კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დალი ჩიტალაძის მუდმივი კლიენტი უიტნი ჰიუსტონი და რა უყიდია ქართული მოდის ექსპერტს ბაზრობასა და მეორადებში #8

მიუხედავად იმისა, რომ დალი ჩიტალაძის საბჭოთა ბავშვობის პერიოდში, დღევანდელის მსგავსად, საქართველო დიზაინერების მრავალფეროვნებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ის მაინც ყოველთვის ახერხებდა, ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგონა ყოფილიყო, რომელსაც ბევრი მიმბაძველი ჰყავდა. წლების შემდეგ კი, უკვე ნიუ-იორკში, წამყვან მოდის სახლებთან თანამშრომლობდა და ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩაცმულობაზე ზრუნავდა. დღეს ისევ საქართველოში ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალბატონია და გეგმავს ოფისის გახსნას, სადაც მსურველებს მოდური და დახვეწილი ლუქების შერჩევასა და გემოვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
დალი ჩიტალაძე: მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს დიზაინერები არ გვყავდა, ჩემთვის ჯერ კიდევ ბავშვობაში არსებობდნენ „მკერავები“ და ისინი იყვნენ დიზაინერები. ასეთი რამდენიმე მყავდა. ისინი ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც ამდენი მოდის ჟურნალი. სპეკულანტები ყიდდნენ რამდენიმე ჟურნალს და მახსოვს „ვოგი“ იმდენად ძვირი ღირდა, ჩვეულებრივი ადამიანის ერთი თვის შემოსავალს უდრიდა – დაახლოებით ასი მანეთი. მე ჩემი კავშირები მქონდა მათ შესაძენად (იცინის). შემდეგ მის მიხედვით ვქმნიდით მოდელებს მე და ჩემი დიზაინერები და როგორც მერე უმცროსი თაობის დიზაინერებმა მითხრეს, მათთვის მოდის მეტრი ვიყავი. ძალიან ბევრი მომბაძველი მყავდა. მერე კონსერვატორია დავამთავრე და მუსიკალური განათლება მივიღე, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნის დროს, ჩემი შემოსავლის წყარო ისევ მოდის სფერო იყო. ვმუშაობდი „ვერსაჩესთან“, ვიყავი მულტიბრენდული მაღაზიის მენეჯერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეორედ გავთხოვდი და აქ მომიწია ცხოვრება. დღეს ისევ ამ სფეროში ვარ, მოდის „ექსპერტი” გამხადეს.
– ვერსაჩესთან მუშაობის დაწყება მარტივი არ უნდა იყოს. როგორ მოხდა ეს?
– ჩემი დაჟინებული მოთხოვნით. 90-იანებში ყველაზე აქტუალური ჯანი ვერსაჩე იყო და მინდოდა მასთან მუშაობა. პირდაპირ ქუჩიდან შევედი მასთან. ეტყობა, ძალიან ვესიმპათიურე და ამიყვანეს (იცინის). ახლო მომავალში მინდა, ჩემი ოფისი გავხსნა, სადაც „ლუქის“ აწყობასა და გემოვნების ჩამოყალიბებაში დავეხმარები ადამიანებს. ვასწავლი, რასთან რა უნდა ჩაიცვან და რა – არა (იცინის). შეიძლება, წავიყვანო მაღაზიებში და სწორად შევარჩევინო სამოსი. „ვერსაჩეში“ ძვირად ღირებული სამოსია, მაგრამ რასთან რა უნდა ჩაიცვა, ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს ძალიან ცნობილ ხალხს ვაძლევდი ნიუ-იორკში. ჩემი მუდმივი კლიენტი იყო უიტნი ჰიუსტონი. მისი სტილისტი მირეკავდა და მეკითხებოდა: დალი, რა გაქვთ ისეთი, უიტნის რომ მოუხდება და მეც ვურჩევდი. იმდენად მენდობოდა, სანახავად არც მოდიოდა, პირდაპირ ვუგზავნიდი. ძალიან ბევრჯერ სცმია ჩემი შერჩეული სამოსი შერონ სთოუნს, რობერტ დენიროს მეუღლეს. მახსოვს, ჩემს კლიენტებს შორის ყველაზე არაპრეტენზიული იყო პრინცი თავისი გოგოების მიმართ, ყველაზე პრეტენზიული – შერონ სთოუნი. ყველაფერი საჩუქრად უნდოდა (იცინის). ძალიან კომფორტული მომხმარებელია ჯენიფერ ლოპესი. კაბამ, რომელიც 1996 წელს, „გრემის“ დაჯილდოებისთვის შევურჩიე, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დღესაც ერთ-ერთ, საუკეთესო ვარსკვლავურ ჩაცმულობად მიიჩნევა.
– დღეს უკვე არაერთი ქართველი დიზაინერი მუშაობს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან.
– ქართველი დიზაინერებისადმი ასეთი ინტერესი დევიდ კომამ გამოიწვია. ასევე, დემნა გვასალიამ, რომელმაც ბოლო პერიოდში საერთოდ დაიპყრო მოდის სფერო. მაგრამ, არ მეგონა, რომ მისი სტილი ჩვენი, საბჭოთა ბავშვობის დროინდელი მოდის ტენდენციებს ეყრდნობა და მან ეს დღეს მსოფლიო მოდად აქცია.
– თქვენთვის რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სამოსის შერჩევისას – ფასს, ბრენდს თუ განსხვავებულ სტილს?
– ბრენდს არა, როცა მდიდარი ხარ და ძვირად ღირებული ბრენდების ყიდვის საშუალება გაქვს, ძალიან კარგია, მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა. თუმცა, დამიჯერეთ, გემოვნებით ჩაცმას არ სჭირდება ძალიან დიდი ფული. შეგიძლია, ბაზრობაზე და მეორადი ტანსაცმლიდან აირჩიო ისეთი სამოსი, რომელიც ძალიან გემოვნებიანად წარმოგაჩენს.
– თქვენ გიყიდიათ რამე ბაზრობაზე ან მეორადებში?
– რატომაც არა, მიყიდია. ზოგჯერ რაღაც დეტალი დამჭირვებია, მაღაზიაში ვერ მიშოვია და ბაზრობაზე აღმომიჩენია. თუმცა, დღეს ძალიან განებივრებული ვარ ქართველი დიზაინერებისგან. ბევრი ლამაზი ტანსაცმელი მაქვს მათგან საჩუქრად. მაგრამ, დღეს საქართველოში უკვე იმდენი რამ არის შემოსული, ყველგან შეგიძლია, ყველაფერი იშოვო.
– ყველაზე ძვირად ღირებული ან, პირიქით, იაფფასიანი ლუქები გაიხსენეთ თქვენი გარდერობიდან.
– მოდი, ფასზე ნუ დავკონკრეტდებით. მაგრამ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ღირს ლამაზი კაბის ყიდვა. ბევრისგან გამიგია: ვაიმე, არ მინდა, ერთხელ ჩავიცვამ და მერე ტყუილად უნდა მქონდესო. ერთხელ რომ ჩაიცვამ, მერე უნდა შეინახო და რამდენიმე წლის შემდეგ სხვა ფახსაცმელზე, ახალ ლაბადასა და სამკაულზე ის უკვე სხვანაირად გამოიყურება. ძალიან ბევრჯერ მცმია ერთი და იგივე კაბა, სხვადასხვა წელს სხვადასხვანაირად. ესეც ჩემი ერთ-ერთი საიდუმლოა.
– ჩაცმულობის მიხედვით თუ აფასებს ადამიანებს?
– ჩაცმულობა ძალიან ბევრ რამეს ამბობს ადამიანის გემოვნებაზე, ხასიათზე, ცხოვრების წესზე. ნუ დააბრალებენ ქალები საკუთარ მოუწესრიგებლობას უფულობას. მე მქონია შესაძლებლობა, თუმცა ხანდახან, საჭმლის ფულიც არ მქონია, მაგრამ უგემოვნოდ არასდროს ჩამიცვამს. თუნდაც ასი წლის წინანდელ ტანსაცმელს იცვამდე, მთავარია, გემოვნებით შეარჩიო და თავს მოუარო. თუ ასე მოიქცევი, სულ სხვანაირი განწყობა გექნება და თვალებიც სხვანაირად გაგიბრწყინდება.
– დღევანდელ „ქუჩის სტილზე“ რას ფიქრობთ?
– ქართული Street stayl ძალიან მოსაგვარებელია. ვგულისხმობ მასას, თორემ ისე, ძალიან ბევრი გემოვნებიანად ჩაცმული ადამიანი დადის ქუჩაში და არაერთისთვის გამიყოლებია თვალი.
– ცნობილი ქართველი ქალებიდან ვინ მიგაჩნიათ ყველაზე დახვეწილად და ვინ არ მოგწონთ?
– ვინ არ მომწონს, მოდი, ამას არ ვიტყვი. თუ საჭიროდ ჩავთვლი, ამის შესახებ პირადად მას ვეტყვი. ყველაზე ძალიან მომწონს ნინო კუზანოვა-ნადირაძე, სალომე ღვინიაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ავთანდილის მეუღლე – ხათუნა თოთლაძე. უფროსი თაობის წარმომადგენლებიდან – ნანი ბრეგვაძე, ასევე მომწონს ანუკი არეშიძის ჩაცმულობა, ნინო ელიავა, მაკა ასათიანი.

скачать dle 11.3