   
–  თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებში თქვენ გვერდით იყო?
გია: არა თუ ვიყავი, ორივეს დაოჯახებაში დიდი წვლილი მიმიძღვის (იცინის). უკვე თბილისში ვცხოვრობდი, როცა ერთი პატიოსანი და კარგი ოჯახი გავიცანი, სახლში დამპატიჟეს. როგორც კი ამ ოჯახში შევედი, ჩემთვის  ვიფიქრე, რომ ჩემი და ამ ოჯახის წევრი უნდა გამხდარიყო. სასიძოს ვინ დაეძებდა, დედამთილ-მამამთილი ისე მომეწონა, ნინოს გარდა,  მათთვის ვერავის  გავიმეტებდი. არც დავუმალე, ვუთხარი სასიძოს, ჩემი და უნდა გაგირიგო-მეთქი.  ნინო თავის საქმეებზე უნდა ჩამოსულიყო თბილისში, მოვახერხე და  სასიძოს გავაცანი. 
ნინო:  გაცნობიდან ორ კვირაში  დავქორწინდით. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი არჩევნით. სამი შვილი გვყავს მე და ჩემს მეუღლეს, პატიოსანი ოჯახია. სანამ პატარა ვიყავი,  წლების განმავლობაში ვცეკვავდი, გამოვდიოდი კონცერტებზე. მერე ცეკვის მასწავლებლადაც ვმუშაობდი. საკმაოდ აქტიური ხასიათი მაქვს, რითაც გიას ძალიან ვგავარ. ახლა ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. მე და ჩემს ძმებს კიდევ ბევრი გვაქვს საერთო – გვიყვარს ადამიანები, ვცდილობთ, ყველგან სიკეთე დავთესოთ, არ ვართ კონფლიქტურები. ეს, უპირველესად, დედაჩემის დამსახურებაა. ჩვენ დღემდე გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს. გია, რაც არ უნდა დაკავებული იყოს საქმეებით, გამორიცხულია, არ დამირეკოს. უცებ ისეთ დროს დამირეკავს, როცა  ყველაზე მეტად მისი „გამოჩენა” მჭირდება.
დათო:  ჩემი დაოჯახების ისტორიაც გიას უკავშირდება. 16 წლის რომ გავხდი და სარკის წინ ტრიალი დავიწყე, გიასთან  ვთქვი, როგორი რძალი უნდა შემოსულიყო ჩვენს ოჯახში.  გიამ მითხრა: შენი საცოლე ჯერ სკოლაში დადის, ბებია რომ მოკვდება, მაშინ გაიცნობ, იქამდე არაფერი იფიქრო და ნურც ბებიას სიკვდილს ინატრებო (იცინის). ამის შემდეგ გავიდა რაღაც პერიოდი, ბებიაჩემი გარდაიცვალა, დაკრძალვაზე ჩემს დეიდაშვილს მოჰყვა ერთი კარგი  გოგონა, რომელიც მალე  ჩემი ცოლი გახდა. ჩვენ გვყავს 2 შვილი. უკვე წლებია, ჩემს ოჯახთან ერთად, თბილისში ვცხოვრობ.  ცხოვრება ისე აეწყო, ყველანი აქეთ წამოვედით. ყველაზე მეტად თბილისში გადმოსვლა დედას გაუჭირდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, უფრო მეტად  გაუჭირდა იქაურობის მიტოვება. ხან თბილისში იყო, ხან – ჭიათურაში. მეცოდებოდა, ასე აქეთ-იქით რომ დადიოდა. 
გია: დედაჩემი არის ადამიანი, რომელიც დარდობს მთელ სამყაროზე. ჩემგან ღამით რომ მეგობარი წავა, როგორ მივიდა სახლში, თუ არ ვუთხარი, არ დაიძინებს (იცინის). ასეთია ჩემი და-ძმაც. ორივეს კარგი ოჯახი აქვს – კარგი სიძე და რძალი მყავს, რაც ძალიან მახარებს. ჩვენთან გასაყოფი და საკამათო არასდროს არაფერი ყოფილა.  და-ძმით  ძალიან მდიდარი ვარ.
თბილისში ვცხოვრობ, მუხიანში,  უკვე ცოლიც მყავს, ერთ დღეს მამა ჩამოვიდა სტუმრად ახლობელთან ერთად.  გავუმასპინძლიდით. როგორც კი სახლიდან გავიდნენ, მე და ჩემი ცოლი აივანზე გავედით და აივნიდან კიდევ ერთელ დავემშვიდობეთ. ჩვენს სახლს ორი აივანი ჰქონდა. ცოლს ვუთხარი, წამოდი, ახლა მეორე აივნიდან დავემშვიდობოთ-მეთქი. გავედით მეორე აივანზე, იქიდანაც დავემშვიდობეთ მამას. ცოლმა მკითხა: რა იყო ეს, ორივე აივნიდან რომ დამამშვიდობე მამასთანო? ხვალ  გეტყვი მაგის პასუხს-მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს ბებია მირეკავს,  შემოგევლოს ჩემი თავი, შაქრო იყო გადმოსული, იძახდა, გიას სახლს ორი აივანი აქვსო (იცინის).
– დათო, შენ  რას საქმიანობ? თქვენც, უმცროს და-ძმას, უფროსი ძმის მსგავსად, ვარსკვლავური ცხოვრება გაქვთ?
დათო: არა რა ვარსკვლავური, მეც და ნინოც მორიდებულები ვართ – ჩრდილში ყოფნა და წყნარად ცხოვრება გვირჩევნია. მე  თვითონ არასდროს ვამბობ, რომ გიას ძმა ვარ. თუ თვითონ გაიგეს და მკითხეს, მერე ვიტყვი ხოლმე. ხშირად დავდივარ ავტობუსით, „მარშრუტკით.” ბევრჯერ შევსწრებივარ, როცა გიას გადაცემაზე ლაპარაკობენ და მიხარია.  ბედნიერი ვარ, რომ ყველას უყვარს, მაგრამ რთული ცხოვრება აქვს. აქ, შეიძლება, ორი დღე დავრჩე და გიას ხუთი წუთი ვერ დაველაპარაკო – ან ტელეფონზე ლაპარაკობს, ან სადღაც მირბის, ან ვინმე მოდის მასთან. ნინო უფრო აქტიურადაა ჩართული. გიას გადაცემის ჩაწერას ესწრება ხოლმე.  მე ტელევიზიასთან კავშირი არ მაქვს.  დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოში ვარ. მიყვარს ჩემი საქმე.    
გია: დათო რომ არა, არ ვიცი, ჩემს ახალ სახლში რა მეშველებოდა. ჩემგან განსხვავებით, დათო ისეთი ხელმარჯვეა, ყველაფერი გამოსდის. აქ ყველაფრის უფროსი და „პრარაბი” დათოა. გარეთ ჭრელი ქვა რომ იპოვოს,  ჩვენთან მოაქვს.   მისი რეკომენდაციის გარეშე არაფერს ვაკეთებ, მაგალითად, ბევრს ვყოყმანობდი ბუხარზე.  ზოგი მირჩევდა, რომ გამეკეთებინა, ზოგი - არა. გადამწყვეტი იყო დათოს სიტყვა.  მითხრა, გააკეთე ბუხარიო და გავაკეთე. ასე შეიცვალა როლები. ადრე ეს მიჯერებდა, ახლა მე ვუჯერებ. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახის ძველი ნივთები. დათომ ჭიათურიდან ბაბუას ნაჯახი, ხერხი და ძველისძველი ფოტოაპარატი მომიტანა, რითიც ძალიან გამახარა.
დათო: დედას ისე ენატრებოდა მიწასთან ახლო კავშირი. ამ სახლით გიამ, მგონი, დედას აუსრულა  ოცნება. ისეთი მოსავალი მოჰყავთ – კიტრი, პომიდორი,  სხვადასხვა ხილი.  დედა მთელი დღე ბოსტანში ტრიალებს. ზამთარშიც კი საკუთარი მწვანილი გვაქვს. გია  ხელმარჯვე არაა, მაგრამ, რაც დარგო ამ ეზოში, ყველაფერმა გაიხარა.
გია: პომიდვრისთვის ჭიგო მოვიტანე, დავრგე და იმანაც კი ყლორტები გამოიბა, გაიხარა. ასე რომ, სულ ტყუილად გგონიათ, რომ არაფერი გამომდის (იცინის).

скачать dle 11.3